სხვა გასაოცარი მითოლოგიური არტეფაქტები 2017, 19 იანვარი, 19:40 პოეზიის თაფლუჭი (სკანდინავიური მითოლოგია)
სკანდინავიურ მითოლოგიაში არის სასმისი, რომელიც ადამიანს ანიჭებს პოეტურ შთაგონებას და სიბრძნეს. რომელიღაც საიდუმლო რიტუალის დროს, ღმერთებმა ღვთიურ თასში თავიანთი ფურთხის შერევით, შექმნეს ბრძენი ადამიანი. მისი სახელი იყო კვასირი. არ არსებობდა კითხვა, რომელზეც მას პასუხი არ გააჩნდა. იგი მოგზაურობდა დედამიწაზე და ხალხს უზიარებდა თავის ცოდნას. ერთხელაც, ჯუჯებმა გალარმა და ფიალარმა, კვასირი თავისთან შეიტყუეს და მოკლეს. მისი სისხლი კი შეურიეს თაფლს და დაამზადეს პოეზიის თაფლუჭი. ითვლებოდა რომ ამ სასმისის ერთი ყლუპი დამლევს აჯილდოებდა კვასირის ინტელექტით.
დანუს ტომის საგანძური (ირლანდიური მითოლოგია) ირლანდიურ ფოლკლორში ღვთაება დანუს ტომის წევრები ითვლებოდნენ ამ ქალღმერთის შვილებად. ისინი ირლანდიაში მოვიდნენ ოთხ ბრძენ ადამიანთან ერთად. თითოეული მათგანი იყო ოთხი სხვადასხვა ქალაქიდან და ხალხს მოუტანეს ოთხი საჩუქარი. პირველი lia fail-ბედის ქვა, რომელიც იხსნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მასზე დადგებოდა ირლანდიის ჭეშმარიტი მეფე. claidheamh sloius იყო სინათლის ლეგენდარული მახვილი. მესამე იყო ლუგას შუბი, რომლის მფლობელიც ყოველთვის ცოცხალი ბრუნდებოდა ბრძოლიდან. უკანასკმნელი საჩუქარი იყო ქვაბი-მისი დახმარებით შესაძლებელი იყო ნებისმიერი რაოდენობის ხალხის დაპურება. ნეკროშარვალი (ისლანდიური მითოლოგია) ისლანდიურ მითოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნივთია ნეკროშარვალი-კანისგან დამზადებული შარვალი, რომელსაც აძრობდნენ მკვდარ ადამიანს. მისი დამზადება საკმაოდ რთული იყო. ვისაც კანს აძრობდნენ, სიკვდილამდე მისი თანხმობა უნდა მიეღოთ. აძრობდნენ ერთ მთლიან ნაწილად, წელიდან დაწყებული ტერფების ჩათვლით. ამის შემდეგ, სასქესო ორგანოში ათავსებდნენ ღარიბი ქვრივისგან მოპარულ მონეტას. ითვლებოდა, რომ ნეკროშარვალის მფლობელი აუცილებლად გამდიდრდებოდა. ეგიდა (ბერძნული მითოლოგია) ეგიდა იყო ფარი, რომელის მეშვეობითაც ზევსს შეეძლო ჭექა-ქუხილის გამოწვევა. გადმოცემის თანახმად, ჰეფესტომ ფარი მითიური თხის ამალთეას ტყავისგან დაამზადა. მეორე გადმოცემით, მითიური ფარი დაამზადა ათენამ, გიგანტებისა და ღმერთების დიდი ბრძოლის პერიოდში. მის ცენტრში გამოსახული იყო მედუზა გორგონას თავი. ეგიდის მფლოებელი დაცული იყო ნებისმიერი იარაღის დარტყმისგან. მისგან მოდის გამოთქმა "ეგიდის ქვეშ"-ძლიერი მფარველობის ქვეშ. მითიური ფარი ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი იყო. აგიმატი (ფილიპინური მითოლოგია) აგიმატი, ცნობილი როგორც ანტინგ-ანტინგი, წარმოადგენს ამულეტს და მის მფლობელს ანიჭებს მისტიურ ძალებს. ფილიპინელების წარმოდგენით, აგიმატის მფლობელ ადამიანს შეუძლია გაიგოს ცხოველთა ენა. ასევე ითვლება რომ ათავისუფლებს ყოველგვარი ტკივილისაგან და იცავს უბედურებისგან. აგიმატის სრული ძალის წარმოჩენისთვის საჭიროა შელოცვების წიგნის წაკითხვა სპეციალურ განსაზღვრულ დროს. ამულეტი გამოიყენება ასევე ეგზორციზმის დროს. გორის თვალი (ეგვიპტური მითოლოგია) გორის თვალი იგივე უაჯეტი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეგვიპტური სიმბოლოა, რომელიც მოიხსენიება მკვდრების წიგნში. მითის მიხედვით, გორმა თვალები დაკარგა ღმერთ სეთთან ბრძოლის.ის იყო დამცავი ამულეტი, ღვთიური ძალისა და მეფური ძლევამოსილების მომტანი. ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ გორის თვალი ფარაონს მიმართულებას უჩვენებდა საიქიოში. ამის გამო, მკვდარ მმართველებს ხშირად მარხავდნენ ძვირფასი მეტალებისგან დამზადებული თვალის სიმბოლოსთან ერთად. სიცოცხლეში, კი ფარაონები მას იყენებდნენ როგორც დასტური იმისა, რომ მათი სიტყვა ღმერთების ნება იყო. განდივა (ინდური მითოლოგია) განდივა არის ყველაზე სრულყოფილი მშვილდი რომელიც კი ოდესმე შექნილა. ინდური მითოლოგიის მიხედვით იგი გააკეთა ბრაჰმამ, სამყაროს შემქმნელმა, ყველაზე მძიმე ხისგან-განდისგან. მშვილდი იმდენად მაგარია, რომ შეუძლებელია მისი გატეხვა და მისი ხმარებაც მხოლოდ ნამდვილ გმირებს შეეძლოთ. მას კომპლექტში მოყვება ისრებით სავსე ორი კაპარჭი. განდივას მფლობელს შეეძლო ისრების ტყორცნა რამოდენიმე კილომეტრზე და ერთი ისრით 10, 000 ადამიანის განადგურება. ღვთიური მშვილდის პატრონს ისრები არასოდეს უთავდებოდა. 200 3-ს მოსწონს
|