სასარგებლო პროდუქტები ბუნებრივი ანტიბიოტიკები, ანუ პროდუქტები, რომლებიც აუცილებლად უნდა ჩასვათ თქვენს რაციონში! 2017, 18 იანვარი, 13:10 ყოველდღე ვიღებთ საკვებ პროდუქტებს. რამდენად სასარგებლო და საზიანოა ჩვენი ორგანიზმისთვის, უმეტეს თქვენთაგანმა არ იცის, ან კიდევ იცის და ვერ ასრულებს. ამ თემასთან დაკავშირებით, პროფესორები საბოლოო დასკვნამდე მივიდნენ და გვირჩიეს ის პროდუქტები, რომელიც აუცილებლად უნდა ჩასვათ თქვენს დღიურ რაციონში, რათა ჯანმრთელობის მხრივ ნაკლებად პრობლემატური გახდეთ. წარმოგიდგენთ ამ პროდუქტებს: 1. თაფლი - შესაძლოა ყველას გვქონდეს ოჯახში თაფლი, თუმცა არ ვიცოდეთ, რომ ეს პროდუქტი ერთ-ერთი უძლიერესი ანტიობიტიკია. თაფლი ეფექტურია ხველის და გაციების წინააღმდეგ, გარდა ამისა დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, რაც უძილობის მოხსნაში დაგეხმარებათ!
2. კომბოსტო - უკვე საუკუნეებია, რაც კომბოსტო საკვებ პროდუქტად მოიხმარება. ძველ საბერძნეთში საჭმლით მოწამლულებისთვის, კომბოსტოს წვნიანი ანტიბიოტიკის სახით გამოიყენებოდა. ძველ ეგვიპტეშიც საკმაო პოპულარულობით სარგებლობდა კომბოსტო. ღვინის დალევამდე რამოდენიმე წუთით ადრე, კომბოსტოს ფურცლების მიღება ჯანმრთელობის და ჯანსაღი ცხოვრების რიტუალს წარმოადგენდა. ანტიოქსიდანტებით მდიდარ კომბოსტოს შეუძლია ქრონიკული დაავადებების განკურნებაც.
3. ვაშლის ძმარი - პროფესორები გვირჩევენ, რომ დღის რაციონში აუცილებლად ჩავსვათ ვაშლის ძმარიც. ეფექტური საშუალებაა ართრიტის ტკივილის საწინააღმდეგოდ, გარდა ამისა ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას და ინფექციების მკურნალობისთვისაც საუკეთესო საშუალებაა. აურიეთ ერთი კოვზი ვაშლის ძმარი 2 კოვზ წყალთან და დალიეთ. არ დაგავიწყდეთ! ვაშლის ძმარი ხსნის კუჭ-ნაწლავის სპაზმებსაც.
4. ხახვი - გამოირჩევა ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებებით. ახალი ხახვი ეფექტურია ინფექციების წინააღმდეგ. პროფესორების რჩევებით, ხახვის წვენში 2-3 კოვზი თაფლის შერევით, შესანიშნავ ანტიბიოტიკს მიიღებთ, რომელიც დაგეხმარებათ ვირუსული დაავადებების და ხველების თავიდან მოსაშორებლად.
5. ნიორი - გამოირჩევა ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებებით. რესპირატორული ტრაქტატის წინააღმდეგ, ჯადოსნური ბოსტნეულის სახეობაა. იგი უზრუნველყოფს ჭრილობების დეზინფექციას. უკანასკნელი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ნაწლავური ინფექციების წინააღმდეგ, 100 ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე სხვა ანტიბიოტიკები. ამიტომ გირჩევთ, მიიღოთ ნიორი, ოღონდ საშუალო დოზით!
6. კურკუმა - როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ბოსტნეულის სახეობები, კურკუმაც ბუნებრივი ანტიბიოტიკია. საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება ჭრილობების, კანის წყლულების და სხვა მრავალი დაავადების წინააღმდეგ. კურკუმის ზეთი, ხელს უშლის ჭრილობების დაიფიცირებას. პროფსორების აზრით, ეფექტურია კანის ლაქებისთვისაც.
7. კოჭა - ეფექტურია ბაქტერიულ ინფექციების წინააღმდეგ, რომელიც საკვები პროდუქტებიდან წარმოიქმნება. გარდა ამისა, წყლულების წინააღმდეგაც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1 - რამდენი ხნით რჩება გადაყლაპული საღეჭი რეზინა კუჭში?! 2 - ანანასის წვენი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 3 - კურკუმა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 4 - 6 საკვები, რომელიც ასუფთავებს ფილტვებს 5 - ფეიხოა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 922 8-ს მოსწონს
|