სხვა როგორ დავეხმაროთ ბავშვს ზუსტი მეცნიერებების ათვისებაში? 2017, 4 იანვარი, 13:19 ყურადღების გამახვილება მათემატიკასა და ზუსტ მეცნიერებებზე შემთხვევითი სულაც არ არის - დღეს ამ მეცნიერებების ფლობა არის ძალზედ პრესტიჟული, რაც თავისთავად ბრწყინვალე კარიერის მომასწავებელია. რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული მიმართულებებეი შეიძლება იყოს ძალიან მიმზიდველი, მაგრამ პრესტიჟული პროფესია სულ სხვაგვარად მომგებიანია.
ზუსტი მეცნიერებები - კლასკური "საფრთხობელაა" მშობლებისთვისაც მოსწავლეებისთვისაც და ყველა ასაკის საზოგადოებისთვის. პროცენტული მაჩვენებლები იმ ბავშვებისა, რომლებისთვისაც მათემატიკა და ფიზიკა არანაირ სირთულეს არ წამრმოადგენს არ არის სახარბიელო. ღირს თუ არა ხელის ჩაქნევა ამაზე? რა თქმა უნდა არა. სისტემატიური მეცადინეობა, მოტივაცია, პოზიტიური ხასიათე მშობლების მხრიდან და წახალისება - ეს არის გარანტი წარმატებისა. ბავშვისთვის ზუსტი მეცნიერების შერჩევა არ არის დამოკიდებული მის ფიზიკურ მონაცემებზე, მის წარმომავლობაზე, არამედ იგი შერწყმულია სკოლამდელ განათლებაზე. გამოცანები, კონსტრუქციები და სხვა მარტივი თავსატეხები აუცილებლად უნდა იყოს ჩართლი ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს უმარტივესი გზაა ბავშვისთვის დიდი ნაბისჯის გადასადგმელად. ლოგიკური თავსატეხები და მარტივი არითმეტიკა უნდა გახდეს ყოველდღიური გონების სავარჯიშო. დაყწებით სკოლა - ზუსტი მეცნიერებების შესახებ საბაზისო ცოდნის მიღების ერთ-ერთი შემდგომი ნაბიჯია, უფრო ფართო, ნათელი და საინტერესო - მათემატიკა ამ პერიოდში არასდროს არ უნდა იქცეს მოსაწყენ საგნად. ბევრი მეცნიერი რეკომენდაციას უწევს მშობლებს 7-8 წლამდე ბავშვებში ჭადრაკით დაინტერესებას, სხვადასხვა თავსატეხებს სადაც რიცხვები დომინირებს - ეს საქმიანობა ხელს უწყობს ანალიტიკური უნარის განვითარებას, ამაღლებს კონცეტრაციას და ყურადღებას. საშუალო და დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა მშობლებს სათანადო ყურადღება მართებთ, განსაკუთრებით იმ მომენტში, როდესაც ბავშვს დახმარება საჭიროებს. საუკეთესო ვარიანტია პირადი პედაგოგის აყვანა, მაგრამ ზოგჯერ ოჯახის წევრები თვითონ უმკლავდებიან ამ პრობლემას. მშობლების მისიაა, პირველ რიგში არ დაუკარგონ მოტივაცია საკუთარ შვილებს. ხშირად დახმარების საშუალება შეიძლება გახდეს ვიდეო გაკვეთილები და სხვა მსგავსი საშუალებები. მაგალითად, თუ თქვენ შვილს არ ესმის ტოლგვერდა სამკუთხედის თვისებები მას შეუძლია კითხვებით მიმართოს მასწავლებელს და აღმოფხვრას ყველა არსებული კითხვა. ყურადღება მიაქციეთ ალტერნატიულ განმარტებებს და ტექნიკას, ვიდეო გაკვეთილებს, წიგნებს, რომლებიც ძალზედ ადვილი მოსაძებნია ინტერნეტში. გახსოვდეთ, რომ თუნდაც ზრდასრულობის პერიოდში ბავშვი არ კარგავს მსოფლიოს გაკვირვების უნარს - აჩვენეთ მას მომხიბლავი ქიმიური ცდების და ფიზიკური ექსპერიმენტების ვიდეოები, შეაყვარეთ მათემატიკური კანონზომერებები, შემდეგ კი ეცადეთ ეს ყველაფერი რეალობაში გაამეორებითნოთ. ასევე დაგაინტერესებთ სტატიები 1 - რა დაინახეთ პირველად ამ ფოტოზე? 2 - ადამიანთა მხოლოდ 3% აქვს ლათინური ასო „X“-ი გამოსახული ხელისგულზე 3 - მან ორი ლიტრი ჩვეულებრივი "კოკა-კოლით" თავი დაიბანა. რაც, შემდეგ მოხდა გაგაოცებთ! 4 - 256 წლის მამაკაცმა სიკვდილის წინ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო გაამხილა 5 - ვერც კი წარმოიდგენთ რას ნიშნავს ეს პატარა ხვრელი ყურზე, ძალიან ბევრს აქვს და უმრავლესობამ არ იცის! 50 8-ს მოსწონს
|