x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
სტუმრების მოსვლამდე ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!
ალბათ დღე არ გავა ისე, რომ მეზობელი ან დაქალი არ გესტუმროთ ფინჯან ყავაზე, რომელთაც სტუმრებად არ მივიჩნევთ და ნაკლებად ვფიქრობთ იმ ფაქტზე, არის თუ არა სახლში წესრიგი. თუმცა, თუ სტუმრად განსაკუთრებულ ნაკადს ველოდებით, წინა ღამეს არ გვძინავს და ვცდილობთ ე.წ. "გენერალური უბორკით" მოვიწონოთ თავი მათ წინაშე. აღარ დაგჭირდებათ მსგავსი "თავის შკვლა" სახლში სისუფთავის გამო, თუ სტუმრების მოსვლამდე მხოლოდ ამ აუცილებელ 10 რჩევას გაითვალისწინებთ.



1. ტელევიზორის სამართავი. (დისტანციური "პულტი") ერთი შეხედვით "პულტში" უსუფთაობა არ შეინიშნება, თუმცა თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ ღილაკებს შორის დაგროვილ მტვერსა და ჭუჭყს. თუ კი მას სტუმარი შენიშნავს, დამეთანხმებით რომ უხერხული იქნება. ამიტომ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ტელევიზორისა და სხვა ტექნიკის სამართავ მოწყობილობებს.



2. მიკროტალღური ღუმელი. სტუმრების მოსვლა ყოველთვის სუფრასთან ან ოჯახურ ვახშამთანაა დაკავშირებული, ამიტომ მიკროტალღური ღუმელის გამოყენება გარდაუვალი იქნება. არ არის გამორიცხული მათი თანდასწრებით მოგიწიოთ კერძის, ხაჭაპურის ან პიცის გათბობა, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ მის სისუფთავეს, რათა თქვენი კერძების მიმართ სტუმრებს ზიზღი არ გაუჩნდეთ.



3. ონკანი. ოჯახური ვახშმის დროს სტუმარი აუცილებლად ისარგებლებს ხელის დასაბანად თქვენი ონკანით, ამიტომ მის სისუფთავეს მიაქციეთ ყურადღება და ეცადეთ იბრწყინოს, რათა თავიდან აიცილოდ უხერხულობა.




4. სასაპნე. აუცილებლად საყურადღებოა სასაპნე, სადაც საპონს ათავსებთ, რომელშიც ბლანტი საპნიანი წყალი გროვდება და უსიამოვნო სუნს იწვევს.

image

5. სარკე. თუ თქვენ სახლში ბევრი სარკე გაქვთ როგორც კარადებზე, ასევე კედელსა თუ შემოსასვლელში, აუცილებლად უნდა იზრუნოთ მათ სისუფთავეზე, რადგან სტუმრებს აუცილებლად მოუნდებათ მათში ჩახედვა ვარცხნილობის შესასწორებლად, ტუჩსაცხის წასასმელად ან ისე, უბრალოდ.



6. ვენტილაცია. თუ სახლში გაქვთ ვენტილაცია, კონდიციონერი, გამწოვი და ა.შ, უნდა გახსოვდეთ, რომ აბლაბუდების უპირველესი გარემოა და აუცილებლად გააკონტროლეთ, რათა სტუმრებთან არ შერცხვეთ ჩამოკიდებული აბლაბუდით.



7. ფეხის გასაწმენდი ტილო კარის ზღურბლზე. ასევე დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ კარის ზღურბლზე არსებულ ფეხის საწმენდ ტილოს, რომელზეც სტუმარი შემოსვლამდე ფეხს აუცილებლად გაიწმენდს.



8. სანათები. ყველას გვაქვს სახლში სხვადასხვაგვარი სანათები, ჭაღი, ბრა, ნათურა და ა.შ. ისინი, როგორც ვენტილაციები, მტვრის მიზიდულობით გამოირჩევიან, ამიტომ გაითვალისწინეთ ეს ფაქტორიც სტუმრის მოსვლამდე და გააპრიალეთ ისინი, რათა თავიდან აიცილოდ უხერხულობა.



9. დარაბა (ჟალუზი). მტვერს ასევე უყვარს კონცენტრირება ფანჯრის ჟალუზებში, ამიტომ გირჩევთ ისინიც გაწმინდოთ, რადგან სტუმარი აუცილებლად მივა ფანჯრებთან ხედის სანახავად თუ უბრალოდ დღის კონტროლისთვის.



10. ფანჯრის რაფა. როგორც ჟალუზებში, მტვერს ასევე უყვარს მოკალათება ფანჯრის რაფებზე, ამიტომ აუცილებლად გაწმინდეთ ისინიც.




იხილეთ აგრეთვე:


როგორ მოვაშოროთ სუნი ფეხსაცმელს? ეს და სხვა ხრიკები

აღარასოდეს დააფინოთ ქაღალდები უნიტაზზე

ხშირად მოხმარებადი თავის მოვლის საშუალებები, რომელთაც შეუძლიათ მოგკლან

როგორ გავწმინდოთ სამკაული ძველებურად რომ იბრწყინოს?

10 ეშმაკური ხრიკი, რომლებიც საგანგებო სიტუაციაში დაგეხმარებათ- გაითვალისწინეთ

10 აუცილებელი რჩევა წარსულიდან, რომელიც ყველამ უნდა იცოდეთ უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად

როგორი უნდა იყოს თქვენი სახლის "მედიკამენტების კუთხე". წესები, რომლებიც საყურადღებოა

● სუფრის "ეტიკეტის" 15 მნიშვნელოვანი წესი, რომლებიც უნდა ვიცოდეთ

ჭუჭყსა და ცხიმთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი- სამზარეულოს სისუფთავის საიდუმლო

რატომ უნდა დავკიდოთ კარზე წყლით სავსე ცელოფანი? შემთხვევა, რომელმაც ბევრი გააოცა

10 ნივთი, რომლებსაც ოჯახში უბარაქობა მოაქვს


1
5319
21-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
5319
  
2017, 8 იანვარი, 9:23
აი თავში რომ გიწერია-"მეზობელი ან დაქალი გესტუმრად " მართალც საყურადღებოა...იმიტომ რომ მ ა მ ა კ ა ც ი ნაკლებ ყურადღებას აქცევს მასეთ წვრილმანებს თუ მართლა საღორედ არ გაქვს სახლი გადაქცეული))))
0 1 1