x
6 ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტი მსოფლიოში
ყველაზე ძვირი ხიზილალა: ალმასი-100გრ 2000$

image

წითელი და შავი ხიზილალა, ყოველთვის იყო მდიდრების საკვები. თუმცა, ყველაზე ძვრირადღირებულ ხიზილალას, აქვს მოყვითალო ფერი და იმით არის გამორჩეული, რომ მიიღება მხოლოდ ალბინოსი ზუთხისგან და ისიც 80 წელზე ახალგაზრდა, არ უნდა იყოს. ოქროს ხიზილალა მხოლოდ ირანიდან გადის და ადრე მას მხოლოდ შეიხები აგემოვნებდნენ. მის ფასს ზრდის ასევე ოქროსგან დამზადებული კოლოფი, რომელშიც ხიზილალას ათავსებენ.




ყველაზე ძვირი ყავა: kopi luwak-1 კილოგრამი 300$-დან


image

kopi luwak-არის ყველაზე ძვირადღირებული ყავა მსოფლიოში, რომელიც საკმაოდ სპეციფიური გზით მოიპოვება. ვივერა, არის აზიაში მობინადრე, ზაზუნას მსგავსი ცხოველი, რომელსაც ძალიან უყვარს ყავის მარცვლების ჭამა. იგი იმდენად მსუნაგია, რომ ვერ ასწრებს ყველა მარცვლის გადამუშავებას. მისი ფეკალიები კი წარმოადგენს ყველაზე ძვირადღირებულ ყავას.




ყველაზე ძვირი სოკო: თეთრი ტრუფელი-1კგ 2000 ევროდან.

image

თეთრი ტრუფელი იზრდება მიწის ქვეშ, რამოდენიმე სანტიმეტრის სიღრმეზე და ისიც მხოლოდ გარკვეულ ადგილებში-იტალიაში, საფრანგეთში, რუმინეთში. ამტკიცებენ რომ თუ ერთხელ გასინჯავ ამ სოკოს, მაშინვე მისი მოყვარული გახდები. ასევე ამბობენ, რომ ძლიერი აფროდიზიაკია, რომელიც ქალებს სინაზეს მატებს, ხოლო კაცებს უფრო მოსიყვარულეებს ხდის.




ყველაზე ძვირი სანელებელი: შაფრანი- 1კგ 6000$

image

მზარეულები ამბობენ: თუ შაფრანის სანელებელი იაფად ნახე, იცოდე რომ ყალბია. VII საუკუნეში ამ სუნელის გაყალბებისთვის კოცონზე წვავდნენ. მისი დამატება თითქმის ყველა საჭმელში შეიძლება, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით, რადგან გააჩნია საკმაოდ მკვეთრი გემო და მისი ჭარბი დოზით საჭმელში დამატებამ, საკვები შეიძლება უბრალოდ გულისამრევი გახადოს. ასევე საკვებს ანიჭებს მკვეთრ ოქროსფერს, ინგლისში კი მისი მეშვეობით თმას იღებავდნენ.



ყველაზე ძვირი ხორცი: იაპონური მარმარილოსებრი ხორცი- 200გრ 100$

image

ვაგიუ იაპონური ჯიშის ძროხის სახეობაა, რომლის ხორცი ყველაზე ძვირია. იმისათვის რომ მიიღონ ასეთი ხორცი, ძროხებს უკეთებენ მასაჟს, ასმევენ ლუდს და ზოგჯერ ღვინოსაც. ასევე ხანდახან, ძროხები სპეციალური თოკების მეშვეობით ჰაერში არიან გამოკიდებულნი, რათა ზედმეტად არ დაიტვირთონ თავი.



ყველაზე ძვირი წყალი: kona nigari- 0, 06ლ 33$

image

ჰავაის კუნძულებთან ახლოს, ოკენაის სიღრმიდან მოიპოვებენ წყალს, რომელიც გადის საჭირო პროცედურებს, რათა გახდეს დასალევად ვარგისი. წყალს, საკმაოდ მცირე მოცულობის ბოთლებში ათავსებენ-0, 06ლ და მისი მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ Kona nigari ადამიანებს ეხმარება გახდომაში, სტრესის დაძლევაში და კანის გაახალგაზრდავებაში.





0
458
1-ს მოსწონს
ავტორი:აბსურდი
აბსურდი
458
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0