მანდარინი ზამთარში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ხილია. მისი
გარეკანი კი უმეტეს შემთხვევაში ნაგავში ხვდება. არსებობს მანდარინის გარეკანისაგან დამზადებული სახლის დეკორაციული სანთელი, რომელიც სასიამოვნო სუნთან ერთად ლამაზიცაა. აიღეთ მანდარინის გარეკანი, ( მთელი ნახევარი მხარე) ჩაასხით მასში ზეთი და ჩადეთ ძაფი. ასეთი სახის სანთლები ლამაზი, ბუნებრივი და უსაფრთხოა. განსაკუთრებით კარგია ზამთრის თოვლიან დღეებში განწყობის შესაქმნელად.