სხვა აფხაზეთი ჩვენი ტკივილია 2017, 17 იანვარი, 3:53 აფხაზეთი1992-1993წწ
1992-1993წლებში დაიწყო აფხაზეთის ომი საქართველოსა და ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის, რომელიც 13 თვე გაგრძელდა. სეპარატისტთა მხარეს იბრძოდნენ სომხები, დაქირავებული მებრძოლები(ჩეჩნები, კაზაკთა შეიარარებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთი. აფხაზეთის ომში დაიღუპა 20 000- დან 30 000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250 000-ზე მეტი ადამიანი კი დევნილი გახდა. აფხაზეთის ომმა შეიწირა უამრავი ახალგაზრდა და მათი ოჯახები, ქვეყანამ მიიღო უდიდესი მსხვერპლი, უმძიმესი ფინანსური და ფსიქოლოგიური ზიანი. დღესაც აფხაზეთის რეგიონი, რომელიც საქართველოსგან დე ფაქტო დამოუკიდებლობით სარგებლობს, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. მიუხედავად თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობისა, აფხაზეთის რეგიონი მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე. როგორც თვით აფხაზები აცხადებენ, რეგიონი რუსეთის ფედერაციის „დე ფაქტო პროტექტორატია“. 579 1-ს მოსწონს
|