x
image
melody_inside
სახლიდან გავიდა და კარები გადაკეტა ...პატარა შიმშილით გარდაიცვალა, დაიკო რეანიმაციაშია
ეს შემთხვევითობა არ არის. ეს ზრდასრული ადამიანების გაცნობიერებული ქმედებაა.


ადამიანებისა, რომლებისგანაც შედგება ის საზოგადოება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. თვითონ ის ფაქტი, რომ თანამედროვე ცხოვრებაში ასეთი რამ ხდება, შემაშფოთებელია.



აი რა მოხდა კიევში: ოცი წლის დედამ სახლში გამოკეტა თავისი მცირეწლოვანი შვილები: ბიჭუნა ( ერთი წლის და თერთმეტი თვის) და გოგონა (ორი წლის და ათი თვის) და ცხრა დღით წავიდა სხვაგან.


როგორც შემდეგ ქალმა პროკურატურაში განაცხადა: მან არ იცოდა, რომ „ბავშვები შეიძლება მომკვდარიყვნენ“. მაგრამ, სამწუხაროდ ეს მოხდა: ბიჭი შიმშილისგან დაიღუპა, გოგონა სასწაულებრივად გადარჩა ცოცხალი.

image
თუ ვლადისლავას საიტს გავაყოლებთ თვალს (ასე ჰქვია მკვლელ-დედას), მაშინ ერთი დასკნის გაკეთება შეიძლება მხოლოდ: ახალგაზრდა დედას ძალიან უყვარს თავისი შვილები და ამაყობს თავისი მეუღლით. იქვე შეიძლება ნახოთ შვილებთან ერთად გადაღებული სურათებიც წარწერით „დედიკოს სიხარული“ და „ჩემი სიყვარული“.

მაშ ასე, ვლადისლავა წავიდა და ბავშვები ჩაკეტა ბინაში: საჭმელი, მხოლოდ რამდენიმე კანფეტი. ცხრა დღე არ გამოჩენილა დედა სახლში, ბავშვებს კი გარეთ გამოსვლა არ შეეძლოთ. როგორც ჩანს, ისინი შველას ითხოვდნენ- შემოსასვლელი კარების წინ ლინოლეუმი იყო აგლეჯილი. შედეგად, დანიელი 3 დეკემბერს შიმშილით დაიღუპა, პატარა ანია კი კიდევ სამი დღე-ღამე იყო მარტო მკვდარ ძმასთან ერთად ...

მეზობლებს ესმოდათ ბავშვების ტირილის ხმა რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ არაფერი არ მოიმოქმედეს ( პოლიციაც კი არ გამოიძახეს). ის, რომ ბავშვები ბინაში არიან ჩაკეტილები, მათმა ბებიამ იცოდა. ის მივიდა ბავშვები რომ დაეპურებია, მაგრამ ბინაში ვერ შევიდა და უბრალოდ გაბრუნდა უკან.

თმები ყალყზე გიდგება ადამიანს, როდესაც გაიაზრებ ადამიანების უპასუხისმგებლობის და გულგრილობის დონეს...

საბოლოოდ ვაი- დედა სახლში დაბრუნდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. (ამაზე მაინც ეყო ჭკუა). ვლადისლავა დააპატიმრეს, მას რვა წლით თავისუფლების
აღკვეთა ემუქრება. გოგონა სასწაულის წყალობით გადარჩა ცოცხალი და რეანიმაციაში
იმყოფება. ექიმები ამბობენ, რომ მის სიცოცხლეს სართხე აღარ ემუქრება...


ცნობილია, რომ ქალს კიდევ ერთი შვილი ჰყავს, რომელიც მეუღლის ოჯახში ცხოვრობს; დანიელი და ანია სხვა მამისგან ჰყავს, რომელსაც სექტემბრის თვიდან არ უნახავს შვილები. ასევე გაირკვა, რომ ბავშვები ზაფხულის შემდეგ საბავშვო ბაღში არ მიუყვანათ, მაგარმ ადმინისტრაციას და აღმზრდელებს ეს საეჭვოდ არ მოჩვენებიათ და არაფრის გარკვევა არ უცდიათ.

გაიაზრე ეს ყველაფერი და დაფიქრდი, რა სამყაროში ცხოვრობ თუ 2016 წელს სახლში გამოკეტილი ბავშვები შიმშილით იღუპებიან და მათი დედა არაფერს არ აკეთებს მათ გადასარჩენად? თუ მათი ბებია ვერ შედის შიგნით და უბრალოდ უკან ბრუნდება? თუ მეზობლებს რამოდენიმე დღე ესმით ბავშვების ტირილის ხმა და რეაგირებას არ ახდენენ?


იხილე ასევე:


1. სექსის შემდეგ დაზარალებული გოგონას გადასარჩენად მისული მაშველები შოკში არიან...


2. ტრაგედია, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს.


3. 15 წლის მოსწავლე ვერ დაიცვეს მასწავლებლებმა მკვლელისგან!


4. მართლმსაჯულება! გაუპატიურებას გადარჩენილი დანიის მოქალაქე ჯარიმას გადაიხდის მოძალადეს რომ გაუსწორდა!


5. მთვრალი დედა ორი შვილის მოკვლას ცდილობდა, რათა ყოფილ მეუღლეზე ეძია შური!


6. არავის მოკვლა არ მინდოდა - ბანკში მძევლების ამყვანი ბიზნესმენის პირველი განცხადება


7. ( +18) ბიჭუნას სატვირთო მანქანამ გადაუარა. მძღოლმა მეორედაც გადაუარა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ის ნამდვილად მოკვდა.

0
388
13-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
388
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0