x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ეიფელის კოშკის საიდუმლო

პარიზის ეს სიმბოლო ყველასთვის არის ცნობილი. ის შორეულ, 1889 წელს არის აგებული, იმ დროს, პარიზში გამართული მსოფლი გამოფენისთვის. კოშკი დროებითი ნაგებობა უნდა ყოფილიყო და გამოფენაზე შესასვლელი თაღის ფუნქცია უნდა შეესრულებინა. მაგრამ, რგორც ამბობენ, არაფერია იმაზე უფრო მუდმივი, ვიდრე რაღაც დროებითი... ალბათ, სწორედ ასე ფიქრობდა გუსტავ ეიფელი, რადგან იმაზე იზრუნა, რომ 300 მ-იან კოშკში, მას შეძლებოდა… ცხოვრება! ცოტამ თუ იცის, რომ კოშკის ზედა ნაწილში, უფრო სწორედ, მის თავში, კეთილმოწყობილი ბინა იყო განთავსებული.


image


ცნობილია, რომ ადამიანები, როდესიც იგებდნენ ამ საოცარი ბინის შესახებ, ეიფელს დიდ თანხას სთავაზობდნენ, ქირის სახით. ისინი ინჟინერს სთხოვდნენ, რომ თუნდაც ერთი ღამით მიეცა მათთვის იქ დაძინების უფლება, მაგრამ ეიფელის დაყოლიება ვერავინ მოახერხა. ბინის პატრონი ყოველთვის უარს ამბობდა შეთავაზებაზე – მას ერჩია, ფულის ნაცვლად, დაესვენა და ცხოვრებაზე დაფიქრებულიყო 300 მ. სიმაღლეზე, საიდანაც მთელი პარიზი ჩანდა.

imageimage
ის ხშირად ეპატიჟებოდა ამ ბინაში ნაცნობ-მეგობრებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და გამომგონებლებს.


imageimage
ამჟამად ბინაში ინსტალაცია არის გაკეთებული, რომელიც ეიფელის და თომას ედისონის ცნობილ შეხვედრას იმეორებს, რომელიც 1899 წლის 10 სექტემბერს შედგა და 10 საათს გაგრძელდა.


imageimage
უნდა აღინიშნოს, რომ ბინაში, იმ დროის, ყველა თავისებურება არის შენარჩუნებული: ეიფელმა იმდენი მოახერხა, რომ კოშკის თავზე როიალი აიტანა. კედლებზე შპალერი იყო გაკრული, ხოლო იატაკზე – ხალიჩები. ბინაში იყო იმ დროში მოდური ავეჯი და პატარა საძინებელიც. თუმცა, დღეს ყველას შეუძლია ამ ბინაში სტყმრობა და ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა.


imageimage
ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთი ბინა გაჩნდა ეიფელის კოშკზე, მაგრამ უკვე თანამედროვე სახის. ის ეიფელის ბინიდან რამდენიმე სართულით ქვემოთ მდებარეობს. მასში ერთდროულად 4 ადამიანს შეუძლია 1 დღე-ღამით დარჩენა, მაგრამ ამისვის, მათ სპეციალურ კონკურსში უნდა გაიმარჯვონ. დიდებულ აპარტამენტებში ორი საძინებელი, სამზარეულო და ზამთრის ბაღი არის პანორამული ფანჯრებით.


image


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პარიზელები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ კოშკის მშენებლობის გამო, რადგან თვლიდნენ, რომ ის ქალაქის ორიგინალურ არქიტექტურას «მოგუდავდა». მათ შორის, ვინც კოშკის მშენებლობას აპროტესტებდა გი დე მოპასანიც იყო, რომელიც კოშკის დასრულების შემდეგ, რეგულარულად სადილობდა მის პირველ დონეზე მდებარე რესტორანში. კითხვაზე, რატომ აკეთებს ის ამას, თუ კოშკს ვერ იტანს, პასუხობდა: «კოშკი ერთადერთი ადგილი არის პარიზში, საიდანაც ის არა ჩანს!»

0
485
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
485
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0