ვებ ტექნოლოგიები და ინტერნეტი გამოქვეყნდა 2016 წლის ინტერნეტმომხმარებელთა რეიტინგი ქვეყნების მიხედვით 2016, 29 დეკემბერი, 18:17 სტატისტიკის მიხედვით დღეისთვის პლანეტაზე 7, 4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, აქედან თითქმის 3 მილიარდი მოიხმარს ინტერნეტს. რომელი ინტერნეტრესურსებით სარგებლობს მომხარებელი პირველ რიგში? როგორც გაირკვა პირველ ადგილზე დგას სოციალური ქსელები, გამოკითხვის თანახმად 7 გამოკითხულიდან 6 სოციალური ქსელით სარგებლობს.მას მოჰყვება ფილმები და სერიალები, შემდეგ მოდის თამაშები...ახალ ამბებს მხოლოდ მე-10 ადგილი უკავია, რაც შეეხება ონ-ლაინ მაღაზიებს, მხოლოდ 2% სარგებლობს ამ სერვისით. რაც შეეხება ინტერნეტმომხმარებელთა ტოპ -10 ქვეყნას(1 სულ მაცხოვრებელზე მიხედვით) რეიტინგს სათავეში უდგას ისლანდია 100%, შემდეგია ფარერის კუნძულები–98.5 %;მესამე ადგილი კი ნორვეგიას უკავია-98 % 4)ბერმუდის კუნძულები-97, 4% 5)ანდორა-96, 5% 6)დანია-96, 3% 7)ჰოლანდია-93, 7% 8)შვედეთი-93, 1% 9)დიდი ბრიტანეთი-92, 6% 10)ფინეთი-92, 5% რაც შეეხება ქვეყნებს, რომელებიც ყველაზე ნაკლებად მოიხმარენ ინტერნეტს.პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: 1)ერიტრეა-1, 1% 2)აღმოსავლეთ ტიმორი-1, 2% 3)ბურუნდი-1, 5% 4)სომალი-1, 7% 5)ნიგერია-2, 1% რაც შეეხება საქართველოს, ინტენრეტით სარგებლობს 2, 104, 906 ადამიანი, ანუ მოსახლეობის 52.9 % ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობას ქვეყნების მიხედვით კი ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში გაეცნობით:(ტოპ 15)(შენიშვნა:გასადიდებლად სურათზე მიიტანეთ მაუსი და დააწკაპუნეთ) იხილეთ აგრეთვე: Google-იმ გამოაქვეყნა 2016 წლის ყველაზე მოთხოვნადი თემები ყველაზე სახიფათო "ვარსკვლავები" თქვენი კომპიუტერისათვის 98 5-ს მოსწონს 1-ს არა
|