ფოტოგრაფია როგორ მოექცნენ ფრანგები მოღალატე ქალებს, რომლებსაც ინტიმური კავშირი ჰქონდათ ნაცისტებთან! (ფოტოები მეორე მსოფლიო ომიდან) 2017, 23 იანვარი, 22:14 მეორე მსოფლიო ომი თავდაპირველად დაიწყო მეორე იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის 1 სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისისვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში — 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია აწარმოებდნენ დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკა, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დარღვევის შემდეგ საბჭოთა კავშირი და იაპონიის პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ — ამერიკის შეერთებული შტატები. მეორე მსოფლიო ომის დასასრულისკენ, ნაცისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში დაიწყო გაწმენდის პროცესი. ნაცისტების ოკუპაციის პერიოდში, მათთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი თითოეული მოქალაქე სასტიკად ისჯებოდა!
ამ პერიოდში, სულ 10 500 ფრანგი დაისაჯა. მათ 1/4 -ს წარმოადგენდა ქალთა საზოგადოება, რომლებსაც სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ გერმანელ მამაკაცებთან. გარდა ამისა ყველაზე დიდ საშინელებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დასჯილ ქალბატონთაგან ნაწილი, ოკუპაციის პერიოდში გერმანელების მიერ იყვნენ გაუპტიურებულნი. თუმცა საფრანგეთის მთავრობამ, არც ეს საცოდავი ადამიანები დაინდო და თითქმის ყველა სასტიკად დასაჯა, უმეტესი მათგანი ამ დასჯას ემსხვერპლა.
1944-1945 წლებში, 40 000 -მდე ქალს თმები "გადაუხოტრეს" რაც ქალისთვის ყველაზე დიდ სირცხვილს წარმოადგენდა. ქვეყნის ახალ მთავრობამ ყველა მოღალატედ სცნო და არ გაითვალისწია ის ფაქტი, რომ ზოგიერთიმათგანი გაუპატიურებულ იქნა. წარმოგიდგენთ ამ დრამატულ ფოტოებს... სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1 -მეორე მსოფლიოს ომის 6 საიდუმლო იარაღი, რომლებიც იაპონელებმა დაამზადეს!!! 2 -5 საშინელი იარაღი, რომელსაც მოსალოდნელ III მსოფლიო ომში გამოიყენებენ! 3 -ისტორიის ყველაზე შეშლილი იმპერატორები! 4 -რომელი არსება კლავს ადამიანს ყველაზე სწრაფად?! 5 -თავის ტკივილების გამომწვევი, დღემდე უცნობი 5 მიზეზი! 1925 8-ს მოსწონს
|