"თავი მეორე - საპარლამენტო ოპოზიცია.
თავიდან იგი წარმოდგენილი იყო ორი პარტიითა და ასევე ორი ფრაქციით. დღეს გვაქვს სამი პარტია და ოთხი ფრაქცია. ინაშვილ-მოურავის პარტიაზე არ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. ეს არის ნაციონალ-პოპულისტური პარტია, რომელიც ხელისუფლების შემწეობით მოხვდა პარლამენტში. გაცილებით საინტერესოა ენმ-ს ტრანსფორმირება ორ, დიამეტრალურად განსხვავებულ პარტიად სამი, ასევე განსხვავებული ფრაქციით.
ეს ოპოზიციური კონსტრუქცია, რომელიც დღეს მივიღეთ, შეიცავს როგორც პოზიტიურ..., ასევე ნეგატიურ შემადგენელს. ნეგატივი გახლავთ ის, რომ წინა პარლამენტთან შედარებით დასუსტებული, მაგრამ მაინც ძლიერი ოპოზიციური ფრთა დაიშალა ორ ნაწილად. ერთი მხარე ე.წ. "ზომიერი", ხელისუფლებასთან კონსტრუქტიულ დიალოგზე ორიენტირებულ პარტიად გადაიქცა. მას მხარს ნაცმოს ყოფილი ამომრჩევლების მცირე ნაწილი უჭერს მხარს. თავად ეს პარტიაც არ არის ერთგვაროვანი და დაყოფილია ორ, "ძველი", საზოგადოებისათვის მობეზრებული და "ახალი" სახეების ფრაქციებად. ნეგატიურია ისიც, რომ საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი ამ ფლანგის გარიგებაზე ხელისუფლებათან. დღეს ამის არც დადასტურება არც უარყოფა შიძლება, მაგრამ ეჭვს აქვს გარკვეული საფუძვლები და ეს ნეგატიურად მოქმედებს ამ ახალი პარტიის იმიჯზე.
მეორე მხარეს დარჩა სახელდობრივ ენმ, შეურიგებელი ოპოზიცია, რომელსაც ამომრჩევლების მნიშვნელოვნად დიდი ნაწილი ემხრობა და მას პარლამენტში ერთი ფრაქცია ჰყავს. IMHO ეს მოვლენა პოზიტიურად უნდა განვიხილოთ, რადგან მოხდა პარტიის პრინციპიალური განახლება და ეს მთლიანად პარტიის მხარდამჭერების, საზოგადოების დამსახურებაა. როგორ განვითარდება მოვლენები ამ პარტიაში, ამას მომავალი გვიჩვენებს.
სამწუხარო ფაქტი კი ის გახლავთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციას არ ძალუძს იქონიოს რაიმე ზეგავლენა ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე პარლამენტის შიგნით, რაც შესაძლებელია პროცესების პარლამენტის კედლებს გარეთ გადმოსვლის წინაპირობა გახდეს.
P.S. არასაპარლამენტო ოპოზიციაზე და "გამოსავალზე" მესამე ბაწილში მოგახსენებთ" - წერს სოციალურ ქსელში მოძრობა, "ახალი ერთობა საქართველოსთვის" წევრი, დიპლომატი მამუკა გამყრელიძე