x
6 გამომგონებელი რომელიც საკუთარ გამოგონებას ემსხვერპლა

1.თომას ენდრიუსი, ტიტანიკიimage

თომას ენდრიუსი იყო მისი პერიოდის ყველაზე დიდი და მდიდრული სამგზავრო გემის-ტიტანიკის კონსტრუქტორი. ტიტანიკის პირველი მგაზვრობის დროს იგი გემზე იმყოფებოდა შესწორებების გასაკეთებლად და შეცდომების აღმოსაფხვრელად. საბოლოოდ, გემი შეეჯახა აისებერგს 1912 წლის 12 აპრილს და თან წაიღო 1500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე თომას ენდრიუსის ჩათვლით.





2.ჰორაციო ლავსონ ჰანლეი, წყალქვეშა ნავიimage

ჰორაციო ლავსონ ჰანლეი (1823-1863) იყო ადვოკატი ამერიკის სამოქალაქო ომის დროს, რომელმაც შექმნა პირველი წყალქვეშა ნავები. ეკიპაჟი შედგებოდა 8 კაცისგან-7 მოძრაობისთვის და 1 წყალქვეშა ნავის სამართავად. პირველ სატესტო ცდაზე ეკიპაჟის 5 წევრი მოკვდა. მეორე ცდამ უფრო მეტი მსხვერპლი შეიწირა და გამომგონებლისთვისაც ფატალური შედეგით დასრულდა. 1863 წელს, ჰორაციო ეკიპაჟის 7 წევრთან ერთად დაიხრჩო.






3.უილიამ ბულოკი, საბეჭდი მანქანაimage

უილიამ ბულოკი (1813-1867) იყო ამერიკელი გამომგონებელი, რომელმაც მოახდინა გარდატეხა საბეჭდი მანქანების ინდუსტრიაში-გააუმჯობესა მათი ეფექტურობა და სიჩქარე. 1867 წელს, ერთ-ერთი საბეჭდი მანქანის დაყენებისას, ბულოკმა ფეხი მიარტყა თავის გამოგონებას. მისი ფეხი მექანიზმმა მოიყოლა და გაუსრისა. იგი მოკვდა 9 დღის შემდეგ, ფეხის ამპუტაციის დროს.





4.სილვესტერ როპერი, მოტიციკლიimage

სილვესტერ როპერი (1823-1896) იყო პირველი ავტომობილების და ასევე პირველი მოტოციკლის გამომგონებელი. 1896 წელს, როპერი ცდიდა თავის ერთ-ერთ მოტოციკლს და შეძლო მიეღწია 64კმ/სთ სიჩქარითვის. რამდენიმე წრის შემდეგ იგი სასიკვდილოდ გადმოვარდა მოტოციკლიდან. გვამის გაკვეთამ აჩვენა, რომ როპერს გულის შეტევა დაემართა, მაგრამ გაურკვეველია მოხდა ეს მოტოციკლიდან ჩამოვარდნამდე, თუ შემდეგ.





5.ვალერიან აბაკოვსკი, აეროვაგონიimage

ვალერიან აბაკოვსკმა (1895-1921) გამოიგონა აეროვაგონი. სწრაფი მატარებელი მუშაობდა თვითმფრინავის ძრავზე და შექმნილი იყო საბჭოთა კავშირის ჯარისკაცების დიდი სიჩქარის გადაყვანისთვის.1921 წლის 24 ივნისს, მოხდა საცდელი მგზავრობა, მოსკოვიდან ტულას მიმართულებით. ვაგონი წარმატებით მივიდა ტულამდე, მაგრამ უკანა გზაზე, დიდ სიჩქარეზე დაიშალა და შეიწირა ყველა მგზავრი აბაკოვსკის ჩათვლით.





6.ფრანც რაიჩელტი, პარაშუტიimage

ფანც რაიჩელტი (1879-1912) იყო მკერავი, რომელმაც თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი დაუთმო პარაშუტის კოსტუმის პროექტს. ცდები დამაიმედებელ შედეგებს იძლეოდა და 1912 წლის 4 თებერვალს, რაიჩელტმა თავად გამოსცადა გამოგონება. იგი შეკრებილი ხალხის თანდასწრებით, გადმოხტა ეიფელის კოშკის პირველი სართულიდან. მისმა გამოგონებამ ვერ გაამართლა და რაიჩელტი მოკვდა. გვამის გაკვეთამ აჩვენა, რომ იგი მოკვდა გულის შეტევით მანამ, სანამ მიწას შეეხებოდა.

0
377
1-ს მოსწონს
ავტორი:აბსურდი
აბსურდი
377
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0