მომავლის სასწავლებელი-დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია- ერთი წელია რაც საზეიმო ვითარებაში გაიხსნა და უკვე ყველას გაკვირვება მოახერხა აქ არსებული სწავლითა და მსმენელების მომზადების დონით. გარდა იმისა, რომ აქ სწავლა უფასოა, აკადემია მსმენელებს უზრუნველყოფს ყველა საჭირო ნივთითა და საცხოვრებელი ბინით. აკადემიის კურსდამთავრებული იღებს ბაკალავრის ხარისხს და ლეიტენანტის სამხედრო წოდებას.
ვინც თვალყურს ადევნებდა 26 მაისს სამხედრო აღლუმს, გემახსოვრებათ რომ სწორედ აკადემიის მსმენელები გამოვიდნენ მედროშეების შემდეგ, რადგან საქართველოს მთავრობას ეამაყება ეს ბიჭები, მათი მონდონებისა და მომზადების დონის გამო.
წელს აკადემიაში ჩარიცხვის სურვილი ძალიან ბევრმა გამოთქვა, საშუალოდ აქ ერთ ადგილზე 70 აბიტურიენტი მოდის.
მინდა ყველას წარმატებები ვუსურვო, რადგან თქვენ ნამდვილ მამულიშვილებად გაიზრდებით.