სხვა აი რატომ გაწუხებთ თავის, წელისა და სხვათა ქრონიკული ტკივილები 2017, 9 იანვარი, 13:31 ფსიქოლოგიას ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია თქვენს სხეულზე. თქვენმა ნერვებმა შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა სახის ფსიქოსომატური დაავადებები, როგორიცაა მაგალითად გასტრიტი, ალერგია, ვიტილიგო (კანის დაავადება), გონების დაქვეითება და ონკოლოგია. თუ თქვენ მუდმივად განიცდით ტკივილებს გარკვეულ ადგილებში, სულაც არაა გასაკვირი, რომ ის გამოწვეული იყოს თქვენი ფსიქიკიდან გამომდინარე. გადახედეთ დღევანდელი სტატიის სიას და იქნებ მიხვდეთ მათ გამომწვევ რეალურ მიზეზებს.
1. თავის ტკივილი. თუ თქვენ ქრონიკულად გაწუხებთ თავის ტკივილი, ეს მიუთითებს იმას, რომ მუდმივად, ყოველდღიურ სტრესში ხართ- ან ბევრს მუშაობთ, ან სახლშია ხმაურიანი გარემო და ცუდი ატმოსფერო, ან საკუთარი თავისთვის დრო არ გრჩებათ. ეს სწორედ ის მიზეზებია, რაც თქვენი თავის ქრონიკულ ტკივილებს იწვევს, მათგან გასათავისუფლებლად კი ეცადეთ დამშვიდდეთ და შეამციროთ სტრესის წყარო. 2. კისრის ტკივილი. დაფიქრდით ცხოვრობთ თუ არა პასუხგაუცემელი კითხვებით, წარსულზე სინანულითა და მუდმივი წყენის ქვეშ? სწორედ აქაა თქვენი კისრის ტკივილის ფესვები. ამიტომ ეცადეთ ისწავლოთ პატიება და შენდობა, როგორც კი გათავისუფლდებით წარსულის ამ მოვლენებისგან, ტკივილი კისრის არეში მაშინვე იკლებს და ცხოვრება გახდება ბევრად უფრო იოლი. 3. მხრების ტკივილი. მხრების ტკივილი მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ თქვენ მუდმივი მძიმე ემოციური დატვირთვის ქვეშ ხართ. ძირითადად ისეთ ადამიანებს ემართებათ, ვინც ფიქრობენ, რომ ყველაფერს გაუძლებენ, გადაიტანენ, მოითმენენ და გააჩნიათ პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა. გაუზიარეთ თქვენი ტკივილი და წუხილი ახლობლებს, რათა გათავისუფლდეთ სტრესისგან, ან მიმართედ ფსიქოლოგს. 4. ტკივილი ზურგის ზედა მხარეზე. თუ კი ტკივილები ზურგის ზედა მხარეში გაწუხებთ, ეს მიუთითებს რომ ემოციური მხარდაჭერის ნაკლებობას განიცდით. ფიქრობთ, რომ საკმარისად არ გაფასებენ, არ უყვარხართ და გაკლიათ ადამიანური სითბო. ამ შემთხვევაში დროა, რომ გულახდილად გამოხატოთ თქვენი ფიქრები ამასთან დაკავშირებით ახლობლებთან; ხოლო თუ მარტო ხართ, გაიჩინოთ მეორე ნახევარი, რომელიც მოგაქცევთ ყურადღებას და გაგიქარწყლებთ ამ სიცარიელეს. 5. წელის ტკივილი. წელის ტკივილი პასუხია თქვენს ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებაზე ფინანსების მიმართ. ანუ თქვენ შეშფოთებული ხართ უფინანსობის გამო. ეცადეთ გაუმკლავდეთ ფინანსურ საკითხებს და ტკივილიც გაქრება. 6. თეძოების ტკივილი. თეძოები პასუხს აგებენ მოძრაობაზე არა პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ ცხოვრებისეულ ცვლილებებზე. ნუ შეშინდებით, პროგრესი არასდროს არაა საშიში, გამბედაობა გმართებთ, რათა წინ წახვიდეთ და ტკივილიც გაქრება. როგორც ხედავთ ექიმი ყოველთვის არაა ერთადერთი გამოსავალი, თქვენს თავზე თუ იმუშავებთ და მიხედავთ ფსიქოლოგიურ მხარეებს, მარტივად გათავისუფლდებით ტკივილებისგან, რომლებიც ნახევარი ცხოვრებაა გტანჯავთ. იხილეთ აგრეთვე: ● სასწრაფოდ შეამოწმეთ თქვენი თავი ● როგორ გავარკვიოთ რა გვტკივა? ● სხეულის ნაწილის ამ 5 რაღაცას არასოდეს შეეხოთ! რადგან... ● რატომ ჩნდება პირის ღრუში უსიამოვნო სუნი და როგორ მოვიშოროთ იგი? ● ტიბეტელი ბერების საუკუნო საიდუმლოს ფარდა აეხადა- ჯანმრთელობის ელექსირი ცნობილია ● სხეულის ყველაზე ბინძური ნაწილი, რომელიც შხაპის შემდეგაც ბინძური რჩება ● რომელ ფარულ დაავადებებზე მეტყველებს თქვენი "ჭიპის ფორმა"? ● რისი თქმა შეუძლია თქვენს ფეკალიებს? (განავალი) ● 10 ნიშანი იმისა, რომ კიბოს საშიშროება გაქვთ ● რომელ მხარეს უნდა გვეძინოს? ის, რაც ბევრმა თქვენგანმა არ იცის ● რა იწვევს გასტრიტს და როგორ ავიცილოთ ის თავიდან? ● რისგან გვიცავს სლოკინი და მთქნარება? ჩვენი სხეულის 9 თავდაცვითი სისტემა, რომელთა შესახებ არ იცოდით 11534 23-ს მოსწონს
|