"იმდროინდელ მხატვრობაში შავ ჭირს ცხენზე მოჯირითე ჩონჩხად გამოსახავდნენ ცელით ხელში"
შავმა ჭირმა ევროპაში(1347-1351) შეიწირა დაახლოებით 25 მილიონი ადამიანი, ანუ ევროპის მოსახლეობის მეოთხედი. 1351 წელს "შავი სიკვდილის" პერიოდი დასრულდა, მაგრამ დაავადება მაინც არსებობდა. იგი რეგულარულად იჩენდა თავს და ყველაზე საგულისხმო 1361 წლისა და 1369 წლის ეპიდემიებია. საერთო ჯამში შავმა ჭირმა ორი ათწლეულის განმავლობაში იმსხვერპლა არანაკლებ 60 მილიონი ადამიანი. სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტი-აზიაში. ის წარმოადგენდა ბუბონური ჭირის ნაირსახეობას, რომელსაც ეს სახელი იმიტომ დაერქვა, რომ ავადმყოფს უჩნდებოდა კანქვეშა სისხლჩაქცევები, რომლებიც თავიდან იყო ვარდისფერი, შემდგომ მეწამული ფერის, ბოლოს კი შავდებოდა. სიმსივნეები წარმოიქმნებოდა ასევე საზარდულსა და იღლიებში. პირდაპირი გზით დაინფიცირებული მსხვერპლი პირველი სიმპტომების გაჩენიდან რამოდენიმე საათში საშინელი ტანჯვით კვდებოდა. ჭირი გადაჰქონდათ ვირთხის რწყილებს, რომლებიც ადამიანზეც გადადიოდა. შავი ჭირი გადამდები იყო პირდაპირ, უბრალო შეხებითა და დაცემინებით. ევროპული ქუჩები დაბინძურებულლი იყო ნაგვით, ვირთხებით და ადამიანის განავლით. ხალხი ნაგავს პირდაპირ ფანჯრიდან ყრიდა. ელემენტარული ჰიგიენის არარსებობამ შავი ჭირის ესეოდენ სწრაფი გავრცელება გამოიწვია. სავარაუდოდ ეს დაავადება გავრცელდა მონღოლთა ჯარების მიერ 1338-1339 წლებში, და საკვანძო პუნქტად ითვლება ტბა ისიკ-ყული.შემდეგ გავრცელდა ცენტრალური აზიისა და აბრეშუმის გზის გავლით - ბაღდადსა და ყირიმამდე.1347 წელს მან გემით ჩააღწია გენუაში. აქედან გავრცელდა დასავლეთითა დაჩრდილოეთით, მიაღწია პარიზს, ლონდონს (1348), საკნდინავიასა და რუსეთს (1349). მისგან თავდასაცავი არავითარი საშუალება არ არსებობდა და ერთნაირად ანადგურებდა მდიდარსა და ღარიბს. ირლანდიამ და საფრანგეთის ნაწილმა მოსახლეობის 10% დაკარგა, ჩრდილოეთ ტალიაში, აღმოსავლეთ ინგლისსა და ნორვეგიაში მოსახლეობის დანაკარგმა 50%-ს მიაღწია. ადამიანები ღამღამობით საზიდრებს გვამებით ავსებდნენ, შორს მიჰქონდათ და წვავდნენ. ასევე წვავდნენ გარდაცვლილთა სამოსს, რათა შავი ჭირის გავრცელება შეეჩერებინათ, თუმცა ამ მცდელობამ არ გაამართლა. პორტში შემოსული გემების ეკიპაჟს არ ჰქონდა უფლება 40 დღის განმავლობაში ხმელეთზე გადმოსულიყო. შავი ჭირით ინფიცირებულ ადამიანთან ვიზიტიტამდე ექიმი იცვამდა სპეციალურ დამცავ ტანისამოსს, რომელიც ითვალისწინებდა გრძელ მოსასხამს, ქუდს, ხელთათმანს, ნიღაბს და დამცავ სათვალეს.
ექიმებმა უამრავი წამლის სახეობა გამოსცადეს. ერთ-ერთი შედგებოდა 10-წლიანი ბადაგის, წვრილად დაჭრილი გველების, ღვინისა და დამატებითი 60 ინგრედიენტისგან. ეპიდემიას ვერც იზოლირებულად მდგარი მონასტრები გადაურჩნენ, რადგან დაავადება აქ შეჰქონდათ უკვე ინფიცირებულ ხალხს რომლებიც გადარჩენისთვის ლოცულობდნენ. შავმა ჭირმა დასუსტებული ფეოდალური სისტემა კოლაფსში ჩააგდო. დაცარიელებული ქალაქეისკენ დაიძრა სოფლის მოსახლეობის უმეტესობა და გაგრძელდა მეტი პრობლემებით აღსავსე ცხოვრება, ნაკლებად გულუბრყვილო სამყაროში.