x
ტვინის სავარჯიშო 10 გამოცანა
image
1.ზღვის ფსკევრზე დევს სკივრი, რომელშიც არის ყველაფერი ერთი რამის გარდა. რა არ არის სკივრში?


2.მდინარეს მიადგა ორი ადამიანი.ნაპირთან არის ნავი, რომელიც უძლებს მხოლოდ ერთ ადამიანს. მიუხედავად ამისა, ორივე ადამიანმა მოახერხა საპირისპირო მხარეს გადასვლა. როგორ?


3.ჭიქა მაგადიზე დევს ისე, რომ სანახევროდ ჰაერშია.რა იდო ჭიქაში, თუ ნახევარი საათის შემდეგ გადმოვარდა?


4.რომელ ენაზე ლაპარაკობენ უხმოდ?



5.ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე სამშობიაროში, დაიბადა 2 ბიჭი. მათი მშობლები ცხოვრობდნენ ერთსა და იმავე კორპუსში. ბიჭები დადიოდნენ ერთსა და იმავე სკოლაში და იყვნენ კლასელები. მიუხედავად ამისა, მათ ერთმანეთი არასდროს უნახავთ. როგორ მოხდა ეს?


6.უილიამ შექსპირი, ნაპოლეონ ბონაპარტი, შერლოკ ჰოლმსი, დენზელ ვაშინგტონი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ნერონი. რომელია ამ სიაში ზედმეტი და რატომ?


7.კაცმა დილით ნახა, რომ მანქანის საბურავში თითქმის აღარ იყო ჰაერი დარჩენილი. მიუხედავად ამისა, იგი მაინც თავისი მანქანით წავიდა კლიენტთან, გაიარა 150 კილომეტრი და დაბრუნდა უკან.როგორ მოახერხა ეს, თუ დაშვებული საბურავი ერთხელაც არ დაუბერია?


8.ერთი მდიდარი კაცი ემზადებოდა შორ მოგზაურობაში წასასვლელად.უცებ, მასთან მივიდა დარაჯი და სთხოვა არ წასულიყო მოგზაურობაში, უთხრა რომ მან გუშინ ღამით, სიზმარში ნახა როგორ დაიღუპებოდა თუ სამოგზაუროდ წავიდოდა. მდიდარმა კაცმა დარაჯი სამსახურიდან დაითხოვა და მაინც წავიდა სამოგზაუროდ. რატომ?


9.კუნძულზე სადაც ცხოვრობდნენ მხოლოდ ახალგაზრდა გოგონები, გაირიყა გონდაკარგული კაცი. მეორე დღეს როცა გონს მოვიდა, ხედავს რომ დაბმულია და მოკვლას უპირებენ. მამაკაცმა მოითხოვა უკანსაკმნელი სიტყვა, რომლის თქმის შემდეგ, გოგონემა აუგეს ნავი, მისცეს სასმელ-საჭმელი და გაუშვეს სახლში. რა უთხრა მამაკაცმა?


10.ღამის ორი საათია, ოთახში შუქი ანთია, გიორგი წევს და წიგნს ფურცლავს.უცებ, მან დაინახა რომ ოთახში შემოიპარნენ ქურდები და წაიღეს ყველა ძვირფასეულობა. დილით მოვიდა პოლიცია, თუმცა გიორგიმ ვერაფერი მოყვა რაც გუშინ დაინახა.ის არ იყო არც ბრმა, არც ყრუ და არც მუნჯი, მაშინ, რატომ ვერ მოყვა ვერაფერი?





















პასუხები:


1.არაფერი


2.ისინი სხვადასხვა ნაპირებზე იდგნენ


3.ყინულის ნატეხი


4.ჟესტების ენაზე


5.ორივე ბიჭი ბრმა იყო


6.შერლოკ ჰოლმსი, გამოგონილი პიროვნებაა


7.დაშვებული იყო სათადარიგო საბურავი


8.დარაჯს ღამით არ უნდა სძინებოდა


9.დაე, მომკლას ყველაზე მახინჯმა


10.გიორგი პატარა ბავშვი იყო და ლაპარაკი არ იცოდა

0
544
შეფასება არ არის
ავტორი:აბსურდი
აბსურდი
544
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0