რელიგია ბნელ ძალთა იერარქია (დემონები) 2017, 24 თებერვალი, 0:34 დემონები - ღმერთისა და ყველა მისი ერთგული, ციური და მიწიერი ძალის მთავარი ანტაგონისტები. ქმნილ არსებათა კიბის ზედა, უმაღლეს საფეხურზე, უხორცო სულები დგანან. უხილავი, სამყარო ღმერთმა ხილულ სამყაროზე უწინარეს შექმნა. ხილული სამყაროს შექმნის დროს ისინი უკვე წარდგომილნი იყვნენ შემოქმედის წინაშე და ემსახურებოდნენ მას. ისინი ღვთის განგების იარაღნი და ღვთის ნების მაუწყებელნი არიან. ანგელოზი მძლავრი, უსხეულო სული, პიროვნება ანუ გონებაა. ანგელოზები იერარქიულად არიან შექმნილნი. ერთად შეადგენენ ერთობას, ანუ კრებულს და იყოფიან "მხედრობებად". ანგელოზებს აგრეთვე "მეორე ნათელსაც" უწოდებენ. ვარაუდობენ, რომ ყოველ ქმნილებას, მის გვარსა და სახეს თავისი ანგელოზი ჰყავს. მაგალითად: ეკლესიას, ხალხებს, ოჯახებს, ბუნების სტიქიებს. ცალკეული ადამიანის ანგელოზს მფარველი ანგელოზი ჰქვია. უხილავ სამყაროს მიეკუთვნებიან დაცემული ანგელოზებიც, ანუ ბოროტი სულები. ბოროტება ღმერთს არ შეუქმნია, ის არ არის თავიდანვე არსებული, საკუთარი დამოუკიდებელი საწყისების მქონე სუბსტანცია. ის თავისუფალი ნების მქონე არსებათა პიროვნული პოზიცია, ღვთისგან დაშორება და სიკეთის მოკლებაა. აუხსნელი ახირების გამო ღმერთთან ყველაზე ახლოს მყოფმა და მის მიერვე შექმნილმა პიროვნებამ, უმაღლესმა ნათლის ანგელოზმა, ანუ ლუციფერმა (სინათლის მატარებელმა) მოინდომა ყველაფერი თვითონ ჰქონოდა და არავისთვის არაფერი მიეცა. წმ. მამების თქმით: მას თავისი თავი შეუყვარდა და ერთგვარად თვითდახშულ, ცარიელ ჭურჭლად იქცა. ამ პირველ ცოდვას ხან ამპარტავნებას, ხან თავკერძობას, ახლა კი ეგოიზმსაც უწოდებენ. მისი არსი საკუთარი თავისაკენ ანგარებიანი ყურადღების წარმართვაში მდგომარეობს, ანუ ეს საკუთარი თავის მიმართ ისეთი განსაკუთრებული ყურადღებაა, რომლის დროსაც საკუთარი "მე" სამყაროს ცენტრად იქცევა. იგი საკუთარი თავის კერპი, ხოლო ყველაფერი დანარჩენი, რასაც საკუთარი ფასი ეკარგება - მისი საამებელი საშუალება ხდება. ამის გამო ღმრთისა და სამყაროსადმი უანგარო ინტერესი ჭკნება, ხოლო თავის თავში ჩაკეტილი პიროვნება სულ უფრო ნადგურდება. მაგრამ პიროვნება, ისევე როგორც ბუნება, ვერ იტანს სიცარიელეს და იწყებს ავსებას საკუთარი წარმოსახვის ნაყოფებით (სუროგატებით). თავად მას ვინც ბოროტება მოიგონა, მარტოობის სიცივე და სიცარიელე - შურად ექცა. ცოცხალი არსებისათვის დამახასიათებელი სიყვარულისა და ერთობის აღუხოცელი სურვილი მის თვითჩაკეტილ პიროვნებაში - სიძულვილისა და ნგრევის ძალად იქცა. ყოფიერების სისრულეში ერთიანობის მიღწევის შეუძლებლობა - გადაიქცა მისწრაფებად საყოველთაო განადგურების