x
image
მე-ლანქოლიკი
დეკრიმინალიზაცია და ლეგალიზაცია

სოციალურ ქსელებში თუ ტელევიზიაში ხშირად შეგხვდებათ დებატები მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით. ტერმინს "ლეგალიზაცია" ძირითადად გაუცნობიერებლად იყენებენ მოწინააღმდეგეები. პირველ რიგში მინდა ტერმინები განვმარტო და გავმიჯნო ერთმანეთისგან.
დეკრიმინალიზაცია - კონკრეტული ქმედებისთვის დანაშაულის სტატუსის მოხსნა, რის შემდეგაც აღნიშნული ქმედება აღარ მიიჩნევა სისხლის სამართლის წესით დასჯადად.
ლეგალიზაცია - კანონიერი ძალის მინიჭება, რაიმეს კანონიერად გადაქცევა.
დღესდღეისობით საქართველოში მოითხოვენ მსუბუქი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციას, ანუ მარიხუანას მოხმარებისათვის ადამიანებს ციხეში არ უნდა სვამდნენ. არასწორმა მიდგომამ ძალიან ბევრ ახალგაზრდას დაუნგრია ცხოვრება. . ლეგალიზაცია კი გაყიდვის ნებართვის მიცემას და თავისუფალ მოხმარებას ნიშნავს. არ გაჟღერებულა მოთხოვნა ლეგალიზაციის შესახებ, თუმცა ადამიანები მაინც უპირისპირდებიან. ამ ორი ტერმინის არევა იწვევს იმას რომ საზოგადოება შეცდომაში შედის და ემხრობა ადამიანების უსაფუძვლოდ ციხეში ჩასმას. "ახლა მოსაწევი მოწიონ ქუჩაში", "დაიწყებენ ქუჩაში გაყიდვას", "სახეში შეგვაფუილებენ" და მსგავსი გამონათქვამებით დღევანდელ რეალობაში არსებულ პროტესტს და მოთხოვნებს არ უნდა ვუპირისპირდებოდეთ, რადგან ვერავინ გაყიდის და მოწევს ქუჩაში დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში. ამით უბრალოდ თავიდან ავირიდებთ უსამართლობას. წინა ხელისუფლებამ შემოიღო მკაცრი ნარკოპოლიტიკა, დღევანდელი კი ამასთან დაპირისპირებით მოვიდა (ერთ-ერთი დაპირება იყო), თუმცა ახლაც აგრძელებენ მავნე პრაქტიკას. პოზიციის და ოპოზიციის ომში ტერმინები აირია, უსამართლობა კვლავ დიდი დოზით ხდება და ახალგაზრდებს ცხოვრება ენგრევათ.image
არც ერთ მოქალაქეს არ ენდომება შვილი მსუბუქი ნარკოტიკის გამო ციხეში ჩაუსვან. იბადება კითხვა, მაშინ რატომ არ იჭერენ ალკოჰოლის მოხმარებისთვის? ეს მავნე ნივთიერება თავისუფლად იყიდება და რეკლამაც დიდი უკეთდება. რა უფრო საზიანოა ნამდვილად საკამათოა და რეალური შედეგებით თუ ვიმსჯელებთ ალკოჰოლს გაცილებით უფრო მეტი ზიანი მოაქვს.
გავერკვეთ ტერმინებში, გავიაზროთ მოთხოვნები და დავფიქრდეთ რამდენად სამართლიანია ციხეში ადამიანის გაშვება იმის გამო რაც რეალურ საფრთხეს არ ქმნის.

1
1176
1-ს მოსწონს
ავტორი:მე-ლანქოლიკი
მე-ლანქოლიკი
1176
  
2017, 16 იანვარი, 10:38
მართალია, მოსაწევის გამო ადამიანი ციხეში არ უნდა ხვდებოდეს და თან კიდევ ერთი ყველანი ვამბობთ რომ ნარკოდამოკიდებულება ავადმყოფობააო და ციხეში ვსვავთ ნარკომანს , მაგ ლოგიკით ვინც მოიწამლება და ზოგადად ვინც ავად გახდება ყველას ციხეში უნდა ვუკრათ თავი.

დეკრიმინალიზაცია რო დავუშვათო თაობები გაფუჭდებაო ეხლა რა არაა გაფუჭებული?
ვისაც უნდა მიუწვდება ხელი მოსაწევისადმი და ეწევიან ბიოებს და ათას უბედურებას შემადგენლობა რო კაცმა არ იცის რა არი და რომელიც პირველივე ჯერზე ანგრევს ადამიანს მაგი კი არა ზოგმა მენდელეევს აჯობა ისეთი ფორმულები გამოიყვანეს და ისეთი რაგაცეებისაგან (არ დავკონკრეტდები რისგან) ხარშავენ წამალს და იმას მოიხმარენ.
და კიდევ ერთი რატო იკლავ თავს ამ ბიოს და უბედურების წევითო რო ეკითხები პასუხი იცით რაა არი ნარკოლოგიურში არ აგდებსო (ყველა ბიო მოსაწევზე არაა ლაპარაკი , რადგანაც უკვე შემოიტანეს მაგათი ტესტებიც და მაგის იმედად ნუ იქნებით და ზოგადად კარგი იქნება თუ არ მოწევთ)
კარგი ცხოვრების ჯანსაღი წესი მაგრამ სახელმწიფო უწევს რეკლამირებას ან პოპულარიზაციას ?
სპორტი ფუფუნებად გადაიქცა არაა ყველასათვის ხელმისაწვდომი (ელემენტარული დარბაზში რო არ იარო, სულ გარეთ რო ირბინო და აზიდვები აკეთო სპორტულები ხო გინდა ? რაც ბევრს არ აქ
ამდენის დაწერას არ ვაპირებდი მაგრამ მეტი მოკლედ ვერ დავწერე :-))
0 1 1