x
image
მადამ ფისუნია
პეიზაჟის ისტორიიდან, ანუ როგორ იქცა ბუნება ხელოვნების ნაწარმოების მთავარ მოქმედ პირად
imageპეიზაჟი - სახვითი ხელოვნების ჟანრი (ნაირსახეობა), რომლის ნიმუშებიც აისახება ბუნების, გარემოს ხედები.
მეცნიერებმა პეიზაჟის ელემენტები ჯერ კიდევ უძველესი ხანის ნიმუშებში აღმოაჩინეს. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ძველი სამყაროს კედლის მოხატულობები.
1748 წელს არქეოლოგიური გათხრებისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს საუკუნეების განმავლობაში ვულკანის ფერფლში ჩამარხული ქალაქის - პომპეის ნანგრევები, კერძოდ, სახლები კედლის მხატვრობის საოცარი ნიმუშებით, მათ შორის პეიზაჟებით.
მეოცე საუკუნის დასაწყისში საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე, მის ძველ დედაქალაქ კნოსში, აღმოჩენილიქნა სასახლის ნანგრევები, რომლებიც აგებული იყო ძვ.წ. XVII-XV სს-ებში . უზარმაზარი დარბაზების კედლებზე არქეოლოგებმა უძველესი დროის მხატვრობის შემოქმედება იხილეს; მრავალგვარი მცენარის, ცხოველის გამოსახულება ბუნების და ყოფის ამსახველი სცენები.
შუა საუკუნეებში პეიზაჟს უმეტესად ისტორიულ-რეიგიური სცენების ფონად იყენებდნენ. ძალიან პოპულარული იყო ეს ჟანრი XVII სში, ჰოლანდიელ პეიზაჟისტთა შემოქმედებაში. ეს მხატვრები (გოიენი, რეისდალი და სხვ, .) ყურადღებას ამახვილებდნენ, ერთი შეხედვით, ნაკლებად საინტერესო ხედებზე, როგორიცაა: დაბურული უღრანი ტყეები, ქარის წისქვილების სილუეტები, განმარტოებული ქოხმახები, სასაფლაოები და სხვ. imageინგლისელი მხატვარი ჯონ კონსტებლი გამოირჩეოდა იმით, რომ ცდილობდა ბუუნების სურათები რაც შეიძლება მეტი სიზუსტით აესახა. გამუდმებით აკვირდებოდა ბუნების მოვლენებს, ღრუბლების მოძრაობას, ამინდის ცვლილებას.

უილიამ თერნერს განსაკუთრებით უყვარდა ჭექა-ქუხილის, კოკისპირული წვიმების, ზღვიდან მოვარდნილი გრიგალის, მზის ჩასვლის ასახვა. მასაც, კონსტებლის მსგავსად, ამინდისთვის თვალისდევნება უყვარდა. ცნობილია, ფაქტი, რომ ერთხელ მხატვარმა მეზღვაურებს ანძაზე მიაბმევინა თავი, რათა ქარიშხალს დაჰკვირვებოდა.

imageპეიზაჟის ჟანრის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს XIX საუკუნის ფრანგმა პეიზაჟისტებმა, რომლებიც "ბარბიზონის სკოლის" მხატვრების სახელით არიან ცნობილნი. ბარბიზონი პარიზთან ახლოს მდებარე პატარა სოფელია, რომელშიც მხატვრები იმ მიზნით დასახლდნენ, რომ ბუნებასთან ახლოს ყოფილიყვნენ.

ბარბიზონელთა სკოლის მამამთავარი იყო თეოდორ რუსო, რომელიც ამტკიცებდა რომ ბუნება ხელოვნებისთვის ულევი მასალაა.


ბარბიზონელების ხელოვნებასთან ახლოს იდგა XIX საუკუნის უდიდესი პეიზაჟისტი კამილ პისარო. მას უფრო მეტად აინტერესებდა განწყობა, რომელსაც ესა თუ ის პეიზაჟი ქმნიდა.

პოეტურ, ლირიულ სურათებს ხატავდნენ XIX საუკუნის რუსი პეიზაჟისტები ისააკ ლევიტანი, ალექსეი სავარასოვი და სხვები. მათ მიერ შექმნილი თითოეული სურათი ადამიანის შინაგან განწყობილებას, მის გრძნობებს და განცდებს ეხმიანება.

მშობლიური ბუნების ამსახველი ფერადოვანი, კოლორიტული პეიზაჟები შექმნეს ელენე ახვლედიანმა, რომელიც ძირითადად მშობლიური კახეთისა და ძველი თბილისის ხედებს ხატავდა, და დავით კაკაბაძემ, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა იმერეთის მთაგორიანი ბუნების ასახვისადმი.

image
ელენე ახვლედიანი

image
დავით კაკაბაძე


0
491
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
491
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0