გზით იმავეს მიღწევისაკენ. მოტყუებით კი ეშმაკმა, უფსკრულში თან გაიყოლა სხვა სულებიც. სიცრუისა და ცილისწამების გზით მან მიაღწია პირველ ადამიანთა დაცემას. კლასიფიკაცია: დაცემულ ანგელოზთა შორის, ისევე, როგორც ზეციურ ძალებში არსებობს იერარქიული წყობა. როგორც ვიცით ზეციური იერარქია ცხრა დასად (ხარისხად, მხედრობად) იყოფა. ხოლო ეს ცხრა დასი სამ იერარქიულ ტრიადად. დაცემის შემდგომ შენარჩუნებულ იქნა მათ შორის იგივე იერარქია რაც ზეციურ სამეფოში გააჩნდათ. ამიტომ ისინი იძულებულნი გახდნენ მათ შორის უპირველესს დამორჩილებოდნენ. დაცემულ ანგელოზთა სამი იერარქიული ტრიადა (უმაღლესიდან უმდაბლესამდე) მათი ძალისა და დანიშნულების მიხედვით დაცემულ ანგელოზთა 10 სახეობას გამოყოფენ: 1. პარკები ევალებათ შეძლებისდაგვარად ჩაერიონ ადამიანის (პიროვნების) ცხოვრებაში. თუ "მფარველ ანგელოზი" იცავს მიმავალს, რათა გზას არ გადაუხვიოს; დაუძლურებულს განამტკიცებს და დაცემულს აღადგენს. პარკი დაუღალავად ცდილობს ადამიანი გზას ააცდინოს, დააუძლუროს სულიერად და სასოწარკვეთილებაში ჩააგდოს. ისინი ანტი მფარველი ანგელოზები არიან... 2. პოლტერგეისტები ბოროტი სულები, რომლებიც რომელიც ამჟღავნებენ და თვალნათლივ აჩვენებენ თავის თავს მოძრაობით, სხვადასხვა საგნებსა და ობიექტებზე ზემოქმედებით, სუნით და ა.შ. მათი მიზანია ადამიანის შეშინება, დაცინვა და შეურაცხყოფა... 3. ინკუბები და სუკუბები მამრობითი და მდედრობითი სქესის ბოროტი სულები, რომლებიც ადამიანში სექსუალური ხასიათის, აღვირახსნილ გრძნობებს აღვივებენ და ხშირად იწვევენ ე.წ. ძილად დაცემას. ეს დემონები განსაკუთრებული სიშმაგით ესხმიან თავს მონაზვნებს... (რათქმაუნდა დემონებს (ანგელოზებს) სქესი არ გააჩნიათ, რადგან ისინი უსხეულო სულიერი არსებები არიან, მაგრამ მათი მზაკვრობითა და ღვთის დაშვებით ისინი ამ გზით გამოხატავენ საკუთარ თავს. 4. დემონთა მოხეტიალე დაჯგუფებები და არმიები ისინი ადამიანთა ბრბოს სახით იჩენენ თავს და მოაქვთ საშინელი ხმაური და უბედურება... 5. ფამილიარები დემონები, რომლებიც შუამავლობენ და გადასცემენ სატანურ ცოდნასა და გამოცდილებას, მსახურობენ ჯადოქრებს (ალქაჯებს). ისინი ხშირად სხვადასხვა ცხოველის სახით ეცხადებიან და მთელი სიცოცხლის მანძილზე გვერდიდან არ შორდებიან პატრონს (ალქაჯს). თუმცა მათი მსახურება უანგარო როდია, ისინი თავიანითი "პატრონის" სულს თავად სატანას მიართმევენ სიკვდილის შემდეგ... 6. დრუდები (კოშმარები) დემონები, რომლებიც იწვევენ უსიამოვნო სიზმრებს, კოშმარებს, ძლიერ ემოციურ მდგომარეობას ძილის დროს. ადამიანში იწვევენ შიშს, სასოწარკვეთას, შფოთვას და მწუხარებას... 