საბუნებისმეტყველო ზოგადი გეოგრაფია 2017, 16 იანვარი, 17:12 გეოგრაფიის საგანი გეოგრაფია — მეცნიერება დედანიწის ზედაპირის ბუნების, მოსახლეობის და მის საქმიანობის შედეგების შესახებ. მას სახელი ძველმა ბერძენმა მეცნიერმა ერატოსთენემ (ძვ. წ. 276 – გ. ძვ. წ. 194) მისცა და თარგმანში (γεωγραφία) – «გეო» — მიწა, «გრაფია» — ვწერ) – დედამოწის აღწერას ნიშნავს. ![]() გეოგრაფია არის ერთიანი კომპლექსური მეცნიერება, რომელიც დედამიწის გეოგრაფიულ გარსს სწავლობს. მისი შესწავლის ძირითადი ობიექტები გეოსფეროები (ბიოსფერო, ატმოსფერო, ლითოსფერო, ჰიდროსფერო და ნიადაგის ფენა) და გეოსისტემები (ლანდშაფტები, ბუნებრივი ზონები, ბიოგენოცენოზი…) არის; გეოგრაფია არის ცოდნა ცალკე აღებული ტერიტორიების, ობიექტების, მოვლენების, პროცესების და მათი სივრცით-დროული ცვალებადობის და თავისებურების შესახებ. მეცნიერება ბუნების, საზოგადოების, მათი ურთიერთობის და ამ კავშირების შედეგებზე. გეოგრაფიის კვლევის მეთოდები: * დაკვირვების (იძლევა ფაქტიურ გეოგრაფიულ მასალას ობიექტების შესახებ); * კარტოგრაფიული (იძლევა ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების მდებარეობის კანონზომიერების და განვითარების შესწავლის საშუალებას); * სტატისტიკური (დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავება და ანალიზი); * ისტორიული (გეოგრაფიული ობიექტების შესწავლა, მათი წარმოქმნის დღიდან – დღემდე); * შედარების (გეოგრაფიულ ობიექტებსა და მოვლენებს შორის მსგავსების და განსხვავების გამოვლენა, მათი კლასიფიკაცია და დროში და სივრცეში ცვლილების პროგნოზირება); * აეროკოსმოსური (დედამიწის კვლევა და კარტოგრაფირება სხვადასხვა სახის მფრინავი აპარატურის გამოყენებით. ეს შეიძლება იყოს ფოტოსურათი ან ინფორმაცია ელექტრონული, გეოფიზიკური და ვიზუალური სახით); * გეოგრაფიული პროგნოზი და მოდელირება (მომავალში გეოსისტემების მდგომარეობის პროგნოზირება); * გეოინფორმაციული (მონაცემთა ბანკის შექმნა, თანამგზავრიდან, მეტეოროლოგიური სადგურებიდან და სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე). ![]() ![]()
§ 4. გეოლოგიური დრო და გეოქრონოლოგიური ცხრილი §11. დედამიწის განვითარების ისტორია 24 საათში თავი III - პლანეტა დედამიწა §13. მზის და მთვარის დაბნელება §14. სამყაროს მოწყობის ორი სისტემა §15. დედამიწის დღე-ღამური და წლიური მოძრაობა §16. სასაათე სარტყლები და თარიღთა ცვლის ხაზი §17. დედამიწის ზედაპირზე მოქმედი უხილავი ძალები (ნაწილი I – მზის ქარი და მაგნიტური ველი) §19. ზოგადი ცნობები დედამიწის, მზის და მთვარის შესახებ §20. ტერმინები და განმარტებები. თავი III - პლანეტა დედამიწა
§21. კარტოგრაფიის საგანი და განვითარების ისტორია §22. გლობუსი, გრადუსთა ბადე და კოორდინატთა სისტემა §24. გეოგრაფიული რუკების კლასიფიკაცია გაგრძელება იქნება... 618 8-ს მოსწონს
|