სხვა როგორ დავაკავშიროთ მობილური ტელეფონი, ტელევიზორზე??? 2017, 26 იანვარი, 14:31 ბევრ თქვენთაგანს ეცოდინება მობილური ტელეფონის, ტელევიზორზე დაკავშირება, თუმცა არის კატეგორია, რომლებმაც ამის შესახებ იციან, მაგრამ უბრალოდ დაკავშირებას ვერ ახერხებენ. დღევანდელ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ უნდა დავაკავშიროთ ანდროიდის ტიპის მობილური ტელეფონი სმარტ ტელევიზორებზე! პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ ეს არის უკაბელო მეთოდი და ტელევიზორი აუცილებლად უნდა იყოს სმარტი(SMART TV). აიღეთ ტელევიზორის დისტაციური მართვის პულტი, შემდეგ დააწექით menu -ს, ჩამონათვალიდან აირციეთ ეკრანის გაზიარება(screen sharing) და დაელოდეთ რამოდენიმე წამის განმავლობაში! ტელევიზორზე გამოჩნდება უკაბელო დაკავშირება, ანუ ეკრანის გაზიარება(screen sharing), ამის შემდეგ თქვენს ადროიდის ტიპის მობილურ ტელეფონიდან აირჩიეთ screen mirroring - ფუნქცია.
შენიშვნა: ეს ფუნქცია სხვადასხვა ტელეფონებში, სხვადასხვა ადგილასაა. უმეტესად bluetooth, wi-fi, airplane mode, mobile data და cast -ფუქციებთან მდებარეობს. ჩართეთ ეს ფუქცია... ჩართვისას მოძებნის და ამოაგდებს თქვენს სმარტ ტელევიზორის სახელწოდებას, ერთი კლიკით დააკავშირებთ...
სულ ეს არის! არანაირი კაბელი არ არის საჭირო, ამ მარტივი მეთოდისთვის. თუ გაქვთ ანდროიდის ტიპის მობილური ტელეფონი და სმარტ ტელევიზია, მაშინ თქვენ შეძლებთ დიდ ეკრანზე ითამაშოთ, დაათვალიეროთ ფოტოები და უყუროთ ვიდეოებს. წარმატებებს გისურვებთ!!! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1 -რევანდი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 2 -სტატია, რომელიც ყველამ აუცილებლად უნდა წაიკითხოს! 3 -რომელი არსება კლავს ადამიანს ყველაზე სწრაფად?! 4 -თავის ტკივილების გამომწვევი, დღემდე უცნობი 5 მიზეზი! 5 -როგორ უნდა ვიცხოვროთ, ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?!
4848 9-ს მოსწონს
|