7. ქამბიონები არსებები, რომლებიც ჩაისახნენ დემონისა და ადამიანის ურთიერთობის დროს. როდესაც ინკუბები და სუკუბები (მდედრობითი და მამრობითი სქესის დემონები) ადამიანთან ამყარებენ სექსუალურ კავშირს ისახება "ქამბიონი". ხშირ შემთხვევაში ეს ხდება ინკუბების (მარობითი სქესის) დემონების მიერ ქალის გაუპატიურების დროს... 8. სიცრუის, ცილისწამებისა და ღვარძლის დემონები დემონები, რომლებიც ცდილობენ ადამიანთა შორის შუღლისა და ღვარძლის ჩამოგდებას. ისინი ხშირად ადამიანის სახით ჩნდებიან, ავრცელებენ სიცრუესა და ცილისმწამებლურ ჭორებს. რასაც ხშირად დიდი უბედურება და შუღლი მოჰყვება ადამიანთა შორის... 9. წმიდათა დემონები დემონები, რომლებიც წმიდანებს ესხმიან თავს... 10. "ალქაჯთა შაბათის" დემონები დემონები, რომლებსაც შეცდომაში შეჰყავთ ხანდაზმული ქალები. ისინი ძალაუფლების სანაცვლოდ მათ სულებს ითხოვენ და აიძულებენ მასობრივ სატანის თაყვანისცემის რიტუალში მიიღონ მონაწილეობა, ( შაბათის ლიტანიობა) სადაც ადგილი აქვს: ორგიებს, ნეკროფილიას, კანიბალიზმს, ადამიანთა მსხვერპლშეწირვას და ა.შ. **************************იერარქია****************************** ანგელოზები, რომლებიც პირველნი განუდგნენ უფალს და რომელთა მიერ იმართება ჯოჯოხეთი და სრულიად ბნელ ძალთა კრება: ლუციფერი; მთიები (სინათლის მატარებელი) აღუდგა პირველი ღმერთს და მასთან ერთად ორი უმაღლესი დასის ანგელოზი ბელზებუბი და ლევიათანი... ზეციური იერარქიის მიხედვით. უმაღლესიდან უმდაბლესამდე: I - იერარქია (სერაბიმნი; ქერუბიმნი; საყდარნი) ლუციფერი; მთიები - თავი და თავი ყოველგვარი ბოროტებისა (პირველი სერაბიმი) ბელზებუბი - სერაბიმთა პრინცი (ლუციფერის შემდეგ) ლევიათანი - სერაბიმთა მესამე პრინცი ასმოდეუსი - სერაბიმთა მეოთხე პრინცი * * * * * * * * * * * * * * * * * * * * ბერითი; ბაალი - ქერუბიმთა თავადი * * * * * * * * * * * * * * * * * * * * ასთაროთი - საყდართა პირველი პრინცი ვერინი - საყდართა მეორე პრინცი გრესილი - საყდართა მესამე პრინცი სონეილონი - საყდართა მეოთხე პრინცი II - იერარქია (უფლებანი; ძალნი; ხელმწიფებანი) კარიო - უფლებათა პირველი პრინცი კარნიველი (კარნივეანი) - უფლებათა მეორე პრინცი * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * ოეილეტი - ძალთა პირველი პრინცი როზიერი - ძალთა მეორე პრინცი * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * ბელიაზი - ხელმწიფებათა პირველი პრინცი III - იერარქია (მთავრობანი; მთავარანგელოზნი; ანგელოზნი) ვერიერი - მთავრობათა პირველი პრინცი * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * ოლივიერი - მთავარანგელოზთა პირველი პრინცი * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * იუვარტი (ლუვარტი) - ანგელოზთა