x
image
მადამ ფისუნია
ადამიანის სახე - მისი სულის სარკე

imageჩვენი სახე ჩვენი გრძნობათა სარკეა.
იგი ჩვენს ემოციებს, რეაქციებს, განწყობას ასახავს. ადამიანის სახე უსიტყვოდ გამოხატავს სიხარულს, სევდას სასოწარკვეთას, მღელვარებას, გაოცებას, აღტაცებას, შიშს, რისხვას... სახის ძალიან მოძრავი კუნთები უზრუნველყოფენ ამ მრავალფეროვანი გრძნობების გადმოცემას. კუნთების ამ საოცარ თვისებას ჰქვია მიმიკა და ის კარგადაა ნაცნობი მსახიობებისათვის. მათ გარდა მიმიკებს კარგად შეისწავლიან სხვა ხელოვნების მოღვაწენიც, მაგალითად მხატვრები.
ადამიანის სახე და მასზე არეკლილი გრძნობები მართლაც ამოუწურავი თემაა ხელოვნებისთვის. "გრძნობათა ენას" სალაპარაკო ენის შეცვლაც კი შეუძლია. ადამიანის სახის გამომეტყველებაის ამ თვისებას კარგად იყენებენ კომიქსებსა და მანგებში, სადაც სიტყვები და ტექსტი მინიმუმამდეა დაყვანილი და ინფორმაცია ძირითადად პერსონაჟის სახისა და ჟესტის მეშვეობით გადმოიცემა.
ხელოვნებაში ხშირია აგრეთვე ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ადამიანის სახისა და ფიგურის გამოსახულეა მთლიანად რაიმე გრძნობის განსახიერებას ემსახურება, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, გრძნობა ადამიანის სახით წარმოგვიდგება.
ადამიანის სახის გამომეტყველებასთან და მის აგებულებასთან მჭიდრო კავშირშია კარიკატურაც. კარიკატურა ხომ ისეთი სურათია, სადაც ადამიანის რაიმე ნაკლი მისი დაცინვის მიზნით, გადაჭარბებულადაა გადმოცემული, მაგალითად ზედმეტად დაგრძელებული ცხვირი და ა.შ.
კარიკატურისტთა საყვარელი მსხვერპლი უმეტესად არიან პოლიტიკოსები, პოპულარული ადამიანები, მსახიობები და მომღერლები...

0
258
4-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0