x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138968
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ამაღელვებელი და სულისშემძვრელი შემთხვევა საქორწილო ცერემონიალზე
ტრადიციულ საქორწილო ფოტოსესიაზე კამერის ობიექტივში შემთხვევით მოხვდა გაყინულ მდინარეში ჩავარდნილი მამა და შვილი.



image


კრასნოდარში ტრადიციის მიხედვით ახალგაზრდები ეგრეთ წოდებულ „კოცნის ხიდზე“ აუცილებლად უნდა მივიდნენ და როგორც ამბობენ, თუ პატარძალი თაიგულს გადააგდებს მდინარეში, ახალგაზრდების ცხოვრება იქნება ხანგრძლივი, ბედნიერი

და მდიდარი.

მას შემდეგ, როდესაც პატარძალმა თაიგული წყალში გადააგდო, იქ მყოფმა ადამიანებმა გაიგონეს ყვირილის ხმა: „ გვიშველეთ! გვიშველეთ!“


ხიდიდან რამდენიმე მეტრში ყინულოვან წყალში ფართხალებდა მამაკაცი და ცხრა წლის გოგონა. ქორწილი დაივიწყეს სტუმრებმა და ყველა საშველად გაიქცა.

ერთობლივი ძალისხმევით შესძლეს ოცდათექვსმეტი წლის მამაკაცის ამოთრევა წყლიდან. მისი თქმით, ის ქალიშვილთან ერთად სეირნობდა მდინარის გასწვრივ. თამაშის დროს გოგონას ყინული ჩაუტყდა და წყალში ჩავარდა. მამა საშველად მივიდა,
მაგრამ ყინულმა სიმძიმეს ვერ გაუძლო და ისიც ჩავარდა წყალში!





იხილეთ ასევე:

1. სახლიდან გავიდა და კარები გადაკეტა ...პატარა შიმშილით გარდაიცვალა, დაიკო რეანიმაციაშია


2. გაცნობაზე უარის გამო გოგონა მდინარეში გადააგდეს!

0
537
13-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
537
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0