სხვა 2017 წლის ოქტომბერი-დედამიწა მოსალოდნელი საფრთხის წინაშე 2017, 7 იანვარი, 0:20 ჩვეულებრივ ყოველი წლის დასაწყისში მეცნიერები გამოთქვამენ თავიანთ ვარაუდს დედამიწაზე მოსალოდნელი საშიშროების შესახებ.ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა დევიდ მიდმა გამოაქვეყნა თავისი ვარაუდი, სადაც აღნიშნავს რომ 2017 წლის ოქტომბერი არის ის თვე, რომლის დროსაც დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება დაიღუპება. მეცნიერი ამის მიზეზად ასახელებს იმას, რომ დედამიწას უახლოვდება სხვა პლანეტა, რომელიც დაეჯახება და გაანადგურებს დედამიწას.NASA ამ თეორიის რეალობაში არ არიან დარწმუნებული და თვლიან, რომ ეს თეორიაყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და უახლოეს მომავალში მას განხორციელება არ უწერია... დევიდი თავისი თეორიის მომხრეა და მის სიმართლეში დარწმუნებულია, რომელიც ამტკიცებს, რომ NASA მეცნიერები შეგნებულად არ ასაჯაროებენ ამ ინფორმაციასსაზოგადოებაში პანიკისაცილებისმიზნით. თითქმის ყოველი წლის დასაწყისში გვესმის დევიდის მსგავსი თეორეიების შესახებ ამიტომ საზოგადოება იმდენად არის მიჩვეული “ასეთ ინფორმაციებს'', მათ უკვე ყურადღებას არ აქცევს. დევიდი მის არ იშლის და აცხადებს:“ მოიმატა მიწისძვრებმა, ვულკანებმა, კატასტროფებმა, დედამიწას გაუჩნდა უამრავი ბზარი, ეს ყოველივე მოასწავებს დედამიწის განადგურებას''. ასეთი მოსაზრება გამოთქვა ბიზნესმენმა რობერტმა, რომელიც საზოგადოებას აფრთხილებს პლანეტა ნიბურუს შესახებ, რომელიც დედამიწას უახლოვდება. 946 2-ს მოსწონს
|