საზოგადოება რუსეთის შსს-ს მინისტრმა სამსახურიდან დაითხოვა ძალოვანი, რომლის ქორწილის მსვლელობამ სკანდალი გამოიწვია მოსკოვში 2017, 18 იანვარი, 21:24 რუსეთის ფედერაციის შსს-ს მინისტრმა ვლადიმერ კოლოკოლცევმა სამსახურიდან გაან-
თავისუფლა პოლიციელი კარახან ბალაკერიმოვი, რომლის ქორწილის მსვლელობამ საგ-
ზაო მოძრაობის წესების დარღვევა გამოიწვია მოსკოვის ქუჩებში.შეგახსენებთ, რომ ბალა-
კერიმოვის ქორწილმა ფართო რეზონანსი გამოიწვია. ცნობილი ოპოზიციონერის ალე-
ქსეი ნავალნის აზრით, ბალაკერიმოვი ე.წ. “ჩეჩენიზაცია'' რუსეთში გმირი გახდა, კავ- კასიური წარმოშობის ძალოვანები აღვირახსნილად და დაუოკებლად იქცევიან. “ თუ გროზნოში და მახაჩკალაში ასეთი ქცევისთვის აქებენ და ადიდებენ, მოსკოვში რატომ უნდა გაკიცხონ? თუკი გყავს BMW და პოლიციელის საბუთი მაშინ, რატომ არუნდა ია- რონ მოსკოვის ქუჩებში საპირისპირო მიმართულებით'', აცხადებს ნავალნი. ინტერნეტში ასევე გამოჩნდა ქორწილის სკანდალური ვიდეო. 277 6-ს მოსწონს
|