მუსიკა ვის გაუმართლა "ლიბერთინსის" ორგანიზებით გამართულ გრანდიოზულ კონცერტზე - გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია (+ფოტო) 2017, 24 იანვარი, 13:19 თაობამ, რომელიც ირჩევს წიგნებს 20 იანვარს კიდევ ერთი არჩევანი გააკეთა. სპორტის სასახლის, ფილარმონიის, ტელევიზორთან თეთრი სახლის ყურებისა და კიდევ სხვა დიდი თავშეყრის ადგილებიდან, ათასობით თინეიჯერმა არჩევანი ოლიმპიურ სასახლეზე შეაჩერა და ყრილობა სწორედ იქ გამართა. ამ ლოკაციაზე გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროექტ "ლიბერთინსის" ორგანიზებით, ჯგუფ Loudspeakers-ის კონცერტი და ამავდროულად, გრანდიოზული გათამაშება მოეწყო. ოლიმპიური სასახლის მოედანი ცოტა ხნით, თინეიჯერებმა დაიკავეს. კონცერტის დაწყებას ფარდაგზე მოკალათებულები დაელოდნენ, ძალები მოიკრიბეს და შემდეგ რამდენიმე საათი ჯგუფის რიტმებს აყოლილებმა გაატარეს. Loudspeakers-მა 10-ზე მეტი მუსიკალური ნომერი შეასრულა. ჯგუფის სოლისტი ამბობს, რომ აუდიტორიამ მოლოდინს გადააჭარბა და გაღებული ემოცია ათმაგად დაიბრუნეს. ემოციებისგან შესაძლოა დაძინება გაუჭირდეთ გრანდიოზული გათამაშების გამარჯვებულებსაც. ათასობით მკითხველიდან, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში "ლიბერთინსის" წიგნებს ყიდულობდნენ და გათამაშების ბილეთს მოიპოვებდნენ, შვიდს განსაკუთრებით გაუმართლა. ღონისძიების მიმდინარეობისას, საღამოს წამყვანმა DJ რემბომ გამარჯვებულებს სცენიდან დაურეკა და პრიზების მოგების შესახებ შეატყობინა. გრანდიოზული გათამაშების გამარჯვებულები გახდნენ: "დისნეი ლენდის" საგზურის მფლობელი - ოლგა ბანტური იტალიაში, კერძოდ ბოლონიაში წიგნის ფესტივალზე გაემგზავრება მაია ხეჩუმაშვილი ველოსიპედები ერგოთ წილად ლაშა-გიორგი ცინცაძესა და მაია მაისურაძეს Canon-ის ფირმის ფოტოაპარატის მფლობელი გახდა ანა აბულაძე HP-ის ფირმის ლეპტობის მფლობელები გახდნენ ეკა გულიტაშვილი და სულიკო გოგუაძე. LIBER გათამაშების სუპერ პრიზები მართლაც შთამბეჭდავია - ორ კაციანი საგზური პარიზის დისნეილენდში, ორ კაციანი საგზური იტალიაში, ორი ველოსიპედი, HP-ის ორი ნოუთბუქი და Canon-ის პროფესიონალი ფოტოაპარატი. კითხვისა და ალტერნატიული მუსიკის მოყვარულები ამბობენ, რომ საღამო შედგა. თაობა რომელიც ირჩევს წიგნებს, ბევრი ალტერნატივის მიუხედავად, 20 იანვარს გაკეთებული საკუთარი არჩევანითაც კმაყოფილია. მათ კითხვისა და მუსიკის სინთეზის ყრილობა აირჩიეს. - დაათვალიერეთ ფოტოები - ნახეთ ვიდეო 30 6-ს მოსწონს
|