x
image
მანჩო 777
დაუმარცხებელი ქვეყანა: 15 საინტერესო ფაქტი საბჭოთა კავშირის შესახებ
თითქმის ერთი საუკუნის წინ- 1922 წლის 30 დეკემბერს შეიქმნა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი - ქვეყანა, რომელმაც 69 წელი იარსება და ამ დროის განმავლობაში შიშის ზარს სცემდა მთელ მსოფლიოს.


image


გთავაზობთ 15 საინტერესო ფაქტს სსრკ-ის შეხაებ, რომელთა შესახებ ალბათ არაფერი გსმენიათ.



სსრკ-ს არასოდეს წაუგია ომი



image


არსებობის მანძილზე სსრკ-მა გადაიტანა სამი ომი: 1939-1940 წლები-ფინეთის ომი, 1941-1945 წლები - დიდი სამამულო ომი, 1945 წელი-იაპონიის ომი. ყველა ეს შეაიარაღებული კონფლიქტი სსრკ-ის გამარჯვებით დამთავრდა.



დეკემბერში-საბჭოთა კავშირი, ნოემბერში-ხელისუფლება


image


ხელშეკრულება საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შექმნის შესახებ ხელმოწერილი იქნა 1922 წლის 30 დეკემბერს საბჭოების პირველ ყრილობაზე, ხოლო საბჭოთა მთავრობა და სამინისტროები მხოლოდ 1923 წლის ივლისში ჩამოყალიბდა.


ოთხიდან თექვსმეტამდე


image


სხვადასხვა წლებში სსრკ-ში შემავალი მოკავშირე რესპუბლიკების რიცხვი მერყეობდა 4-დან 16-მდე, თუმცა ყველაზე ხანგრძლივი დროის განმავლბაში ეს რიცხვი 15-ის ტოლი იყო: რსფსრ, ბელორუსიის სსრ, უკრაინის სსრ, მოლდავეთის სსრ, საქართველოს სსრ, აზერბაიჯანის სსრ, სომხეთის სსრ, ყაზახეთის სსრ, თურქმენეთის სსრ, ყირგიზეთის სსრ, ტაჯიკეთის სსრ, ლატვიის სსრ, ლიტვის სსრ, ესტონეთის სსრ.


69 წლის განმავლობაში 3 კონსტიტუცია


image


თავისი არსებობის 69 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია სულ სამჯერ შეიცვალა. ისინი მიიღეს 1924, 1936 და 1977 წლებში. პირველის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოდ ითვლებოდა საბჭოების საკავშირო ყრილობა, მეორის მიხედვით - სსრკ-ის უმაღლესი ორპალატიანი საბჭო; მესამე კონსტიტუციით თავდაპირველად არსებობდა ორპალატიანი პარლამენტი, რომელმაც 1988 წლის რედაქციით ადგილი დაუთმო სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა საბჭოების ყრილობას.


ყველაზე დიდხანს სსრკ-ს ხელმძღვანელობდა მიხეილ კალინინი


image


სხვადასხვა წლებში საბჭოთა კავშირის მეთაურად იურიდიულად სხვადასხვა წლებში ითვლეობდა სსრკ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე და ბოლოს სსრკ-ის პრეზიდენტი. ფორმალურად სსრკ-ის მეთაურად ყველაზე დიდხანს იყო მიხეილ კალინინი, რომელიც 16 წლის განმავლობაში იყო სსრკ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, შემდეგ კი 8 წლის მანძილზე გახლდათ სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე.


სსრკ-ის დროშა დამტკიცებული იქნა კონსტიტუციის მიღების შემდეგ


image


სსრკ-ის შექმნის შესახებ მიღებულ დადგენილებაში განმარტებული იქნა, რომ ახალ სახელმწიფოს გააჩნდა თავისი დროშა, თუმცა მისი ზუსტი აღწერილობა ჯერჯერობით მოცემული არ იყო. 1924 წლის იანვარში მიღებული იქნა პირველი კონსტიტუცია, მასშიც არაფერი არ იყო თქმული დროშის დიზაინის შესახებ. მხოლოდ 1924 წლის აპრილში დამტკიცდა სსრკ-ის დროშის მოდელი-წითელ ტილოზე აღბეჭდილი ხუთქიმიანი ვარსკვლავი, ნამგალი და ურო.


