x
image
ცუდი ბავშვი
მოჩვენება ნისლში

image



დილით ისეთი ნისლი იყო თვალთან თითს ვერ მიიტანდი, ბებიასთან უნდა წავსულიყავი რადგან დილით დამირეკა შეუძლოთ ვარო. გზად მინდორი უნდა გამევლო. ძალიან ვჩქარობდი თუმცა ნისლი ხელს მიშლიდა რადგან არაფერი ჩანდა მიწასაც ვერ ვხედავდი თუ სად ვაბიჯებდი უბრალოდ ალღო მქონდა აღებული და დარწმუნებული ვიყავი რომ სწორად მივდიოდი. გზა ძალიან გაგრძელდა ერთი საათი გავიდა არადა ბებიასთან სულ რაღაც 15 წუთის სავალი გზა იყო. მიხვდი რომ გზა ამერია . მოულოდნელად რაღაც შავ ჩრდილს დავეტაკე და გავჩერდი. ვხედავ ადამიანის ფორმა აქვს და სიმაღლეში სამი მეტრი მაინც იქნებოდა. დაბლა დაიხარა რომ სახეზე შემოეხედა ჩემთვის და მეც დავინახე მისი ფერკმთალი ნისლივით თეთრი მდუმარე იდუმალი სახე, თეთრი ხელები, სახე თითქოს უმოძრაო და გაყინული როგორც თოჯინას, თვალები ღამესავით შავი თავზე კაპიშონის მაგვრაი ეხურა. შიშმა ადგილზე გამყინა და რამოდენიმე წამში გონება დავკარგე. გონს ბებიას სახლში მოვედი. ბებია თავზე დამტრიალებდა შუბლზე ცივი ტილოს მისვამდა. ბებიას ვკითხე რა მოხდა აქ როგორ მოხვდი, რაზეც მან ასე მიპასუხა: ძალიან ინრვიულა როცა მოსვლა დავაგვიანე და ნისლის აჩრდილს სთხოვა რომ აქ მოვეყვანე.

0
40
8-ს მოსწონს
ავტორი:ცუდი ბავშვი
ცუდი ბავშვი
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0