პროფილაქტიკა მეტაბოლიზმის დაჩქარების შვიდი უმარტივესი მეთოდი 2017, 10 იანვარი, 10:34 აბა, რომელ ჩვენგანს არ სურს იყოს გამხდარი და ტანადი? ამისათვის მზად ვართ ათასგვარი დიეტით დავიტანჯოთ თავი. გახდომის მსურველები ხშირად აწყდებიან პრობლემას, რომელსაც სახელად "მეტაბოლიზმი" ჰქვია. ასე ეწოდება ორგანიზმის მიერ მიღებული საკვების ენერგიად გარდაქმნის პროცესს.
დაჩქარებული მეტაბოლიზმის დროს ცხიმები ვერ ასწრებენ"დალექვას" ჩვენს სხეულში და ადამიანიც არ სუქდება. ალბათ ბევრ თქვენგანს შეუმჩნევია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიუხედავად საკმაოდ მსუყე რაციონისა, არასოდეს არ სუქდებიან და მუდამ კარგად ფორმაში არიან. როგორც წესი, ამ ადამიანებს აქვთ საკმაოდ სწრაფი მეტაბოლიზმი.
გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას, თუ როგორ შეგიძლიათ უმარტივესი მეთოდებით დააჩქაროთ მეტაბოლიზმი თქვენს ორგანიზმში.
1. აუცილებელი კალორიების გამოთვლა საკვების მიღება და და მის მიერ გამომუშავებული ენერგიის რაოდენობა უნდა იყოს დაბალანსებული. შემთხვევითი არაა, რომ დიეტოლოგები გახდომის ერთ-ერთ პირველ წესად თვლიან ორგანიზმისათვის დღის განმავლობაში საჭირო კალორიების რაოდენობის გაანგარიშებას. 2. კვების განაწილება წონაში კლება დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენჯერ ვსადილობთ დღეში. უნდა იკვებოთ დღეში მინიმუმ ხუთჯერ და საკვების მიღება უნდა მოხდეს მცირე ულუფებით. დღიური რაციონის დიდი ნაწილი უნდა მიიღოთ საუზმესა და სადილზე. არავითარ შეთხვევაში არ შეიძლება საუზმის გამოტოვება, თუნდაც სულაც არ გსურდეთ დილით ამის გაკეთება. 3. მკაცრად დაიცავით ამორჩეული დიეტა, ყოველგვარი თვითნებური კორექტივების შეტანის გარეშე მძიმე და გამომფიტავი ერთკვირიანი დიეტის შემდეგ სურვილი გაქვთ აიშვათ და თავს ყველაფერს უფლება მისცეთ: გავიწყდებათ, რომ დიეტა არამარტო ცხიმებს წვავს, არამედ კუნთების მასასაც ამცირებს. 4. დაიწყეთ დილა ლიმონით დილით მიღებული ერთი ჭიქა წყალი ლიმონით ორგანიზმის ენერგეტიკული ციკლის მომართვას იწვევს. ამასთანავე ის გვეხმარება იმუნიტეტის ამაღლებაში. მცირე შენიშვნა: თუ თქვენ გაქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, ლიმონის ფრეშის დალევამდე მიირთვით ცოტაოდენი ხაჭო. 5. ძილის წინ ჭამა ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერი-დიეტოლოგები როდი ხუმრობდნენ, როცა გახდომის მსურველებს ეუბნებოდნენ: " ჭამეთ ღამით და ჯანმრთელი იქნებით". ამ ექიმებმა დადგინეს, რომ მსუბუქი და არაკალორიული საკვების მიღება ძილამდე 20-30 წუთით ადრე ხელს უწყობს ღამის მეტაბოლიზმს, რომელიც აქტიურად მუშაობს ძილის დროს. 6. კარდიოვარჯიშები დღის წესრიგში კარდიოვარჯიშების ჩართვა არამარტო კუნთების დატვირთვას უწყობს ხელს, არამედ ახდენს ჟანგვითი პროცესების სტიმულირებას, სადაც ჟანგბადი ახდენს გლუკოზის გადამუშავებას. კარდიოვარჯიშებს სხვაგვარად აერობულ ვარჯიშებსაც უწოდებენ, რადგან ისინი ტარდება სუფთა ჰაერზე. სასურველია მისდიოთ ახალი მოდის, ეგერთ წოდებული ტაბატის მეთოდს, როცა დროის უმოკლეს მანძილზე ხდება სხეულის ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა. 7. დაკავდით მძლეოსნობით მხოლოდ კარდიოვარჯიშები როდია საკმარისი მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად. ორგანიზმს ძალისმიერი დატვირთვები განსაკუთრებით სჭირდება მოზრდილ ასაკში, რადგან წლების მატებასთან ერთად მეტაბოლიზმი სულ უფრო და უფრო მცირდება. ყველას გისურვებთ სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობას! 1154 10-ს მოსწონს 2-ს არა
|