სხვა შოკი: ვენეცია გადახმა, ცნობილი არხები აღარ არსებობს 2017, 5 იანვარი, 20:20 ვენეციაში ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ჩადის, რათა ნახოს წყალზე გაშენებული ქალაქი. დღესდღეისობით ჩასულ ტურისტებს არ გაუმართლათ. ეს ყოველივე თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ამჟამად იქ წყალი აღარ არის, ყველა არხი დაშრა, ხოლო გონდო- ლები და კატერები ჩარჩენილია მყრალ ტალახში. უკვე მეორე წელია, რაც წყლის დონე ვენეციაში რეკორდულად დაბალ ზღვარზეა. ქალ- აქმა დაკარგა თავისი მთავარი ღირსშესანიშნაობა ულამაზესი არხები, რომლებიც ამჟამად დამშრალია. ტურისტების თვალწინ იშლება გულისამაჩუყებელი სანახაობა: გონდოლები და კატერები ლამში და ტალახშია ჩაფლული. წყლის მკვეთრი დავარდნა ვენეციაში დაკავშირებულია ანომალიურად მცირე ნალექით მთლიანად ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში. ეს მოვლენა ძალიან საკვირველია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ყოველ წელს ვენეცია უფრო და უფრო იძირება წყალ- ში. წყლის დაშრობამ გამოაჩინა სადრენაჟო არხები, რომლებიც საკმაოდ უსიამოვნო სანახა- ობაა. მილები არ გაწმენდილა მრავალი წლის განმავლობაში და ახლა გამოჩნდა წყალში გადაყრილი ნაგვის გროვები. პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ კატერების ძრავის ხრახნები ზღვის მცენარეებში და ტალახშია გახლართული. არხების დაცარიელებამ (თუნდაც დროებით) შეიძლება გამოიწვიოს ნამდვილი კატასტ- როფა ვენეციაში. ქალაქში პრობლემაა ასევე კანალიზაცია, რომელიც თანამედროვე გაგე- ბით პრინციპში არც არსებობს, ადრე ადამიანები ყველანაირ ნარჩენს წყალში ყრიდნენ, დღესდღეისობით დიდ შენობებთან დაყენებულია გამწმენდი სისტემა, თუმცა ჯერ კი- დევ ხდება გარკვეული გაჟონვები, რაც ქალაქში ცუდი სუნის გავრცელებას იწვევს. კიდევ არის მიქცევისა და მოქცევის პრობლემა, რომელიც იწვევს წყალდიდობას ან სუ- ლაც სადრენაჟო არხის დაშრობას, ეს უნდა გადაწყვიტოს დამცავმა ბარიერმა. ეს არის მობილური კარიბჭე, რომელიც აკავებს წყლის მოძრაობას ყურეში. ეს პროექტი არის ძა- ლიან ძვირადღირებული და ადგილობრივი ხელისუფლება არ ჩქარობს გამოყოს უზარ- მაზარი თანხები მისი განხორციელებისთვის. 1700 9-ს მოსწონს
|