სხვა არია პერმანი - ყველაზე ჭარბწონიანი ბავშვი პლანეტაზე 2017, 3 იანვარი, 14:53
ეს 10 წლის ბიჭი ცხოვრობს ინდონეზიის დასავლეთ ნაწილში. ინდონეზიელის წონა არის 192 კილოგრამი, შესაბამისად იგი ითვლება ყველაზე ჭარბწონიან ბავშვად მსოფლიოში. მისი ჭარბწონიანობის გამო მას არ შეუძლია ატაროს ტანსაცმელი, მისთვის ზუსტი ზომის ტანსაცმლის მორგება უბრალოდ შეუძლებელია. ამიტომ სხეულის უხერხულ ნაწილებს იგი საკუთარი მუცლის საშუალებით იფარავს.
რა არის ამის მიზეზი? ბიჭის სერიოზული სიმსუქნე პროვცირებულია გადაჭარბებული კვებით, რამაც გამოიწვია მისი კატასტროფულად წონის მომატება. ასე რომ, ერთ-ერთი მიზეზი მისი ჭარბწონიანობისა არის მისი კვება, ის თითქმის იკვებება იმდენს რასაც ჩვეულებრივი ორი ზრდასრული ადამიანი. არიას დაუოკებელი მადისა და ათასობით ზედმეტი კილოგრამის საშუალებით მას არ შეუძლია სკოლაში სიარული. ბავშვი განიცდის მუდმივ ძილიანობას და აწუხებს ქოშინი. მთელი დღე ნებივრობს აუზში და არის ყველაფრის მიმართ გულგრილი. ამ დრომდე უცნობია, თუ რა მოხდა ბიჭის სხეულში, რადგან მისი დაბადებისას ყველაფერი ნორმალურად წარიმართა არ ჰქონდა არანაირი გართულებები და უცნაური ნიშნები, ამ ფაქტს ისიც ადასტურებს, რომ დაბადებისას მისი წონა 3, 2 კილოგრამი იყო წონასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა კი 2 წლის ასაკში იჩინა თავი.ბიჭის განვითარება არასწორად წარიმართა, დაიწყო წონაში კატასტროფულად მატება. ადგილობრივმა ექიმებმა მიზეზი ვერ დაადგინეს ოჯახს კი საზღვარგარეთ მკურნალობის სახსრები არ გააჩნდა.მისი დედა დიასახლისია, მამა კი ფერმერი, მათი შემოსავალი ძირითადად არიას გამოკვებას ხმარდებოდა და დღემდე ასე გრძელდება. ასევე დაგაინტერესებთ სტატიები 1 - მან ორი ლიტრი ჩვეულებრივი "კოკა-კოლით" თავი დაიბანა. რაც, შემდეგ მოხდა გაგაოცებთ! 2 - ცისფერი თვალები 10, 000 წლის წინათ შავი ზღვის რეგიონში წარმოიშვა 3 - ჰუნზას ტომის ამოუხსნელი ფენომენი: აქ ყველა 120 წლამდე ცოცხლობს! 4 - 25 იშვიათი ისტორიული ფოტო, რომელიც უნდა ნახოთ 5 - ვერც კი წარმოიდგენთ რას ნიშნავს ეს პატარა ხვრელი ყურზე, ძალიან ბევრს აქვს და უმრავლესობამ არ იცის! 563 6-ს მოსწონს
|