ფოტოგრაფია რატომ გამოყო კადრში ენა ალბერტ აინშტაინმა? - ცნობილი ფოტოს ისტორია 2017, 5 იანვარი, 19:17 ადამიანთა უმრავლესობა ალბერტ აინშტაინს აღიქვავს ისე, როგორც "შეშლილ მეცნიერს". ამ ფაქტს ადასტურებს ეს ფოტო, რომელიც პლანეტის თითოეულმა ადამიანმა იცის და ნანახი აქვს, მაგრამ ამ ფაქტს აზრი არ აქვს, რადგან ასეთი არაორდინალური მეცნიერის შესაძლებლობებში ყველა დარწმუნებულია. გამოჩენილი ფიზიკოსი, რომელმაც მსოფლიოს საკუთარი შესაძლებლობებით საკუთარი თავი დაამახსოვრა და შეაყვარა, ხშირად გამოჩნდებოდა ხოლმე საშინაო ტანსაცმლით, მოუვლელი თმით და მოუწესრიგებელი გარეგნობით - მეცნიერის გონება ყოველთვის დაკავებული იყო სხვადასხვა რთული ამოცანების ამოხსნით. ყველაფერთან ერთად იგი გულმავიწყი პიროვნება გახლდათ. მისი აღმოჩენები კაცობრიობისთვის იყო გათვლილი და არა პირადი სახელის მოხვეჭისთვის.მისი სიცოცხლის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ საზოგადოებას გაანდო პიროვნული ინფორმაცია, რამაც საზოგადოებაში კიდევ უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია მის მიმართ. ეს მოხდა წვეულებაზე, რომელიც მის საპატივცემოდ იყო გამართული ამ დროს, ის იუბილეს აღნიშნავდა. 1952 წლის 14 მარტს მას სამოცდაათი წელი შეუსრულდა. ფოტოგრაფმა აინშტაინს სთოხვა, მისი სერიოუზული სახე დაეფიქსირებინა, როგორიც მას შეეფერებოდა, მაგრამ მეცნიერმა ფოტოგრაფს ენა გამოუყო, რომელიც გვიდასტურებს იმ ფაქტს რომ იგი სერიოზული მეცნიერი კი არა ჩვეულებრივი, მხიარული პიროვნება იყო. ასე გავრცელდა ეს ფოტო, რომელზეც გენიალური, ჭაღარათმიანი მეცნიერია ასახული. ფოტო, რომელიც ძალიან მალე მთელს მსოფლიოს მოედო, უკვე ორიგინალს არ შეესაბამებოდა, რადგან ორიგინალ ფოტოში კიდევ ერთი პიროვნება იყო ასახული, რომელიც რატომღაც ჩამოაჭრეს კადრს. ასევე დაგაინტერესებთ სტატიები 1 - გასული საუკუნის მუსიკალური ჯგუფი შიშველი მკერდით 2 - 256 წლის მამაკაცმა სიკვდილის წინ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო გაამხილა 3 - ვერც კი წარმოიდგენთ რას ნიშნავს ეს პატარა ხვრელი ყურზე, ძალიან ბევრს აქვს და უმრავლესობამ არ იცის! 4 - იცით, რა შეიძლება მოხდეს, თუ დღეში 3-ჯერ კვერცხს მივირთმევთ? ეს დაუჯერებელია! 5 - „სულიკო“ მონიკა ბელუჩისთვის - როგორ მოხიბლა ქართულმა კვარტეტმა კინოვარსკვლავი 809 7-ს მოსწონს
|