ტენდენციები 2017 წლის 6 მთავარი მოდური ტენდენცია 2017, 25 იანვარი, 19:25 2017 წელი ახლახან დაიწყო, მაგრამ დიზაინერებმა უკვე იციან, რა იქნება წლის მთავარი ტრენდი, რას ჩაიცმევთ მომდევნო 12 თვის განმავლობაში.
სტატია მათთვისაა, ვისაც გარდარობის განახლება სურს იმისთვის, რომ წელსაც მოდურად გამოიყურებოდეს.
1. მაქმანები წლის მთავარი ტენდენცია ქალური და ელეგანტური სამოსი იქნება. და რა შეიძლება იყოს გამჭვირვალე, მაქმანებიან, ჰაეროვან კაბებზე ქალური? ატარეთ ასეთი სამოსი და არ შეგეშინდეთ თქვენი გემოვნებით რამის დამატების. 2. ხაკისფერი სამოსი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სამხედრო სტილის ტანსაცმელი ბევრისთვის გახდა ტრენდი. წელს ხაკისფერი აქტუალური იქნება შედარებით ქალურ და უფრო ჩვეულებრივ ტანსაცმელშიც. 3. ვარდისფერის ვარიაციები ყველანაირი ვარდისფერი იქნება წელს მოდაში - ღია, მუქი, ფუკსია, კარამელისფერი, მარწყვის და ალუბლისფერი... აირჩიეთ ნებისმიერი და ჩათვალეთ, რომ მოდურად გაცვიათ! 4. ზოლები ზოლებიანი სამოსი წელსაც არ დაკარგავს აქტუალურობას. სცადეთ ზოლიანი შარვლები, ნაქსოვი კაბები, აქსესუარები, ყველაფერი! 5. გადაჭრილი ზედები როგორც ჩანს, 2000იანების ტრენდი დაბრუნდა. გადაჭრილი ზედების შეხამება შეგიძლიათ ყველაფერთან, როგორც ჯინსებთან, ასევე ქვედაკაბებთან ან შორტებთან. 6. სპორტული სტილი სპორტული სტილი, თავისი უნივერსალურობით და სიმარტივით, ყოველთვის პოპულარული იყო მოდის მიმდევრებში მსოფლიოს გარშემო. უბრალოდ, თუ ამ სტილს აირჩევთ, არ დაგავიწყდეთ რამდენიმე მთავარი წესი: ასეთ ლუქში არ შეახამოთ სამზე მეტი ფერი, თავიდან აიცილეთ დიდი ზომის ლოგოები და არ გადატვირთოთ თქვენი ლუქი არასაჭირო დეტალებით. 2777 3-ს მოსწონს
|