სხვა ბრაზილიაში დედამ დაჭრა და შემდეგ დაწვა თავისი 17 წლის ბიჭი იმიტომ, რომ ის იყო გეი 2017, 24 იანვარი, 19:56 ბრაზილიელმა 32 წლის ტატიანა ლოსანო პერეირამ, ჯერ დაჭრა შემდეგ კი დაწვა თავისი 17 წლის ბიჭი იტაბერლ პერეირა, იმიტომ რომ ის იყო გეი. ეს ისტორია მოხდა პატარა ქალაქში, რომლის მოსახლეობა შეადგენს 30000 ადამიანს.როგორც გამოძიებამ დაადგინა დედამ ჯერ მოზარდები დაიქირავა, რათა ფიზიკურად გასწორებოდნენ იტარბედს, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს, შემდეგ მამინაცვალს დაავალა, მისი მოკვლა. იტარბედი ხშირად ჩხუ- ბობდა ოჯახის წევრებთან. ამას მოწმობს მისი ფოტოები Facebook-ზე. დედამ სპეციალურად შეიტყუა შვილი სახლში, როდესაც ის მოვიდა, მასზე მოხდა თავ- დასხმა. დედამ და ორმა თავდამსხმელმა მამაკაცმა, რომლებიც დედამ დაიქირავა, დაა- ბეს ახალგაზრდა. მამაკაცები ამბობენ, რომ უნდოდათ ჭკუა ესწავლებინათ... მაგრამ დე- დამ მოითხოვა, რომ მოეკლათ მისი შვილი. ხოლო როდესაც მათ ამაზე უარი განაცხადეს დედამ აიღო დანა და რამდენჯერმე ჩაარტყა ბიჭს. მოგვიანებით ტატიანამ მეუღლესთან ერთად დაწვა მისი გვამი. დამწვარი გვამის ნაშთები აღმოაჩინეს მკვლელობიდან ერთი კვირის შემდეგ წერს ბრაზილიის მედია. დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი ნარკოტიკებს ღებულობდა და სახლში მოჰყავდა მამაკაცები. მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ბიჭი თვი- თონ დაესხა თავს დედამისს და დედა მხოლოდ თავს იცავდა. ნათესავები მამის მხრი- დან აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, იტაბერლი არასოდეს მოიხმარდა ნარკო- ტიკებს, დედა ვერ იტანდა მას იმიტომ, რომ ის იყო ჰომოსექსუალი. 132 7-ს მოსწონს
|