"200 წლის მუმია ცოცხალია - ბერების საშიში აღმოჩენა"
მონღოლი ბერი, რომელიც 200 წლის განმავლობაში "მედიტაციას აკეთებდა" "ლოტუსის" ფორმაში გადაიქცა მუმიად და იყო ცოცხალი, როგორც მისი ექიმი ამტკიცებს.
ბარი კერზინი ამტკიცებს რომ მონღოლეთში ნაპოვნი "გამხმარი ბერის სხეული" იმყოფება ღრმა სულიერი მედიტაციის მდგომარეობაში, რომელიც ცნობილია "ტუკდამის" ( "tukdam" ) სახელით. დიდი ხნით ასეთ მდგომარეობაში ყოფნის შედეგად ბერები აღწევენ ასე ვთქვათ "ბუდის სტატუსს"..
უკანასკნელი წლების განმავლობაში უამრავი ასეთი მუმია აღმოჩენილი იქნა ინდოეთში და ჩინეთში. მხოლოდ ინდოეთში ბოლო 50 წლის განმავლობაში აღმოჩენილი იქნა 40 ბერი, რომელიც გადაიქცა მუმიად მედიტაციის დროს. არა მხოლოდ კერზინი ამტკიცებს ამ აზრს, ასევე უამრავი ბერი ამბობს რომ ეს "მუმია" ცოცხალია და "ერთი ნაბიჯი აკლია ბუდის სტატუსამდე".
"მე მქონდა იმის პატივი, რომ მომეარა ბევრი ბერისთვის, რომლებიც იმყოფებოდნენ "ტუკდამის" სტატუსში, - აცხადებს ექიმი ბარი კერზინი. - თუ ადამიანი ასეთ დმგომარეობაში იმყოფება 3 კვირაზე მეტ ხანს, რაც ძალიან იშვიათად ხდება, მისი სხეული თანდათან მცირდება, და საბოლოოს ადამიანისგან რჩება, მხოლოდ მისი თმები, ფრჩხილები და ტანსაცმელი. როგორც ხშირად ხდება, ასეთ დროს ადამიანები, რომლებიც ახლოს ცხოვრობენ ასეთ ბერთან ხედავენ ცისარტყელას, რომელიც ანათებს ცაზე რამოდენიმე დღის განმავლობაში."
იხილეთ ასევე:
შეშინებულმა მოსახლეობამ "არამიწიერი" არსება სცემა ( ფოტოები )
"საიდუმლო ადგილი, სადაც ქალებს 200 წლის განმავლობაში არ უშვებდნენ" ( ფოტოები )
"შურსიძიება ადამიანზე, რომელმაც ძაღლი დააბა და მოსაკლავად გადააგდო"
ადგილები დედამიწაზე სადაც ადამიანს ფეხი არ დაუდგამს
15 ფილმი, რომელიც აკრძალული იქნა ზედმეტი სისასტიკის გამო
30 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ
მეცნიერებმა მარსზე უცხოპლანეტელის გვამი აღმოაჩინეს
აპოკალიფსის დრო ცნობილია - დედამიწას 13 წელიწადი დარჩა
თურქეთში 5000 წლის მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინეს
"სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ?! რამდენად რეალურია?!"