x
image
მადამ ფისუნია
ჰორიზონტის ხაზი და ხედვის წერტილი

imageყოველი საგანი და ადამიანი სივრცეში არსებობს და გამუდმებით გადაადგილდება მასში. ამასთან ერთად, ისინი ჩვენი თვალის მიმართაც იცვლიან მდებარეობას - ხან გვიახლოვდებიან, ხან გვშორდებიან.
წარმოიდგინეთ, რომ მთებში სეირნობთ : ყოველ ნაბიჯზე ახალ ახალი ხედი იშლება თვალწინ; შორეული მთები ნელ-ნელა გვიახლოვდება, საგანთა ფორმა და ფერი იცვლება. ყოველი საგანი ორი სახით წარმოგვიდგება: აბსოლუტური (ანუ რეალური, ისეთი, როგორიც სინამდვილეშია) და რელატიული (ანუ ისეთი, როგორსაც ვხედავთ დროის მოცემულ მომენტში).
საგნის ზომა მით ფრო მცირდება, რაც უფრო გვშორდებიან ისინი. მაგრამ მათი მოხაზულობა და ფორმა მაშინაც იცვლება, როდესაც მათ გვერდიდან, ქვევიდან ზევით, ან ზევიდან ქვევით ვუყურებთ.
თუ ჩვენ შევიცვლით ხედვის წერტილს საგნის მოხაზულობაც შეიცვლება.
რა საკვირველია ყველასათვისაა ცნობილი სიტყვა ჰორიზონტი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ცის და მიწის გამყოფი ხაზის აღსანიშნავად.
ჰორიზონტალური, უსასრულო სიბრტყე, რომელიც ჩვენი თვალის სიმაღლეზე მდებარეობს და ჰორიზონტალური ხაზის სახით წარმოგვიდგება, ჰორიზონტია.
ამ სიბრტყის ქვევით მდებარე ყველა საგანი ჰორიზონტს ქვევითაა, ჩვენ მათ ზევიდან დავყურებთ და პირიქით. თუ ჩვენ სიმაღლეს შევიცვლით ჰორიზონტიც შეიცვლება.
ჰორიზონტის დონე დამოკიდებულია ხედვის წერტილზე.

0
621
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
621
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0