პირველი პრინცი ლუციფერი; სატანა არსი სიბნელისა და ქაოსის გამოვლინებისა. ის უმაღლესია ქაოსსა და სიბნელეში, სატანა თავადვეა სიბნელე, ქაოსი და ნგრევა. გამოისახება კაცის ტანით, ქალის მკერდით, ფეხებზე ჩლიქებით და თხის თავით. მისი სიმბოლოა პენტაგრამა. ასევე ძველი ოკულტური ბეჭედი, რომელსაც იყენებენ რიტუალების დროს მისი მოხმობის მიზნით... ბელზებუბი (ბუზების მბრძანებელი) სიბნელის თავადი, დემონთა მეუფე, პირველყოფილი ბოროტება. ადამიანს უბიძგებს სიამაყისკენ, გაუმაძღრობისკენ, ეჭვიანობისკენ და ომისკენ. ის არის ალქაჯების და ჯადოქრების მბრძანებელი და მათ ევლინება ბუზის სახით. ამის გამო მას ბუზების მბრძანებელს ეძახიან. ბუზების მეშვეობით მას შეუძლია ადამიანებს ეპიდემიები მოუვლინოს. გამოისახება დიდი ფუტკარის, ცხენის, მაღალი ხის და შიშველი ადამიანის სახით კანის გარეშე. მისი სიმბოლოა ე.წ. ბელზებუბის ბეჭედი... ასევე ძველი ოკულტური ბეჭედი, რომელსაც იყენებენ რიტუალების დროს მისი მოხმობის მიზნით... ლევიათანი სიბნელის თავადი, დემონთა მეუფე, პირველყოფილი ბოროტება. ერესის, შურისა და ქაოსის დემონი. ლევიათანი წმინდა წერილის თანახმად, სამყაროში მოქმედი ბოროტების სიმბოლოა, რომელსაც საკუთარი უკეთური ძალა ღვთის რჩეული ერის წინააღმდეგ აქვს მიმართული. გამოისახება ზღვის უზარმაზარი ურჩხულის (გველეშაპის) სახით. მისი სიმბოლოა ლევიათანის კვეთა (სატანის ჯვარი). ორმაგი ჯვარი სიმბოლოა ხალხთა შორის იმუნიტეტისა და ბალანსისა. უსასრულობის ნიშანი კი ხაზს უსვამს ბუნების მუდმივობასა და უსასრულობას. რაც სავარაუდოდ სიმბოლოა მარადიული სამყაროსი. ასმოდეუსი ვნების, ფუფუნებისა და ძალაუფლების დემონი. გამოისახება კაცის ტანით, მამლის ფეხებით, გველის კუდით და სამი სახით (ადამიანის პირიდან ცეცხლის ალით, ხარისა და ცხვრის) მჯდომარე ლომის თავიან დრაკონზე. მისი სიმბოლოა ანთებული ლამპარი. ბერითი; ბაალი (ბაალ ბერითი) ბატონი, უფალი, მბრძანებელი – ეს იყო აღმოსავლეთის ქვეყნებში (ფინიკია, ქანაანი, ასურეთი და სხვა) ფართოდ გავრცელებული ღვათაება. როდესაც არქეოლოგებმა გახსნეს ბაალის სამლოცველოები…. აღმოაჩინეს ჭურჭლები, ათასობით დამწვარი ბავშვის ძვლებით… ხელნაწერთა გამოკვლევით აღმოჩნდა, რომ ბაალს განსაკუთრებით „უყვარდა“ ახალშობილი ბავშვები, რომლთაც ქურუმები ნელნელა წვავდნენ. დღესასწაულისა და უბედურების წლებში, ბაალს ქურუმები სწირავდნენ ათასობით ადამიანს… ღმერთების დღესასწაულზე ქანაანელებს სამსხვერპლოდ მიჰყავდათ საკუთარი შვილები და მთელი სოფლის ან ქალაქის მოსახლეობა ეძლეოდა ველურ ორგიებს, ასაკის მიუხედავად. იგი ადამიანს უბიძგებს მკვლელობისკენ, თვითმკვლელობისკენ, მრისხანებისკენ, ჩხუბისკენ , ცილისწამებისკენ. მართავს ატმოსფერულ მოვლენებს. შეუძლია გამოცხადდეს ნებისმიერი წმიდანის სახით. ბაალის კულტი ებრაელთა გადასახლების ხანაში მოისპო. ძირითადად გამოისახება ადამიანის ტანისა და ხარის თავის მქონე არსების სახით, ან ცხენზე ამხედრებული გვირგვინოსანი მეფის სახით... ასევე კატის, გომბეშოსა და ადამიანის სახით, ობობას ფეხებზე მდგარი... მისი სიმბოლოა ე.