ტექნოლოგიური სიახლეები ებრაული მფრინავი მანქანა გაყიდვაში 2020 წლიდან გამოვა(ვიდეო) 2017, 21 იანვარი, 13:11 ებრაული კომპანია Urban Aeronautics გაყიდვისთვის ამზადებს სამგზავრო დრონს, რომელიც ხალხის ევაკუაციისთვის იქნება განკუთვნილი სტიქიის ზონებში ან სამხედრო კონფლიქტების დროს.მძლავრი უპილოტო აპარატი იწონის 1, 5 ტონას და შეუძლია 500 კილოგრამი ტვირთის გადატანა.უახლოეს სამ წელიწადში უპილოტო აპარატმა FAA-ს(სამოქალაქო ავიაციის ფედერალუი სამმართველო)სერტიფიკატი უნდა მიიღოს.
მფრინავი ავტომობილი Cormorant-ი(იგივე AirMule) შვეულმფრენთან არის მიახლოებული, მაგრამ უფრო მანევრირებადია, მას შეუძლია შენობებს შორის იფრინოს ან გაძვრეს ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ. კომპანია Urban Aeronautics-ი 15 წლის განმავლობაში ქმნიდა დრონს.მთლიანობაში მიღებული იქნა 39 დაპატენტებული განცხადება. Cormorant-მა პირველი საცდელი გაფრენა 2016 წლის ნოემბერში განახორციელა, თუმცა გამოიკვეთა მცირეოდენი ტექნიკური პრობლემები.მაგალითად სენსორები ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემებს გადასცემდა.კომპანია უახლოეს ხანში გამოასწორებს ამ ხარვეზს. უპილოტო აპარატის მაქსიმალური სიჩქარე 185 კმ/სთ-ია, ხოლო ფასი დაახლოებით 14 მლნ.$ იქნება. სამგზავრო დრონის მსოფლიო ბაზარზე გამოტანა 2020 წლისთვის არის დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ მსგავს აპარატებზე მუშაობენ სხვა კომპანიებიც.მეტიც ნორვეგიულმა Griff 300-მა უკვე მიიღო FAA-ს სერტიფიკატი. სამგზავრო დრონების შექმნაზე აგრეთვე მუშაობს ჩინური კომპანია EHang-ი, გერმანული E-Volo და რუსული Авиатон-ი. 379 6-ს მოსწონს 1-ს არა
|