x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რატომ ატარებენ უფრო კარგად დროს უმუშევარი მამაკაცები ვიდრე ისინი ვინც მუშაობენ?
imageამ რამდენიმე დღის წინ შემთხვევით ჩემი ძველი თანამშრომელი შემხვდა, მივიკითხეთ მოვიკითხეთ ერთმანეთი, როგორც ყოველთვის ერთ-ერთი მთავარი კითხვა იყო: რას შვრები მუშაობ?


-ეჰ ნუ მკითხავ თუ ძმა ხარ აგერ უკვე 5 თვეა უმუშევარი ვარ და ლამისაა სახლიდან გამომაგდონ, გაგიჟებულები არიან სულ ვქეიფობ, ხან სად ხან სად...შიგადაშიგ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებშიც დავრბივარ.....საოცარია რა სანამ ვმუშაობდი მაშინ სად ვქეიფობდი ამდენს-სამსახური-სახლი, სამსახური სახლი.... ახლა უფრო მაგარ დროს ვატარებ...


-ჰოო, ეგრეა ეგრე, არ გაგიკვირდეს-ვუპასუხე და გამეღიმა, როგორც მასზე ბევრად უფროსმა და მსგავს სიტუაციაში გამობრძმედილმა, რომელიც რამდენჯერმე იყო როგორც ერთ მდგომარეობაში(უმუშევარი) ისე მეორე(როდესაც ახლო-მეგობრები გყავს უმუშევარი), მხარზე ხელი დავარტყი და დავემშვიდობე.


მაინც რატომ ატარებენ უფრო კარგად დროს უმუშევარი მამაკაცები ვიდრე ისინი ვინც მუშაობენ?



1)უბანი-როგორც წესი უმუშევარი კაცი წრიალებს ცოტა ხანი სახლში და შემდეგ ჩადის ეზოში სადაც მასავით უსაქმური "ვაჟაკაცების" ჯარი ხვდება, რა თქმა უნდა კაპიკი არავის უჭყავის ჯიბეში..მიდგებიან-მოდგებიან და რაც არ უნდა იყოს მაინც ახეხებენ და "პონტს" აგდებენ..ვიღაცამ ტოტალიზატორში მოიგო და იმას დახარჯავს(როგორც წესი მსგავსი უმუშევრების 99% ტოტალიზატორს თამაშობს, დასადებ თანხას ოჯახის წევრებს სთხოვს, ხოლო თუ მოიგო უბანში ხარჯავს)..ვიღაცა გარაჟიდან ან სარდაფიდან გამოაძვრენს ღვინოს ან არაყს..ვიღაცა კიდევ სახლიდან ჩამოცუნცულებს წნილს, ყველს, პურს და მიდის "ქეიფი დიდად შესარგი"....


2)ე.წ. "ტრუსიკის ძმაკაცი"-იმ დღეს სცალია, ან საქმეებს ადრე მორჩა და მოუნდა რომელიმე ძმაკაცს ქეიფი სადმე რესტორანში..ვის დაურეკავს პირველ რიგში? რა თქმა უნდა უმუშევარს, რატომ?იმიტომ რომ იცის ყოველთვის მოცლილია და უარს არ ეტყვის...სხვას რომ დაურეკოს წინასწარ იცის რა პასუხიც ელის: "არ მცალია ყელამდე საქმეები მაქვს" ან ყველაზე ლაითი: " 2-3 საათში შეიძლება განვთავისუფლდე"..უმუშევარასაც რა ენაღვლება კარგად იქეიფებს, ძმაკაცი სიგარეტსაც უყიდის და ჯიბის ფულსაც მისცემს...შემდეგ კი შეიძლება რომელიმე "მამაშასთანაც" გაადინონ ზღართანი "კაი ნაშების" მოლოდინში.


3) მიხმარება ან სადმე წაყოლა უნდა ნათესავს, მეზობელს, მეგობარს-ისევ იმის გამო, რომ უმუშევარი ხარ შენ ახსენდები პირველ რიგში თუ რაიმეზეა მისახმარებელი ან სადმეა წასასვლელი..სტანდარტული კითხვა:წამოდი რა წამომყევი რას აკეთებ? თან გაისეირნებ...ასე რომ შეიძლება ერთ დღეს გურიაში ამოყოთ თავი, მეორე დღეს კახეთში..რა თქმა უნდა დღე კარგი სუფრით მთავრდება.



იხილეთ აგრეთვე:
image*''საპახმელიო" კურიოზი


*სიყვარული ვენახში


*სიზმარი

0
104
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0