x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138466
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512088
როგორ მოვიშოროთ ღაბაბი და შევინარჩუნოთ ახალგაზრდული სახე
image

სწორად კვება და ფიზიკური აქტივობა ეხმარება თქვენს სხეულს ჯანმრთელად და ახალგაზრდად დარჩენაში, მაგრამ ისიც მართალია, რომ ჩვენი სახის კუნთები მაინც კარგავენ სიმკვრივეს, როცა ასაკში შევდივართ.

წარმოგიდგენთ რამდენიმე სავარჯიშოს, რაც დაგეხმარებათ სახის ფორმის შენარჩუნებაში.

image


მაშ, ასე. პირველ რიგში საჭიროა კუნთების გახურება. ამოძრავეთ თქვენი ყბა წინ და უკან, როგორც ქვედა ფოტოზეა. მოძრაობები უნდა შესრულდეს ნელა, შეუფერხებლად და არა მკვეთრად. სავარჯიშო გაიმეორეთ 8-10-ჯერ.


image


შემდეგ სავარჯიშოს "კოვზი" ჰქვია. გააღეთ პირი და ქვედა ტუჩი ისე მოამრგვალეთ, რომ ქვედა კბილებს ზევით მოექცეს. ასეთ მდგომარეობაში დახურეთ პირი. გაიმეორეთ 5-7-ჯერ.

image


შემდეგ სავარჯიშოში უნდა ეცადოთ, ენით ცხვირს შეეხოთ. ღაბაბი ხშირად ასოცირდება ენისქვეშა კუნთებთან, ეს სავარჯიშო კი ამ კუნთებს აძლიერებს. ეცადეთ, გაამყაროთ ენა და რაც შეიძლება, მაღლა ასწიოთ. გაიმეორეთ 5-ჯერ.

image


შემდეგ სავარჯიშოს "აკოცე ჟირაფს" ჰქვია. წარმოიდგინეთ, რომ უნდა აკოცოთ ჟირაფს (ან ვინმეს, ვინც ძალიან მაღალია). აწიეთ თავი და იყურეთ მაღლა. გამოწიეთ ტუჩები ისე, თითქოს ვინმეს კოცნით. თუ სავარჯიშოს სწორად ასრულებთ, იგრძნობთ დაჭიმულობას კისრის არეში. ამ მდგომარეობაში იყავით 5-8 წამი, შემდეგ გაიმართეთ და დაიწყეთ თავიდან. გაიმეორეთ 5-ჯერ.

image


წინააღმდეგობა. ამ სავარჯიშოს დროს თქვენი ნიკაპი უნდა დააბჯინოთ ორ მუშტზე. ნიკაპი დაბლა ჩამოსწიეთ, მუშტებს კი არ მისცეთ უფლება, ის ჩამოუშვას. გაუწიეთ წინააღმდეგობა. როდესაც თქვენი ნიკაპი და მუშტები მაქსიმალურ წინააღმდეგობას მიაღწევენ, 3 წამში მოეშვით და შემდეგ დაიწყეთ თავიდან. გაიმეორეთ 5-7-ჯერ.

image


ღიმილი. დაკრიჭეთ კბილები და ამ მდგომარეობაში მაქსიმალურად ეცადეთ პირის გაფართოებას. ეცადეთ, ენით შიგნიდან მიაწვეთ კბილებს. თუ დაჭიმულობას გრძნობთ ნიკაპის არეში, ესე იგი სავარჯიშოს სწორად ასრულებთ. გაიმეორეთ 5-8-ჯერ.

image


ბოლო სავარჯიშოს დასიებული ლოყები ჰქვია. შეისუნთქეთ ღრმად, დახურეთ პირი და გამობერეთ ლოყები. შემდეგ დააჭირეთ ხელები ლოყებს ისე, რომ დაძაბულობა იგრძნოთ. იყავით ამ მდგომარეობაში 3-5 წამი, შემდეგ მოეშვით და დაიწყეთ თავიდან. ვარჯიში გაიმეორეთ 5-6-ჯერ.

image

ამ სავარჯიშოებს ძალიან ცოტა დრო სჭირდება. თუ ყოველდღიურად გააკეთებთ, გარანტიას გაძლევთ, რომ ახალგაზრდული სახე დიდი ხნის განმავლობაში შეგინარჩუნდებათ, ღაბაბი კი სამუდამოდ დაიხევს უკან.



წყარო: ladyformula

ილუსტრატორი - Daniil Shubin

ფოტოგრაფი - Roman Zakharchenko

მოდელი - Olga Zakharchenko

fitnesshealthzone და huffingtonpost -ს მასალებზე დაყრდნობით.

2
2361
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
2361
  
2017, 11 მარტი, 23:37
2017, 9 მარტი, 17:26
ზალიან კარგია მადლობა
0 1 2