აშშ-ში ვარსკვლავები, სსრკ-ში - ლოზუნგები


image


1923 წელს დამტკიცებული იქნა სსრკ-ის გერბი, ნამგალი და ურო დედამიწის სფეროს ფონზე, რომლსაც მოკავშირე რესპუბლიკების ენაზე ეწერა :"პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!". წარწერების რაოდენობა ემთხვეოდა მოკავშირე რესპუბლიკების რაოდენობას, ისევე როგორც აშშ-ს დროშაზე ემთხვევა ვარსკვლავების რაოდენობა შტატებისას.


უნივერსალური ჰიმნი


image


1922-1943 წლების განმავლობაში სსრკ-ის ჰიმნს წარმოადგენდა "ინტერნაციონალი"- ფრანგული სიმღერა პიერ დეგეიტარის მუსიკით და ეჟენი პოტიეს სიტყვებით. 1943 წლის დეკემბერში დაამტკიცეს სსრკ-ის ახალი ჰიმნი სერგელი მიხალკოვის ტექსტით და ალექსანდრე ალექსანდროვის მუსიკით. ამჟამად ის რუსეთის ჰიმნს წარმოადგენს.


კონტნენტის ზომის ქვეყანა


image


სსრკ-ს ეკავა 22 400 000 კვადრატული კილომეტრი და ამ მონაცემებით ითვლებოდა მსოფლიოს ყველაზე დიდ ქვეყნად. მას ეკავა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ზომის ფართობი.



ნახევარი ეკვატორის სიგრძის ტოლი საზღვრები


image


სსრკ-ს გააჩნდა მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვარი-60 000 კილომეტრზე მეტი სიგრძის და ის ესაზღვრებოდა 14 სახელმწიფოს.



სსრკ-ის უმაღლესი მწვერვალი


image


სსრკ-ის უმაღლეს მწვერვალს წარმოადგენდა ტაჯიკეთში მდებარე 7495 მეტრი სიმაღლის მთა, რომელიც სხვადასხვა წლებში ატარებდა სტალინის პიკის და კომუნიზმის პიკის სახელს. 1998 წელს ტაჯიკებმა მას ახალი სახელი მიანიჭეს-სამანის პიკი ემირის საპატივცემულოდ, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ტაჯიკეთის სახელმწიფოს.



უნიკალური დედაქალაქი


image


მიუხედავად სსრკ–ში არსებული ქალაქების სახელების გადარქმევის ტრადიციისა, ეს პროცესი თითქმის არ შეხებია მოკავშირე რესპუბლიკების დედაქალაქების სახელებს. ერთადერთი გამონაკლისი იყო ტაჯიკეთის დედაქალაქი ფრუნზე, რომელსაც სახელი დაარქვეს საბჭოთა მხედართმთავრის მიხეილ ფრუნზეს პატივსაცემად, რომელიც ეროვნებით ტაჯიკი იყო. 1991 წელს ქალაქს ბიშკეკი დაერქვა.


საბჭოთა მეცნიერებისა და ტექნიკის ზეიმი


image


1950-1960 წელბში სსრკ–ში მოხდა ეგრეთ წოდებული სამეცნიერო-ტექნიკური ჰეთ-ტრიკი- 1954 წელს გაიხსნა მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური, 1957 წელს ორბიტაზე გავიდა პირველი საბჭოთა ხელოვნური თანამგზავრი, ხოლო 1961 წელს ადამიანი პირველად გაფრინდა კოსმოსში.


1204 ოლიმპიური მედალი


image


სსრკ-ის არსებობის მანძილზე საბჭოთა სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს 18 ოლიმპიადაში და სულ მოიპოვეს 1204 მედალი. ამ მონაცემებით საბჭოთა კავშირი მეორე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.


