x
image
ნათია ჩხობაძე
Mediator image
როგორ მოვიშოროთ გამონაყარი სახლის პირობებში
image


სახეზე გამონაყარი უკვე არა მხოლოდ მოზარდებისთვის არის დიდი პრობლემა. სახეზე მუწუკები უკვე ზრდასრულ ადამიანებსაც აწუხებთ. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული სხვადახვა პრობლემებით, რომელთა განსაზღვრა მოიგვიწევს, რომ სწორად ვიმკურნალოთ. ხშირად ხდება, რომ მკურნალობა და სხვადასხვა კრემები უშედეგოა, ესეიგი ჩვენ არასწორად ვუდგებით პრობლემას. ძირითადად ყველაფერი კვებასთან არის დაკავშირებული და ასევე, შინაგან ორგანოებთან, რომლებიც სახეზე გამონაყარით გვამცნობენ პრობლემის შესახებ. მთავარია შევძლოთ მათი იდენტიფიცირებ, ასევე განვსაზღვროთ რა პროდუქტები აღიზიანებს ჩვენი სახის კანს. ეს საკმაოდ რთული პროცესია. მოგაწვდით რამდენიმე რეცეპტს, რომლითაცშეგიძლიათ ორგანულად უმკურნალოთ სახეზე გამონაყარს. თუ შედეგი არ გექნებათ, მაშინ უნდა დაიწყოთ კომპლექსური გამოკვლევები და დაადგინოთ მიზეზი-თუ საიდან ჩნდება ისინი.


1. მოამზადეთ ალოესაგან და ლიმონისაგან სამკურნალო კოქტეილი


აიღეთ ნახევარი ჭიქა წვრილად დაქუცმაცებული ალოეს ფოთოლი, ნახევარი ჭიქა წვრილად დაქუცმაცებული ლიმონის ქერქი და 2 ჭიქა თაფლი, კარგად აურიეთ და გააჩერეთ ერთი კვირა. მიიღეთ სამი სადილის კოვზი ყოველი ჭამის წინ 20 წუთით ადრე მინიმუმ 40 დღის განმავლობაში. შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ კურსი. მკურნალობის პროცესში მაქსიმალურად შეზღუდეთ ცხიმიანი და შაქრის შემცელი პროდუქტების მიღება.



თუ ლოყებზე წითელი მუწუკების ნაცვლად თეთრი თავების მქონე ე.წ ჩირქგროვები განვითარდა, ეს იმას ნიშნავს რომ "რევოლუცია" ნაწლავებშია. ზემოთ დასახელებული კოქტეილი ამ დროსაც გამოგადგებათ. ოღონდ მითითებულ პროდუქტებთან ერთად რძის ნაწარმის მიღებაც უნდა შეზღუდოთ მკურნალობის პროცესში.


2. მრავალძარღვას კომპრესები


გარეცხეთ საშუალო ზომის ახალმოკრეფილი ახალგაზრდა მრავალძარღვას ფოთლები, შეამშრალეთ ხელსახოცით და დასრისეთ. მიღებული ფაფა დაიდეთ დაბანილ სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთს. ეს პროცედურა ყოველ საღამოს ჩაიტარეთ. ნიღაბი არ ჩამოიბანოთ, ფაქიზად მოიშორეთ სველი ბამბის ტამპონით.
მრავალძარღვას ფოთლები ასე შეინახეთ: სათითაოდ გარეცხეთ, გააშრეთ და ჩააწყვეთ სუფთა ქაღალდის ან ნაჭრის პაკეტში. ეცადეთ, არ დააზიანოთ.


3. გამოიყენეთ ნიღაბები


თაფლის ნიღაბი - თქვენ დაგჭირდებათ: 2 ჩაის კოვზი ხარისხიანი თაფლი, ერთი კვერცხის გული, ლიმონი (რამდენიმე წვეთი).


მომზადება: შეურიეთ ყველაფერი, წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში. საკმარისია 3-5 პროცედურა.


საოჯახო საპნის ნიღაბი - თქვენ დაგჭირდებათ: საოჯახო საპნის ნატეხი, 1 ჩაის კოვზი წმინდა მარილი.


მომზადება: გახეხეთ საპონი, დაასხით ცოტა წყალი და ააქაფეთ. მიღებულ 1 სუფრის კოვზ ქაფს შეურიეთ მარილი. წაისვით სახეზე 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 3-ჯერ ერთი თვის მანძილზე.


4. გვირილის ჩაი


ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხალხური საშუალება აკნეს წინააღმდეგ არის გვირილის ჩაი. გვირილას დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი. ამის შემდეგ გამოიყენეთ ლოსიონად.


5. ალოეს წვენი

მე მინდა შემოგთავაზოთ კიდევ ერთი ეფექტური საშუალება, რომელიც ცნობილია თავისი ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი თვისებებით - ალოეს წვენი. ლოსიონად შეგვიძლია გამოვიყენოთ წმინდა ან განზავებული წვენი ( მაგალითად, წყლით).




0
5338
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
5338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0