x
6 საიდუმლო ადგილი სადაც ვერასოდეს მოხვდებით

1.ოთახი 39, ჩრდილოეთ კორეა

image

ოთახი 39 არის ჩრდილოეთ კორეის პარტიული ორგანიზაცია, რომელიც ძირითადად დაკავებულია ქვეყნის ლიდერების ფულის გათეთრებით. ორგანიზაციაში ყოველ წელს გენერირდება 500 მილიონიდან 1 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე და რა თქმა უნდა, ფულის უმეტესობა არალეგალური აქტივების სახითაა წარმოდგენილი. ფართოდ არის ცნობილი, რომ ორგანიზაცია იყენებს 10-დან 20-მდე ბანკის ექაუნთებს ჩინეთში და შვეიცარიაში, უკანონო ტრანზაქციებისა და თულის გათეთრებისათვის. ითვლება რომ ოთახი 39 მდებარეობს მმართველი პარტიის შენობაში, სახელწოდებით-პიონგიანგი.


2.ვატიკანის საიდუმლო არქივი


image

ვატიკანის საიდუმლო არქივი შეიცავს ისტორიული დოკუმენტების დამაინტრიგებელ ნაწერებსა და რომის პაპის პერსონალურ ჩანაწერებს. ვატიკანის არქივებში თაროები განლაგებულია 84 კილომეტრის სიგრძეზე და 35, 000 ტომი ეთმობა მხოლოდ კატალოგს. არქივი მიუწვდომელი იყო უცხო პირთათვის, თუმცა 1881 წელს, პაპმა ლეო XIII-მ ნება დართო მკვლევარებს გაცნობოდნენ ვატიკანის საიდუმლო დოკუმენტაციას. შესასვლელი ბარათის გაცემა მკაცრად კონტროლირდება ვატიკანის მთავრობის მიერ და მხოლოდ კვალიფიცირებულ მეცნიერებს ისტორიის დარგში შეუძლიათ არქივში მოხვედრა.


3.სვალბარდის გლობალური საცავი მცენარეებისათვის, ნორვეგია

image

ნორვეგიის მთავრობამ ყველაზე დიდი და დაცული საცავი მცენარეებისათვის გახსნა 2008 წლის თებერვალში, არქტიკიდან დაახლოებით 1, 300 კილომეტრის მოშორებით, სვალბარდის არქიპელაგზე. საცავში ინახება მარცვლელული კულტურის ათიათასობით თესლი და 4000-ზე მეტი სახეობის მცენარე. შენობა აგებულია ისე, რომ გაუძლოს ძლიერ გარეგან დაზიანებებსა და კლიმატის ცვალებადობას. მცენარის თესლები ინახება ეკოლოგიური კატასტროფის მოხდენის შემთხვევაში, მცენარეების ჯიშების აღდგენისა და გამრავლების მიზნით. ძალიან ცოტა ადამიანს აქვს საცავში შესვლის უფლება.


4.მოსკოვის მეტრო 2, რუსეთი

image

მოსკოვის მეტრო 2 სავარაუდოდ არის მიწისქვეშა მეტროს სისტემა, რომელიც მდებარეობს სახალხო მეტროს პარალელურად. მისი მთავარი დანიშნულება იყო საბჭოთა კავშირის ლიდერების სწრაფი ევაკუაცია ატომური ომის შემთხვევაში. ითვლებოდა, რომ მეტროს სისტემა აკავშირებდა კრემლს, KGB-ს პოსტებთან და ასევე სტალინის საგარეო სახლთან. 1994 წელს ქალაქის მკვლევარების ჯგუფმა განაცხადა რომ იპოვა მთავარი შესასვლელი, მაგრამ რუსეთის ფედერაციამ არც უარყო და არც დაადასტურა მომხდარი.


5.ისეს გრანდიოზული სალოცავი, იაპონია

image

ისეს გრანდიოზული სალოცავი ყველაზე გასაიდუმლოებული ადგილია იაპონიაში. იგი მდებარეობს ქალაქ ისეში, მიეს პრეფექტურაში. ტაძარი აიგო მზის ქალღმერთის ამატერასუს სახელზე. ფუნქციონირებს ქრისტეშობიდან მე-4 წლიდან. არავის აქვს იქ შესვლის უფლება საიმპერატორო ოჯახის მღვდლის გარდა, რომლიც ასევე განსაზღვრავს ვინ შეუშვას და ვინ არა. სიცოცხლისა და სიკვდილის წრის აღსანიშნავად ტაძარი ინგრევა და კვლავ შენდება ყოველ 20 წელიწადში. 63 რეკონსტრუქცია მოხდება 2033 წელს.


6.ბოჰემური ჭალა, ამერიკის შეერთებული შტატები

image

სან-ფრანცისკოდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 120 კილომეტრის დაშორებით არის 1, 100 ჰექტარის მოცულობის რედვუდის რეგიონი, რომელსაც ეძახიან ბოჰემურ ჭალას. ყოველ ზაფხულს, დაახლოებით 150 წელიწადში ერთხელ კალიფორნიის ეს საიდუმლო ბანაკი მასპინძლობს მსოფლიოს ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე ადამიანებს. მხოლოდ კლუბის წევრებს და მათ სტუმრებს შეუძლიათ ჭალის სტუმრობა, ქალები არ დაიშვებიან. 2000 წლის ზაფხულში მაკ ჰენსონმა და ალექს ჯონსმა მალულად შეაღწიეს ბოჰემურ ჭალაში და მოახერხეს ვიდეო კადრებისა და ზოგიერთი რიტუალის გადაღება.



0
519
შეფასება არ არის
ავტორი:აბსურდი
აბსურდი
519
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0