წ. ბაალის ბეჭედი... ასთაროთი უსაქმურობისა და სიზარმაცის დემონი, ჯადოქართა მფარველი, ჯოჯოხეთსა და წუთისოფელს შორის არსებული საზღვრის გუშაგი და მცველი. მისი ბრძანებითა და თანხმობით შემოდიან წუთისოფელში ბოროტი სულები სპირიტუალური რიტუალის თუ სხვა დემონური საქმიანობის დროს... გამოისახება მახინჯი, შიშველი, გამხდარი კაცის სახით, დრაკონის ფრთებით და დამატებითი ფრინველის წყვილი ფრთით, თავზე გვირგვინით, მარცხენა ხელში დაკლაკნილი გველით. ამხედრებული მგლის ან ძაღლის თავიან დრაკონზე, რომელსც აქვს ქვეწარმავლის კუდი... ზოგჯერ შავ ან თეთრ სამოსში გამოწყობილი ადამიანის სახით (კაცის ან ვირის თავით) მისი სიმბოლოა ე.წ. ასთაროთის ბეჭედი... ასევე ძველი ოკულტური ბეჭედი, რომელსაც იყენებენ რიტუალების დროს მისი მოხმობის მიზნით... ვერინი მოუთმენლობის, სიხარბისა და შეუწყნარებლობის დემონი. შეუძლია გამოიწვიოს ეპილეფსიური და პსიქიკური აშლის მდგომარეობა. ადამიებს უბიძგებს სისასტიკისკენ და ყოვლგვარი შეუწყნარებლობისკენ. მას აქვს სრული ძალაუფლება "ქამბიონებზე". აქვს ადამიანთა განკურნების უნარი და ფლობს მედიცინის საიდუმლოებებს. ადამიანს უბიძგებს სექსუალური მანკიერებებისკენ (პარაფილიისკენ), კანიბალიზმისკენ, თვითმკვლელობისკენ. განსაკუთრებით ესხმის თავს სასულიერო პირებს, მონაზვნებს. გამოისახება თმით დაფარული შიშველი ადამიანის სხეულით, რქებით, თხის ფეხებით და ხელებზე გრძელი ბრჭყალებით ... გრესილი ყოველგვარი უწმინდურობუს, სიბინძირის და სიზარმაცის დემონი. გამოისახება მახინჯი არაბუნებრივი არსების სახით, ქალის სასქესო ორგანოებით, კატისებრთა ცხოველის თავით, თხის ფეხებით და სასქესო ორგანოში სხვადასხვა ქვეწარმავლით... სონეილონი სიძულვილის, მტრობისა და კაცთმოძულეობის დემონი. მისი მიზანია ყოველგვარი სიკეთისა და სიწმიდის განადგურება, ხალხთა შორის სიძულვილის დათესვა და ამ გზით კაცობრიობის აოხრება და განადგურება მათივე ხელით. გამოისახება ობობას ფეხებზე შემდგარი, ქერცლით დაფარული ადამიანის ტანით და დრაკონის სახით. ან დამახინჯებული წაგრძელებული ადამიანის სხეულით, თვალების გარეშე... კარიო გულქვაობისა და მწუხარების დემონი. შეუძლია ნებისმიერი მოკვდავის სხეულში ბინადრობა სხვა ადამიანის თუ ადამიანთა გარემოცვაშიც კი, ისე, რომ თავი არ გამოამჟღავნოს. იგი ადამიანს უბიძგებს ომისა და მრისხანებისკენ. მისი დემონური აურა გავლენას ახდენს გარშემომყოფებზე, განსაკუთრებით მათზე ვისაც სუსტი რწმენა გააჩნია ან საერთოდ არ აქვს ის. გამოისახება მაღალი ნახევრად გამხმარის ხის და ქარის (გრიგალის) სახით... კარნიველი (კარნივეანი) უხამსობის, უსირცხვილობის, უტიფრობის, გარყვნილების, ავხორცობისა და ცინიზმის დემონი. ადამიანს მატებს ნდობას, ძალასა და გამბედაობას. გამოისახება ნიღბიანი ან დამახინჯებული ადამიანის სახით... ოეილეტი სიმდიდრის, ავლადიდებისა და მატერიალური ფასეულობების დემონი. იგი ადამიანებს უბიძგებს დაუტევონ საკუთარი პრინციპები, მორალური და ზნეობრივი ღირებულებები მატერიალური კეთილდღეობის სანაცვლოდ. გამოისახება ეშაფოტზე, სახრჩობელის ქვეშ მდგომი შიშველი კაცის სახით, ხელში ანთებული ჩირაღდნით, სხეულზე ამოტვიფრული სხვადასხვა ოკულტური ნიშნებით. ან შავი მამალის სახით... როზიერი სექსუალური უწმინდურობის, მრუშობისა და ღალატის დემონი. ის უბიძგებს ადამიანს ცოლქმრული ერთგულების გატეხვისკენ, ქორწინების გარეშე სქესობრივი კავშირის დამყარებისკენ, ქორწილ გარეშე სქესობრივი ურთიერთობისკენ ქორწინებაში მყოფ პირთან. გამოისახება მაღალი, გამხდარი ლამაზი ქალის სახით, ღია ქათქათა კანით. ხელთ უპყრია კვერთხი, დგას სამ ფეხზე და ასხმული აქვს სხვადასხვა სამკაულები... ან ლამაზი ჰერმაფროდიტი ადამიანის სახით... ბელიაზი ქედმაღლობის, ამპარტავნობისა და პატივმოყვარეობის დემონი. მშობლებს აღუძრავს ამბიციებს, უბიძგებს უმოქმედობისკენ, ამაოებისკენ, შვილების უმიზეზოდ და უსამართლოდ დასჯისა და გაკიცხვისკენ. ხელს უწყობს მშობლების უყურადღებობას შვილებისადმი. ნელ-ნელა არღვევს ოჯახის ერთიანობას და აქრობს მასში ურთიერთპატივისცემას. გამოისახება ბნელი მახინჯი სახით და ქვეწარმავლის სახის იერით, რქებით, ბრჭყალებითა და წყვილი ფრთით. ვერიერი ფიცის გატეხვის, ურჩობისა და გაუგონრობის დემონი. გამოისახება შავებში ჩაცმული ადამიანის ფიგურით და სახის გარეშე... ოლივიერი სისასტიკისა და დაუნდობლობის დემონი. გამოისახება მახინჯი არაბუნებრივი რქიანი არსების (ურჩხულის) სახით... იუვარტი (ლუვარტი) ადამიანებთან ყველაზე ახლოს მყოფი. მიწის მპყრობელი. გამოისახება რქიანი მახინჯი ადამიანის სახით და წყვილი ფრთით... სწორედ ეს დემონები მართავენ ჯოჯოხეთის ლეგიონებს იერარქიის მიხედვით... იხილეთ ასევე: ზეციურ ძალთა იერარქია (ანგელოზები) 3014 9-ს მოსწონს 2-ს არა |
"ელი" არის სატანა, “აშერი“, მისი მეუღლე ლილიტი, ხოლო მათი შვილები არიან არა ღვთაებები არამედ დემონები,როგორც დავით მეფსალმუნემ სთქვა:ყველა წარმართი ღმერთი, გარდა ერთი ჭეშმარიტი ღმერთისა, ეშმაკია.
