x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
როგორ უნდა აამუშაოთ ძველი აკუმულატორი, რატომ უნდა ჩამოაცვათ წინდა მინის საწმენდს და სხვა რჩევები ავტომძღოლებს

ზამთარი — რთული პერიოდია ყველასთვის, ვინც საჭესთან ზის. სიცივისა და ყინვის გამო, შეიძლება სხვადასხვა სახის პრობლემები წარმოიქმნას: გაიყინოს მინები, ფარები და კარებები, არ დაიქოქოს მანქანა ან საერთოდაც, ვერ გაღოთ კარები… პრობლემების მოგვარებას მარტივად შეძლებთ, თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ:

გაყინული მინის საწმენდები


image


ამ პრობლემის მოგვარება სულ მარტივად შეიძლება და ამისთვის მხოლოდ წინდები არის საჭირო: უბრალოდ ჩამოაცვით წინდა მინის საწმენდს და ასე დატოვეთ ღამე. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ საწმენდი არ უნდა ეხებოდეს საქარე მინას! რადგან, წინდის მოცილება მინიდან ბევრად უფრო რთულია, ვიდრე “დვორნიკების".



მიყინული კარები


image


კარები რეზინის გასქელებულ ნაწილებში დაგროვილი ტენის გამო იყინება. ასეთი რამ რომ არ მოხდეს, პრობლემური ადგილები ზეთით გაწმინდეთ, ხოლო ზედმეტი ზეთი ქაღალდის პირსახოცით მოაშორეთ – ზეთი წყალს აისხლიტავს და კარები აღარ გაიყინება.



გაყინული საკეტი


image


კარის საკეტის, საბარგულის ან ბენზინის ავზის საკეტების გაყინვა – ზამთარში ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს? არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საკეტის ცხელი წყლით ან სანთებელით გათბობა. ამან შეიძლება კიდევ უფრო მეტი პრობლემები გამოიწვიოს.
საკეტი რომ ადვილად გაიღოს, საკმარისი არის საკეტის ჭრილში, წვენის საწრუპი მილით, ჰაერის შებერვა. ცხელი ჰაერი გაადნობს საკეტის შიგნით არსებული ყინულის თხელ ფენას და რკინის მექანიზმი ამუშავდება.



გაყინული საქარე მინა


image


დილით ასეთი პრობლემის წინაშე რომ არ აღმოჩნდეთ, მანქანა პარკირებისას ისე დააყენეთ, რომ საქარე მინა აღმოსავლეთის მიმართულებით იყოს. მზიან ამინდში, ამოსული მზის სხივები გაათბობს მინას და გაადნობს ყინულს.



ძველი აკუმულატორი


image


თუ არსებობს იმის შანსი, რომ დილით მანქანა არ დაიქოქება, პარკირებისას ისე დააყენეთ, რომ ოდნავ დახრილ მდგომარეობაში იყოს. ეს მას დაეხმარება დაგორებით გაქანებაში. ჩართეთ მესამე სიჩქარე და დაქოქეთ მანქანა სტარტერი დახმარების გარეშე.



ჭუჭყიანი ფარები


image


ყველა ცდილობს, რომ ავტომობილის სინათლის გამომცემი მოწყობილობა სუფთა ჰქონდეს, რადგან მასზე ბევრად არის დამოკიდებული გზებზე მოძრაობის უსაფრთხოება. ფარების გასაწმენდად აუცილებელი არ არის ძვირად ღირებული ქიმიური საშუალებების გამოყენება. ამ მიზნისთვის, ჩვეულებრივი კბილის პასტაც გამოდგება! ღრუბლის მეშვეობით წაუსვით პასტა ფარებს და სუფთა წყლით ჩამორეცხეთ.



დაორთქლილი მინები


image


ამ უსიამოვნო მოვლენის თავიდან მოცილება ჩვეულებრივი საპარსი კრემით შეიძლება. დაიტანეთ კრემი მინაზე და შემდეგ, მშრალი რბილი ქსოვილით გაწმინდეთ. მინაზე მიკროაპკი გაჩნდება, რომელიც მინას დაიცავს როგორც კონდენსირებული ნამისგან, ისე გაყინვისგან.

0
2774
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2774
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0