x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138390
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512063
"ისლამური ხალიფატი" ერთ მილიონ დოლარს პირდება მას ვინც ქურთული წარმოშობის 23 წლის დანიელ გოგონას მოკლავს

image "ისლამური ხალიფატის" ლიდერები 1 მილიონ დოლარს პირდებიან მას, ვინც
მოკლავს ქურთული წამოშობის დანიელ 23 წლის "Джоанны Палани"–ის. გოგონამ
დანიაში მიატოვა პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლა, აიღო იარაღი და ქურთულ
დანაყოფებთან ერთად აქტიურად იბრძოდა "ისის–ის" წინააღმდეგ წარმოებულ
საბრძოლო მოქმედებებში, მონაწილეობდა მძევლების გასანთავისუფლებლად
დაგეგმილ სპეცოპერაციებში, წვრთვნიდა სამხედრო დანაყოფებში მიღებულ
მოხალისეებს.
გოგონა ამ დროისათვის უკვე დანიაშია და დანიის დედაქალაქში იმყოფება შინა პატიმრობაში. გოგონას ემუქრება თავისუფლების აღკვეთა რამდენიმე წლით, რადგან დანიის კანონმდებლობით დანიის მოქალაქეს ეკრძალება თვითნებურად მიიღოს მონაწილეობა უცხო ქვეყანაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ნებისმიერ მხარეს, თუ უშუალოდ დანია არაა საომარ მოქმედებებში ჩართული. გოგონას ემუქრება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
ერაყში და სირიაში გოგონა ტერორისტების წინააღმდეგ მებრძოლი ქურთული სპეცრაზმის "Пешмерга"–ს შემადგენლობაში იბრძოდა.
სამწუხაროდ როგორც კი დაბრუნდა დანიაში რათა მცირე დროით დაესვენა საბრძოლო მოქმედებებისაგან, მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ხელი მოაწერინეს საბუთზე ქვეყნიდან გაუსვლელობაზე და კონფისკაცია უყვეს მის პასპორტს.
image

2
4427
14-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
4427
  
2017, 4 იანვარი, 15:37
პატრიოტიზმი და ქურთული სახელმწიფოს აღდგენის იდეა სისხლში აქვთ გამჯდარი ებრაელებივით, მართლაც იმსახურებს პატივისცემას.
2017, 4 იანვარი, 15:34
მაგარი გოგოა! ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევენ ჩემში ასეთი ადამიანები, მით უმეტეს ქალები
0 1 2