რელიგია 6 მტკიცებულება იმისა, რომ ბიბლიაში აღწერილი მოვლენები სიმართლეა 2017, 4 იანვარი, 13:23 მეცნიერება და რელიგია ყოველთვის მიდიოდა ერთმანეტის გვერდით და კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, არქეოლოგიას, განსხვავებით სხვა მეცნიერებებისა აქვს ოდნავ განსხვავებული ვექტორი და აქტიურად ცდილობს დაამტკიცოს სიზუსტე აღწერილი მოვლენების, რომელიც მოცემულია ბიბლიაში. ეს ყოველთვის არ არის შესაძლებელი რა თქმა უნდა, მაგრამ გარკვეული პროგრესი ამ სფეროში ჯერ კიდევ არის. აბრაამი ოჯახის ხე აღწერილია დეტალურად აბრაამის გენეალოგია, სადაც ნახსენებია ბევრი სახელი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, უძველეს ქალაქში, ევფრატზე (თანამედროვე ტერიტორიაზე, სირია), აღმოვაჩინეს სამეფო სასახლის ნანგრევები და სხვადასხვა დაფები, ასევე სამეფო არქივები. დადგინდა პერიოდი, იმისა თუ სავარაუდოდ როდის მოღვაწეობდა და ცხოვრობდა აბრაამი. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სახელები, რომლებიც აბრაამის ხის გენეალოგიაშია აღწერილი . ეს რათმქაუნდა, არ ადასტურებს აღწერილი ამბავის სიზუსტეს, მაგრამ ამით მტკიცდება, რომ აბრაამის ისტორია არის სიმართლესთან ახლოს მაინც. წარღვნა ბიბლიაში ასევე აღწერილია წარღვნა. წარღვნა/ წყალდიდობა სავარაუდოთ მოხდა შუამდინარეთში (თანამედროვე ერაყში). 1928-1929, სამხრეთ მესოპოტამიაში, ბრიტანელი არქეოლოგის ლეონარდ ვულის მიერ აღმოაჩენილი იქნა 3-მეტრიანი ფენით დაფარული ლამი, რომელიც არის დათარიღებული ძვ.წ 4000- 3500 წლით . უძველეს ქალაქ ურში. ეს დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მაშინ წყალდიდობა მოხდა, მაგრამ მისი მაშტაბები ბიბლიაში გადაჭარბებულადაა აღწერილი. აბრაამის საყვარელი აბრაამის ცოლს არ შეეძლო შვილების გაჩენა, ამას მისი ასაკიც არ უწყობდა ხელს. ამიტომ აბრაამის ცოლი თანახმა იყო, რომ მის მეუღლეს მოეყვანა მეორე ცოლი, რომელიც მას მემკვიდრეს გაუჩენდა. მისი მეორე მეუღლე გახლდათ მათი მოახლე აგარი, რომელმაც მას გაუჩინა ვაჟი. ეს ფაქტი დაფებზე აღმოჩენილ უძველეს წერილებშიც დასტურდება. ქალაქი სოდომი სოდომი და გომორა - ორი ბიბლიური ქალაქი, რომლებიც განადგურდა ცოდვების გამო. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ის, რასაც ბიბლია გვეუბნება. არქეოლოგები ფიქრობენ, რომ მათ აღმოაჩინეს ნანგრევები სოდომისა და გომორის სავარაუდო მდებარეობის ადგილას, აღმოსავლეთით მდინარე იორდანეში. ვერცხლის ფილები გათხრების დროს იერუსალიმის მახლობლად 1979 წელს აღმოაჩინეს ორი ვერცხლის ფილა, რომელიც მორთული იყო წარწერით უძველეს ებრაულ (ივრიტულ) ენაზე. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს უძველესი ამულეტებია, რომელზეც არის უძველესი ციტატები თორიდან. სამარიტელთა ტყვე 722 წელს, როდესაც სამარია დაეცა, მეფე სარგონ II-მ ტყვედ წაიყვანა 27.290 პატიმარი და ისინი გადაასახლა სხვადასხვა ადგილებში, რომლებსაც კონტროლებდა ასირიელები, მათ შორის ხალახი და ხაბორი. ყოველ შემთხვევაში რასაც ისინი ამბობენ, აღწერილია ასურეთის ჩანაწერებში, და ეს დასტურდება ტექსტი "მეფეთა წიგნში" და დასტურდება ზოგიერთი ნივთმტკიცებით. ზემოთ აღწერილი - არ არის ყველა არქეოლოგიური აღმოჩენებით განმტკიცებული, რომლებიც გარკვეულწილად დაადასტურებდა ჭეშმარიტებას ბიბლიური ისტორიების. მაგრამ ზოგიერთი ნამდვილად დასტურდება არქეოლოგიურადაც.რათქმაუნდა ეს ფაქტი, ვერ შეძლებს დაარწმუნოს ათეისტები ღმერთის არსებობაში ან პირიქით. ამიტომა დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება კომუნიკაცია ორ მეომარ მხარეს - მეცნიერებასა და რელიგიას შორის. 835 4-ს მოსწონს
|