“ასმოდეუსი“ იგივე ასმოდეა, წყვდიადის (ან სატანის) 12 მოციქულთაგან პირველი (მეორე ლილიტია), გარყვნილების დემონია და არა ღვთაება.
მეორე რჯული
თავი ოცდამეთორმეტე
მცდარი თარგმანი:
8. როცა უზენაესი სამკვიდროებს ურიგებდა ხალხებს, როცა ცალ-ცალკე ასახლებდა ადამის მოდგმას, დაუდგინა საზღვრები ერებს ისრაელიანთა რიცხვისამებრ.
სწორი თარგმანი:
8. როცა ელი სამკვიდროებს ურიგებდა ხალხებს, როცა ცალ-ცალკე ასახლებდა ადამის მოდგმას, მაშინ დაუდგინა საზღვრები ერებს ღმერთის შვილების რიცხვისამებრ.
p.s. ელი ესაა შემოქმედი მამაღმერთი ფინიკიურ-ქანაანურ პოლითეიზმში, აშერას მეუღლე, მათ შვეს სამოცდაათი ღვთაება, სამოცდაათი შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი იყო იამმუ იგივე იეჰოვა.
ესაია წინასწარმეტყველი
თავი მეთოთხმეტე
12. როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა [ჰეილეილ ბენ შაჰარ]! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო!
კომენტარი: ჰეილეილ ნიშნავს - განთიადს ან ნათელს. შაჰარი ესაა ამომავალი მზის ღვთაება ფინიკიურ-ქანაანურ მითოლოგიაში, ისაა ელის და აშერას ძე. ელი და აშერა არიან უზენაესი ღმერთები და დემიურგები, მამა და დედა ღმერთებისა.
მეთორმეტე ლექსი ორიგინალში იქნებოდა ასეთი: „მანათობელო [ჰეილეილ], ძეო შაჰარისა.“
https://www.youtube.com/user/DharmaZhenshini
https://www.youtube.com/user/TaraSarasvati
https://www.youtube.com/user/BoykotPrazdnikov
https://www.youtube.com/user/TatsukiOtayomi
https://www.youtube.com/user/AmenStopTV
https://www.youtube.com/user/Dawyra999
"ქალის სასქესო ორგანო ესაა - ლოტოსის ყვავილი, ნეტარების ოკეანე, ესაა გამჭვირვალე ადგილი, საიდანაც შეიძლება ამოვიდეს გასხივოსნებული აზროვნება. როცა ლოტოსის ყვავილი უერთდება მამაკაცურ სასქესო ორგანოს - სკიპტრას, კვერთხს, მათი კავშირისგან იბადება ელექსირი, რომელიც მირონის და მუსკუსის თხილის ნარევს ჰგავს. მათი შეწყვილება შობს ცოდნას, რომელიც ხსნის ყველა საგნის ბუნებას".
("კალაჩაკრა-ტანტრა")
"სექსი ცოდვაა მხოლოდ ბრიყვებისთვის; ხოლო ბრძენები მას მიჰყავს განთავისუფლებისკენ, მუქტისკენ"
("კაულავალი-ნირნაია-ტანტრა")
სვამი აბედანანდას წიგნიდან - "როგორ გავხდეთ იოგი, გვ. 28.
"უმაღლესი მე ადამიანისა არის სწორედ ის ძალა, რომელმაც შექმნა სამყარო, იგი ნაწილია ლოგოსის ცხოვრებისა და განუყოფელია მისგან"
ანა ბეზანტი. "ძალა აზრისა". 1912 წელი.