კულტურა როგორ გამოიყურებიან დღეს ცნობილი რეკლამის გმირები 2017, 4 იანვარი, 8:52 სარეკლამო რგოლების გმირები არ იზრდებიან და არ ბერდებიან _ ჩვენთვის ისინი ყოველთვის ისეთებები არიან, როგორიც დაგვამახსოვრდა შოკოლადის ფილების შეფუთვაზე ან ტელევიზორების ეკრანებზე. მაგრამ დრო აბსოლუტურად ყველას ცვლის, და რეკლამის ვარსკვლავებიც არაა გამონაკლისი. გთავაზობთ რამდენიმე ცნობილი რეკლამის გმირს. ნახეთ, როგორ შეიცვალნენ ისინი! ბიჭუნა Kinder Chocolate-ის შეფუთვაზე ეს საყვარელი ბიჭუნა 2005 წელს გამოჩნდა Kinder Chocolate- ის შეფუთვაზე. ეხლა ჯოშ ბეისტონი (Josh Bateson) დიდი ბიჭია. ის 21 წლისაა, ცხოვრობს და სწავლობს ლონდონში, მუშაობს მოდელად. მისი წინამორბედი და რეკლამის „უფროსი ძმა“ გიუნტერ ეურინგერი (Günter Euringer) Kinder Chocolate-ის სახე იყო 1973 წლიდან 2005 წლამდე, სანამ ზემოთ ხსენებულმა ჯოშმა არ შეცვალა ის. ამჟამად გიუნტერი 52 წლისაა, ის კინოოპერატორად მუშაობს. გიუნტერმა დაწერა ავტობიოგრფია სახელწოდებით „შოკოლადის ბიჭუნა“. გოგონა შოკოლადის ფილა „ალიონკა“-ს შეფუთვიდან გოგონას სინამდვილეში ალიონკა არ ჰქვია. ის ელენა გერინასია და მისი ფოტოსურათი, გადაღებული მამამისის მიერ 1962 წელს, თავდაპირველად ჟურნალ «Здоровье»-ს გარეკანზე მოხვდა, შემდეგ კი ყველასთვის საყვარელ შოკოლადის ფილაზე. ფოტოზე ლენა რვა თვისაა. არსებული ინფორმაციის თანახმად, ელენა ცხოვრობს რუსეთში და მუშაობს ფარმაცევტად. Gerber -ის ფირმის ბავშვთა კვების პროდუქტების ლოგოტიპზე განთავსებული პატარა როდესაც ანე თერნერი ხუთი თვის იყო, მისი პორტრეტი გააგზავნეს კომპანია Gerber-ის ლოგოტიპის კონკურსზე. ილუსტრაციამ დიდი წარმატება მოიპოვა და უკვე 1931 წელს ანის სახე ამ ახალი ბრენდის პროდუქტების შეფუთვაზე გამოჩნდა. ცხოვრების დიდი ნაწილი ანა ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობდა, ხოლო პენსიაზე განსვლის შემდეგ, მისტიკური რომანების წერა დაიწყო. კოვბოი Wagon Wheels -ის 90- იანი წლების რეკლამიდან „Wagon Wheels —და თქვენ გამარჯვებული ხართ“— ეს ფრაზა 90-იან წლებში გაზრდილ ნებისმიერ ადამიანში თბილ ნოსტალგიას იწვევს. რეკლამის გმირი მაქსიმ ავერინი ახლა 41 წლისაა. ის საკმაოდ ცნობილი რუსი მსახიობია, რომელმაც სახელი გაითქვა ისეთი სერიალების წყალობით, როგორიცაა „სკლიფასოვსკი“ და „ როჭო“. ყმაწვილი Old Spice-ის რეკლამიდან აიზა მუსტაფა (Isaiah Mustafa) პირველად 2010 წელს გამოჩნდა Old Spice-ის რეკლამაში ქარიზმატული გმირის როლში. მას შემდეგ მან მრავალ ფილმში და სერიალში მიიღო მონაწილეობა. მამაკაცი Marlboro-ს რეკლამიდან დარელ უინფილდი (Darrell Winfield) ნამდვილი კოვბოი იყო. 1968 წელს ის თამბაქოს კომპანიის სარეკლამო პლაკატებზე გამოჩნდა. მას შემდეგ ის ბრენდის ერთგული იყო და მხოლოდ მათ სიგარეტებს ეწეოდა, რამაც საბოლოოდ სავალალო შედეგამდე მიიყვანა. Marlboro-ს ყველაზე ცნობილი კოვბოი 2015 წელს ფილტვების სიმსივნით გარდაიცვალა. ბიჭუნა Life -ის მშრალი საუზმის რეკლამიდან 1972 წელს ჯონ გილკრისტი (John Gilchrist) გადაიღეს Life-ის მშრალი საუზმის ამერიკულ რეკლამაში, რომელიც ძალიან პოპულარული აღმოჩნდა. მას თორმეტი წლის განმავლობაში ატრიალებდნენ ტელევიზიაში. ჯონი კიდევ 200 რეკლამაში გადაიღეს, მაგრამ ბიჭუნას როლი, სახელად მაიკი, ყველაზე ცნობადი აღმოჩნდა. ჯონმა აღიარა, რომ გადაღებების პროცესი ბუნდოვნად ახსოვს _ ის ხომ მაშინ მხოლოდ სამი წლის იყო. ჯონი ახლა ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს მსხვილი კომპანიების გაყიდვის მენეჯერად. იხილეთ ასევე: 1. ხუმრობები, რომლებიც ცუდად დამთავრდნენ ( +18) 2. ქალებმა „ჩართეს“ ლოგიკა და მოხერხებულობა და... უბედურებაც დაიწყო 3. შეშლილი, შეშლილი მსოფლიო და საოცარი ისტორიული ფაქტები 4. ცნობილები თავის დუბლიორებთან ერთად - ან "ვარსკვლავები, რომლებსაც არავინ იცნობს" 5. სოციალური რეკლამის 23 შედევრი 6. როგორ შეიცვალა ალა პუგაჩოვას იმიჯი 1976 წლიდან 2015 წლამე 7. ჰალკ ჰოგანი და სხვა ცნობილი ულვაშიანი ადამიანები 8. სლავური სილამაზე: გოგონების პორტრეტები რუსი ფოტოგრაფებისგან 9. სტრიპტიზს დროულად არ დაანებეს თავი და აი რა დაემართათ ( + 18 ) 10. დუბაი– ყველაზე შეშლილი ქალაქი დედამიწაზე! 1526 12-ს მოსწონს
|