შესაძლოა რუსულ სამხედრო თვითმფრინავზე განხორციელდა რადიოელექტრონული შეტევა–აცხადებენ რუსული გამოცემები
2016, 31 დეკემბერი, 23:09
საინფორმაციო საშუალებებში გამოჩნდა საინტერესო ვერსია სოჭთან ახლოს ჩამოვარდნილ Ту-154–ზე, საინფორმაციო საშუალებებში გაიჟღერა ვერსიამ რომელიც ახლა რეალურადაც განიხილება სპეციალისტების მიერ, საუბარია თვითმფრინავზე განხორციელებულ რადიოელექტრონულ შეტევაზე რომელიღაც ობიექტის მხრიდან, რომელიც სავარაუდოდ იმყოფებოდა რუსული სამხედრო უწყების დაქვემდებარებაში მყოფი თვითმფრინავის მიმართულებაზე შავ ზღვაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ადლერის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე დაიკარგა თვითმფრინავთან კავშირი, დაბლოკილი რადიოსიხშირეები, გაჩერებული ძრავები, გათიშული ელექტრო სისტემა ბორტზე მიანიშნებს ერთზე–თვითმფრინავი გახდაა რადიოელექტრონული შეტევის მსხვერპლი. თვითმფრინავში აფეთქება არ დაფიქსირებულა, გარდა ამისა აფრენის წინ ეკიპაჟის და მგზავრების თითოეულმა წევრმა გაიარა ღრმა შემოწმება.
"pravda.ru"–ს ჟურნალისტების ინფორმაციით ავიაკატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე შავ ზღვაში შემოვიდა ფრანგული სადაზვერვო ხომალდი "Dupuy de Lome", რომელსაც გააჩნია "РЭБ"–ი (რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალება) და მას რადიოიმპულსებით შეეძლო მწყობრიდან გამოეყვანა რუსული თვითმფრინავის მთელი ელექტრონული სისტემა.
ებრაული მხარე უკვე იყენებს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს სირიაში.
ასევე გაჩნდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის მგზავრებს სამაშველო ჟილეტები ეცვათ, რაც გამორიცხავს ბორტზე ტერაქტს–აცხადებს "newsli.ru".
რაც ადასტურებს ვერსიას რომ თვითმფრინავის ელექტრო სისტემა გამოვიდა (დაიბლოკა) მწყობრიდან და პილოტებმა სავარაუდოდ სცადეს თვითმფრინავი დაესვათ წყალზე.
გამომცემლობამ მომხდარი დაუკავშირა ჯონ კირბის განცხადებას: "მალე რუსული თვითმფრინავები დაიწყებენ ჩამოვარდნას".