პროფილაქტიკა კუნთებისა და კისრის დაჭიმულობა: გათავისუფლდით მისგან სამუდამოდ 2017, 21 იანვარი, 18:31 ![]() კუნთების დაჭიმულობა და სპაზმი ნაცნობია თითქმის ყველა ადამიანისთვის.ხშირად, ეს უსიამოვნო შეგრძნებები გვიჩნდება ხელებში და ფეხებში, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო შეგრძნებაა კისრის კუნთების და- ჭიმულობა, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისი კუნთებიც მეტადაა დაძაბული დიდი ხნის განმავლობაში-ოფისის თანამშრომლები, მკერავები, მძღოლები. სპაზმი ემართებათ ხანგრძლივად მჯდომარე პოზიციაში ყოფნისას. სპაზმის მოხსნაში ხერხემლის მარტივი ვარჯიში დაგვეხმარება. ![]() 1) სავარჯიშო დაჯექით სკამზე და ჩამოუშვით ხელები, მიაბრუნეთ თავი მარჯვნივ ბოლომდე, როგორც შეძლებთ, შემდეგ მარცხნივ. ეცადეთ ნიკაპი მხარზე დააფიქსიროთ.გაიმეორეთ 10-ჯერ. ![]() 2) სავარჯიშო დაჯექით სკამზე და ჩამოუშვით ხელები, დახარეთ თავი დაბლა და ეცადეთ ნიკაპით მიწვდეთ მკერდს, შემდეგ გადაწიეთ თავი უკან. გაიმეორეთ 10-ჯერ. ![]() 3) სავარჯიშო დაჯექით სკამზე, მიიდეთ ერთი ხელი შუბლზე და თავი დახარეთ წინ. შუბლზე ხელის მიჭერით ეცადეთ წინააღმდეგობა გაუწიოთ თავის მოძრაობას. გაიმეორეთ 10-ჯერ. ![]() 4) სავარჯიშო დაჯექით სკამზე, მიიდეთ ხელის გული საფეთქელზე და გადახარეთ თავი მარჯვნივ, ეცადეთ წინააღმდეგობა გაუწიოთ თავის მოძრაობას, შემდეგ შეცვალეთ ხელი და იგივე მოძრაობა გააკეთეთ მარცხნივ. გაიმეორეთ არანაკლებ 5-6 ჯერ. ![]() უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვარჯიშები ეფექტურია ქრონიკული დაავადებების დროსაც. თუ თქვენ განიცდით საშინელ ტკივილს, მაშინ სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს 1272 8-ს მოსწონს
|