სხვა ალუბლის ხე (საკურა) 2017, 9 იანვარი, 19:17 ![]() და ბალახს ვთელავთ აყვავებულ ალუბლის ძირში" (ისსა) ჩინეთში აყვავებულ ალუბლის ხე ასევე ითვლებოდა გაზაფხულის, წარმატებისა და უმანკოების სიმბოლოდ. ალუბალი ქრისტიანულ იკონოგრაფიაში რამდენჯერმე გვხვდება "ხე ცნობადის" ნაყოფად ვაშლის მაგივრად, ზოგჯერ კი თვით ქრისტეა ალუბლით ხელში გამოსახული. სლავურ ქვეყნებში და, განსაკუთრებით კი უკრაინაში ალუბლის ხე მშობლიური მიწის, დედის, საცოლის სიმბოლოა. ხოლო ანტონ ჩეხოვის კლასიკური პიესის წყალობით, რუსეთსა და შემდგომ მთელ მსოფლიოში "ალუბლის ბაღი" სამუდამოდ ჩავლილი წარსულის სიმბოლოდ იქცა. ქართული რეალობიდან, პირველ ყოვლისა, ლადო გუდიაშვილის მეტაფორა გვახსენდება: "...რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს, რამ დამავიწყოს ეს ალუბლები. იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ, ამ სიყვარულზე ვესაუბრები." (ალბომიდან, 1939წ) 416 1-ს მოსწონს
|