პირველი და უკანასკნელი რეფერენდუმი


image


სსსკ-ის არსებობის მანძილზე ჩატარებული იქნა სულ ერთადერთი რეფერენდუმი, რომელიც 1991 წლის 17 მარტს შედგა. მასში დასმული იყო სსრკ-ის არსებობის გაგრძელების საკითხი. 77%-ზე მეტმა ადამიანმა კითხვაზე დადებითი პასუხი გასცა. 1991 წლის დეკემბერში რუსეთის, უკრაინის და ბელორუსიის რესპუბლიკების ხელმძღვანელობამ გამოაცხადა გადაწყვეტილება სსრკ-ის დაშლის შესახებ. მსოფლიოს რუკიდან გაქრა უზარმაზარი ქვეყანა, რომელიც თითქმის შვიდი ათეული წლის მანძილზე შიშის ზარს სცემდა მთელ მსოფლიოს.

15
2371
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2371
  
2017, 3 იანვარი, 23:32
მართალი ხართ, მექანიკური შეცდომაა, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი მკითხველს:)
2017, 3 იანვარი, 22:44
ბოდიში შეცდომისათვის! არა კირგიზეთი არამედ ყირგიზეთი
2017, 3 იანვარი, 22:42
სსრკ ფინეთთან ბრძოლა წააგო და არა ომი. საბოლოოდ ტერიტორიები წაართვა ფინეთს. ომი რომელიც წააგო იყო კორეაში, რასაც შეეწირა სტალინი.
P.S.: ფრუნზე ერქვა კირგიზეთის დედაქალაქს. ტაჯიკეთის დედაქალაქს ყოველთვის დუშანბე ერქვა.
2017, 2 იანვარი, 20:56
ჩემი შორეული ნათესავიც დაიღუპა, მაგრამ მაშინ მე დაბადებულიც კი არ ვიყავი.
მეზობელი მყავს იქ სნაიპერად ნაბრძოლი–გალოთდა. :(
2017, 2 იანვარი, 20:50
ასეა თუ ისე, ავღანეთმა ბევრი ქართველი ბიჭის სიცოცხლე შეიწირა,,,თან სრულიად უაზროდ:( ახლაც მახსოვს, სკოლის მოსწავლე ვიყავი, მეზობლის ბიჭი რომ ჩამოასვენეს "ცინკის "კუბოთი და მთელი რაიონი რომ გლოვობდა:(
2017, 2 იანვარი, 20:38
ოფიციალურად არ გვქონია, მაგრამ არავის არ მივუწვევივართ, როგორც კი სსრკ–ს მეგობარმა პრეზიდენტმა ამინმა დამოუკიდებლად დაიწყო მოქმედება მისი სასახლე შტურმით აიღეს და მისი ოჯახიც ამოწყვიტეს, ოკუპაცია რომ გაემართლებინათ "ინტერნაციონალური მისია" დაარქვეს. :)
არა მე არ გედავებით უბრალოდ განვიხილავ...
2017, 2 იანვარი, 20:29
ეგ სულ სხვა საკითხია. ავღანეთთან ოფიციალურად ომი არ გვქონია, თუმცა ალბათ სამხედრო საკითხებში თქვენ არ უნდა გეკამათოთ:)
2017, 2 იანვარი, 20:25
კარგით ფინეთს შევეშვათ, ავღანეთიდანაც კუდამოძუებული გამოიქცა, რადგან უზარმაზარი დანაკარგები ჰქონდა ცოცხალი ძალის, ტექნიკისა და მთლიანად სახელმწიფო რესურსის.
2017, 2 იანვარი, 20:20
გასაგებია თქვენი არგუმენტი, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ რაც აღიარა, მე იმას გეუბნებით.
2017, 2 იანვარი, 20:15
ფინეთ სსრკ–ს ომის დროს საბჭოთა ჯარების სარდლის ვოროშილოვის მემუარებიც ნახეთ ვისაც გაინტერესებთ და დარწმუნდებით სსრკ–ს მარცხში...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10