მამაკაცის მოდა ახალი მოდა მამაკაცებისათვის 2012, 9 ივნისი, 15:41 ცხელმა ამინდებმა კორექციები შეიტანა მამაკაცთა ჩაცმულობაში.
1.სეტ მაიერსი 2.მარკ ჯეიკობსი თავდაპირველად დიზაინერი მარკ ჯეიკობსი გამოცხადდა Met Gala-ს ცერემონიალზე გრძელ, გამჭირვალე გიპიურის ჩასაცმელში, რომლის შიგნითაც თეთრი პანტელონი ეცვა, ხოლო ფეხზე ეცვა ბალთებიანი შავი ფეხსაცმელი და შავი წინდები. გავიდა რამდენიმე თვე და ზუსტად იგივე ჩაცმულობით საზოგადოების წინაშე წარსდგა მსახიობი და კომიკოსი, სეტ მაიერსი, ერთერთი ყველაზე მოდური პრემიის დაჯილდოვებაზე " CFDA Fashion Awards"-ზე. სეტიმ მთლიანად გადაიღო მარკის ჩაცმულობა. ნაღები საზოგადოება კი მის დანახვაზე ნერვიულად აჩურჩულდა, ნუთუ ეს არის მოდის ახალი ტენდენციებიო. იმედია ქართველ მამაკაცებს არ ვიხილავთ ასეთი ჩაცმულობით. მაგრამ ყველაფერია მოსალოდნელი ზოგიერთი ეგრეთწოდებული ქართული ბომონდისგან. ფრთიანი ფეხსაცმლის მოყვარული ბიჭოლასაგან არც კი გაგვიკვირდება ასეთი გიპიურის კაბით რომ დავინახოთ. 567 6-ს მოსწონს
|